გორში, შუქნიშნების განახლება იგეგმება. შესაბამისი სამუშაოებისთვის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესაძენად გორის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.
გორის მერია განმარტავს, რომ შუქნიშნების განახლების მიზეზი მათი გაუმართაობაა და ამის გამო, ზოგჯერ საავარიო სიტუაციებიც იქმნება.
“თამარ მეფის ქუჩაზე არსებულ შუქნიშნების დამატებითი სექცია უჩვენებს მარჯვნივ მოხვევას და როდესაც ძირითად შუქნიშანზე მწვანე ფერი ინთება, პირდაპირ და მარცხნივ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს უხდებათ ერთმანეთის გზის გადაკვეთა, რაც წარმოშობს საავარიო...
1 მაისიდან "ახალციხის ციხეზე“ დამთვალიერებლისთვის ბილეთის ფასი იზრდება. ინფორმაციას
ა(ა)იპ "ახალციხის ციხის“ ადმინისტრაციის ცნობით, ახალციხის ციხეზე შესვლის საფასური შემდეგნაირად განისაზღვრა:
უცხოელი ვიზიტორი - 18 ლარი;
საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი - 7 ლარი;
სტუდენტი (უცხოელი) - 15 ლარი;
სტუდენტი, საქართველოს მოქალაქე, ასევე მუდმივი და დროებითი ბინადრობის მქონე პირი. - 3 ლარი;
მოსწავლე (უცხოელი) – 12 ლარი;
მოსწავლე,...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული პროგრამის “განახლებული რეგიონები" ფარგლებში, კახეთის რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს აქტიურად ახორციელებს.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა გურჯაანში ნინოშვილის ქუჩაზე მდებარე 21 შენობისა და ეგრეთ წოდებული „პაპას ბაღის“ და „ბებოს ბაღის“ რეაბილიტაცია, რომლის ღირებულებამ 5.5 მილიონი ლარი შეადგინა. პროგრამით დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, ჩატარდა შენობების...
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, რამდენიმე თვეში აბონენტებისთვის ხელმისაწვდომი იქნება აპლიკაცია, რომლის საშუალებითაც ისინი კომუნალურ სერვისებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.
მისივე თქმით, აპლიკაციაზე მუშაობა მიმდინარეობს და რამდენიმე თვეში ის ხელმისაწვდომი იქნება, როგორც Android-ის, ისე iOS სისტემაზე მომუშავე მობილური ტელეფონებისთვის.
„გარდა იმისა, რომ დღეს ნებისმიერი მობილური ტელეფონიდან შეიძლება ინფორმაციის მიღება დავალიანების შესახებ და ა.შ. კიდევ უფრო გავამარტივებთ...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო 800-მდე დევნილ ოჯახს სოფლად სახლს შეუსყიდის. ოჯახების სია, სააგენტოს ვებგვერდზე, გამოქვეყნდა. სახლებს, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, 6 თვის განმავლობაში, თავად დევნილები შეარჩევენ.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, საცხოვრებელი სახლები პროექტ „სოფლად სახლის“ ფარგლებში გადაეცემათ. პროგრამა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება.
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროცესის კიდევ უფრო დაჩქარების მიზნით, კომისიის სხდომები ყოველთვიურად იმართება.
2022-2024 წლებში, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში,...
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პირველ კლასში რეგისტრაციისა და სკოლაში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტების წარდგენის ვადები შეიცვალა.
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის პირველი ეტაპის მიმდინარეობისას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ერთობლივი გადაწყვეტილებით, „ზოგადი განათლების შესახებ კანონში“ შევიდა ცვლილება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილების გათვალისწინებით 2022-2023 სასწავლო წელს პირველ კლასში დამატებით უნდა განხორციელდეს იმ...
დიდ დიღომში, პეტრე იბერის ქუჩაზე აშენდება მხოლოდ და მხოლოდ კომპანია „ცენტრ პოინტის“ დაზარალებულთათვის განკუთვნილი საცხოვრებელი კორპუსი, რასაც სამი ათეული წელია ელოდება მოსახლეობა, - ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით, აგრეგატის ამოქმედებაზე თბილისის მერიის მხრიდან არანაირი ნებართვა ან შეთანხმება არ გაცემულა.
„გვინდა, გამოვეხმაუროთ დიდ დიღომში ბეტონის ე.წ. მინი ქარხნის განთავსებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას....
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომაზე, რუსთავის საწარმოების მონიტორინგის შედეგების განხილვას დაესწრო.
რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯებესების თემაზე გამართულ საკომიტეტო მოსმენამდე, რუსთავის მერმა, გარემოს დაცვის სამინისტროსთან, პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ბიზნესასოციაციასთან ერთად, რუსთავის საწარმოო ზონაში არსებულ ყველა მსხვილ საწარმოში შეხვედრა გამართა.
ნინო ლაცაბიძემ, თავის გამოსვლაში, მონიტორინგის პროცესში გამოკვეთილ პრობლემებზე და მის შედეგებზე ისაუბრა.
,,დღეს,...
The Royal Danish Academy-ს, თავისუფალი უნივერსიტეტისა და რაჭაში არსებული დანიური ფონდის Fear Trees-ის ორგანიზებით, 26 აპრილიდან 10 მაისამდე, ქალაქ ონში საგაზაფხულო სკოლა Oni Hub In გაიხსნება.
