თამაზ მეჭიაურის გამარჯვებას დღეს გაასაჩივრებენ

681

მცხეთის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება “დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” იუსრისტებმა შესაძლოა დღეს გაასაჩივრონ. ორგანიზაციის წარმომადგენლის განცხადებით, სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრების შესახებ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებენ, რაც დასკვნა ჩაბარდებათ, რომლის საფუძველზეც შემაჯამებელი ოქმი ძალაში დარჩა და თიანეთის მერის არჩვნებში გამარჯვებულად თამაზ მეჭიაური დასახელდა.

“ვფიქრობთ, პროცესები არასანდო გარემოში წარიმართა, ეჭქვეშ ვაყენებთ დამდგარ შედეგებს და ვფიქრობთ, მეტი სამართლიანობისთვის, მეტი ნდობისთვის და კანონიერებისთვის, სასურველი იქნება, თუ შედეგები გაბათილდება”, – განაცხადა “დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის” გამგეობის ხელმძღვანლმა, მერი კაპანაძემ.

დღეს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ თიანეთის  მე-19 საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება გააუქმა, რომლის მიხედვითაც გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რითაც თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.

თამარ მეჭიაური, რომლის ინტერესებსაც საია იცავდა, აპროტესტებდა საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებას, რის საფუძველზეც ბათილი ბიულეტენები ხელახლა გადაითვალეს, შედეგად კი თიანეთში ქართული ოცნების მერობის კანდიდატმა ლელა ქიტესაშვილმა გაიმარჯვა.

წყარო: იმედინიუსი