ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

1099

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ მეორე სვირში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა. შოროპნის შემდეგ უკვე მეორე სვირის ადგილობრივი მოსახლეობა და მიმდებარე სოფლები – პირველი სვირი, როდინაული, პირველი ობჩა და მეორე ობჩის 5000 – ზე მეტი მოსახლე, 200 – ზე მეტი საჯარო და კერძო სერვისებით სარგებლობას სოფლიდან გაუსვლელად შეძლებენ. თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი მომსახურების ცენტრი უკვე მათ განკარგულებაშია.

საზოგადოებრივი ცენტრის მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ ისარგებლონ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, საქარველოს ეროვნული არქივის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოსა და სხვა სერვისების მომსახურეობით.

ახალი სერვის ცენტრის მშენებლობა მოსახლეობისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნას ემსახურება. საქართველოს მასშტაბით ეს უკვე 49 – საზოგადოებრივი ცენტრია.