ორგანიზატორების ცნობით, პროექტი The New Democracy Fund-ის დაფინანსებით იმართება და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს რაჭული ტრადიციული ოდა სახლის მშენებლობის პოპულარიზაციას და განვითარებას თანამედროვე სამშენებლო სექტორში.
მათი განმარტებით, პროექტი საფუძველს ჩაუყრის პროფესიული განათლების სისტემისა და სამუშაო...
ნინო სუხიაშვილის ბლოგი
მიმდინარე წლის თებერვლის თვეში შიდა ქართლის რეგიონის დელეგაცია სლოვაკეთის რესპუბლიკას სტუმრობდა. სასწავლო ტური სლოვაკეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციების - „ქართლოსისა“ და სლოვაკური MESA10-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში შედგა. პროექტი მიზნად ისახავდა ე.წ. გამყოფი ხაზის მიმდებარე რეგიონებში მოწყვლადი ჯგუფებისთვის განვითარების ახალი შესაძლებლობების გახსნის საკითხებში გამოცდილების გაზიარებას. გარდა შიდა ქართლის რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტებისა, სასწავლო ტურში მონაწილეობას იღებდა ჩემი...
წინა სტატია
ავტორი: ეკატერინე ბასილაია
ლევან ქავთარაძე "ქართული ოცნებიდან" ხობის საკრებულოს თავმჯდომარედ 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ აირჩიეს. ის 2014-2017 წლებში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე იყო და დეკლარაცია 6-ჯერ აქვს შევსებული.
ლევან ქავთარაძე დაბადებულია ხობში და პროფესიით ექიმ-ნევროლოგია. ბოლო დეკლარაცია შევსებული აქვს 2022 წლის იანვრის ბოლოს, სადაც ოჯახის წევრებად წერია: მეუღლე, სამი შვილი და დედ-მამა. სამი შვილიდან...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გომი-საჩხერე-ჭიათურის გზის 84-107-ე კილომეტრების რეაბილიტაციაზე 35 687 648 ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა.
სატენდერო პირობების თანახმად, ტენდერში მონაწილე კომპანიამ უნდა წარადგინოს დამდასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც აჩვენებს, რომ მას 2017 წლის შემდეგ შესრულებული აქვს ანალოგიური მასშტაბის და სირთულის სულ მცირე ერთი პროექტი.
“ანალოგიური ტიპის, ხასიათის, სირთულის სამუშაოებს მიეკუთვნება: საავტომობილო გზების ან/და მასზე არსებული ხელოვნური ნაგებობების ისეთი...
ბოლო დღეებში სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთვისა და მოქალაქეების რიგების შესახებ ფოტო და ვიდეომასალა აქტიურად ვრცელდება. მოქალაქეები მეტროთი, ავტობუსებით და თუ მიკროავტობუსებით გადაადგილებისას სირთულეებსა და დისკომფორტზე საუბრობენ. ინფორმაციას BM.GE ავრცელებს.
დღეს თბილისის მერიაში ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროსმა ვიქტორ წილოსანმა აღნიშნულ საკითხზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ რიგ მისამართებზე საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას პრობლემები ნამდვილად არსებობს, თუმცა, დედაქალაქს დღეისთვის...
“ახალბაღის” რეაბილიტაციის პროცესი 2022 წლის ბოლომდე დასრულდება. ამის შესახებ, კომპანია „Award”-ის პროექტების მენეჯერმა თორნიკე ჭკადუამ განაცხადა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
ის გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ, რომ “ახალბაღის” რეაბილიტაცია 2023 წლის ზაფხულამდე ვერ დასრულდებოდა.
“შეუფერხებლად მიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები. ხელშეკრულების მოქმედების ვადა არის 2023 წლის ზაფხულამდე, მაგრამ ეს გულისხმობს საგარანტიო პერიოდს, რეალურად, სამუშაოები 2022 წლის ბოლოს დასრულდება”, – განაცხადა თორნიკე ჭკადუამ.
ინფორმაციისთვის,...
ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა. სააგენტოს იურისტის განმარტებით, პროცესის დასრულების შემდეგ, სამსახურის მიღმა 3 თანამშრომელი დარჩა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.
“განხორციელდა სტრუქტურული ცვლილებები. ჩვენთან იყო ორი განყოფილება: ბავშვთა კვების, ჰიგიენის და სკოლამდელი აღზრდის განვითარების განყოფილება, ასევე ადმინისტრაციული განყოფილება.რეორგანიზაციის შედეგად, გაუქმდა ეს ორი განყოფილება და ჩამოყალიბდა ახალი სტრუქტურული ერთეულები. ესენია იურიდიული სამსახური და საფინანსო-შესყიდვების სამსახური. გარდა ამისა, მენეჯერის...
გორის მუნიციპალიტეტში სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება გრძელდება. გორის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ამ ეტაპზე სკრის ადმინისტრაციულ ერთეულში და სოფელ ტყვიავში მიმდინარეობს.
„ამ დროისთვის კოშკებსა და რიეთში ადგილობრივი მოსახლეობა წყალს საუბნო ონკანებიდან იღებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, სასმელი წყლის პრობლემა ორივე სოფელში 200 - მდე ოჯახს მოუგვარდება.
სასმელი წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები დაწყებულია სოფელ ტყვიავშიც. სოფელში არსებული მოძველებული წყალმომარაგების სისტემა ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივების მოთხოვნას. ამ...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































