ოპოზიციურმა პარტიებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს

619

ცოტა ხნის წინ ოპოზიციური პარტიების ლიდერთა საბჭოს ბრიფინგი გაიმართა, რომელზეც “შენების მოძრაობის” ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ არჩევნებზე აქტივობა დაბალია, რაც ხელისუფლების ამოცანაა.

“დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის – ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მათი ერთადერთი მისია საარჩევნო ხმების დაცვაა. “მოგიწოდებთ მოხვიდეთ არჩევნებზე. ერთმანეთის კონკურენტები ვართ აქ შეკრებილი ოპოზიციური პარტიები, მაგრამ მთავარი გვაერთიანებს, ყველა პარტიის მხარდამჭერი გვინდა მივიდეს არჩევნებზე.”ქართული ოცნება” მობილიზებლია უბნებთან, ითვლიან თავიანთ ხმებს,”- განაცხადა ბურჟანაძემ.

“ახალი საქართველოს” ლიდერის – გიორგი ვაშაძის განცხადებით, მათ აქტივისტს ბუკიას ბაღთან რამდენიმე წუთის წინ ფიზიკური შეურცხყოფა მიაყენეს. ვაშაძე სამართალდამცველებს გამოძიებისაკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა. ვაშაძემ სხვა დარღვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ამომრჩევლები საკუთარ თავს სიაში ვერ პოულობენ და საუბნო კომისიის წევრები მოძებნაში არ ეხმარებიან. “ეს მათი ვალდებულებაა. ეს მოწყობილობები იმისთვის კი არ დევს, რომ ითამაშონ. იმისთვის არის ფული გადახდილი, ამომრჩეველი რომ ვერ პოულობს საკუთარ თავს, შეიყვანონ ნომერი და იპოვონ. ვაკეში თსუ-ს მეხუთე კორპუსში მივეცი ხმა,  სადაც მსგავსი ფაქტებს ჰქონდა ადგილი. კომისიის წევრებს დავალება აქვთ მიღებული, რომ ამომრჩევლებს გზა აუბნიონ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ფოტო: ბელა ზაქაიძე

წყარო: იმედინიუსი