ცესკომ ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი 2000 ლარით დააჯარიმა

901

12 ოქტომბერს №60 ოზურგეთის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის ხათუნა შარაძის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა.

ოქმის შედგენის მიზეზი გახდა, ქ. ოზურგეთის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის და საინფრომაციო განყოფილების უფროსის მხრიდან ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების ფაქტი, კერძოდ – ქ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე მიბმული იყო პ/გ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მერობის კანდიდატის ფეისბუქ-გვერდი, ნაცვლად ქალაქის მერიის ოფიციალური ფეისბუქ-გვერდისა.

მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს, შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაეგზავნა.