სათემო ლიდერთა ფორუმი 2020 იწყება

534

თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში „სათემო ლიდერთა ფორუმი 2020″ იწყება.

თემის განვითარების პროგრამის და ღონისძიების შესახებ:

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი, წლების მანძილზე
მუშაობს სხვადასხვა სტრატეგიული მიმართულებით – მომხმარებლის უფლებების დაცვა,
თემის განვითარება, სოციალური მეწარმეობა, კარგი მმართველობა, სოციალური
პასუხისმგებლობა, ევროინტეგრაციის ხელშეწყობა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების
განვითარება. სწორედ, თემის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ორგანიზაცია 2011
წლიდან ორგანიზებას უწევს სათემო ჯგუფებისა და სათემო ორგანიზაციების ერთობლივ
შეხვედრებს, რომელიც დროთა განმავლობაში სათემო ლიდერთა ფორუმად ჩამოყალიბდა.
აღნიშნული ღონისძიების მიზანია, სათემო ორგანიზაციების პოპულარიზაცია, თემთა შორის
კონტაქტების გამყარება/გაღრმავება, რეგიონებს შორის წარმატებული გამოცდილების
გაზიარება და რაც მთავარია სათემო ლიდერებისთვისა თუ სამოქალაქო აქტივისტებისთვის
აქტუალურ საკითხებზე ინფორმაციის მიწოდება.

წლევანდელი სათემო ლიდერთა ფორუმი გაიმართება ონლაინ 25-26-27 ნოემბერს და
გამორჩეული სათემო ინიციატივების წარმოჩენასა და სხვა საინტერესო საკითხების საჯაროდ
განხილვასთან ერთად იგი დაეთმობა სათემო აქტივიზმის და სოლიდარობის როლს
პანდემიის დროს.

დღე პირველი
25 ნოემბერი, ოთხშაბათი

15:00 – 15:30 ფორუმის გახსნა
მისასალმებელი სიტყვა

  • ეკა ურუშაძე – საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი, აღმასრულებელი დირექტორი;
  • დომინიკა სკუპიდა – სამოქალაქო საზოგადოების პროგრამის ოფიცერი, ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში;
  • დავით აფრასიძე – სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა, კონრად ადენაუერის ფონდი;
  • ლელა აქიაშვილი – პრემიერმინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში(TBC)

15:30 – 15:35 ინფო გრაფიკა
თემის განვითარების პროგრამის შედეგების შეჯამება (2017-2020 წლები)

15:35 – 16:40 გამორჩეული სათემო პროექტების პრეზენტაცია
სპიკერების/რეგიონული პარტნიორების წარდგენა

  • ლალი გამისონია – სამეგრელო, ორგანიზაცია – განვითარების კერა
    საინიციატივო ჯგუფის „თანასწორი“ პროექტი „ღია კინო სივრცე;
  • ანა ნადირაშვილი – საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითრების ცენტრი;
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის ფარგლებში
    განხორცილებული პროექტების შეჯამება
  • პროექტის “ სექტორთაშორისი თანამშრომლობის გზით სამოქალაქო ინტეგრაციის
    ხელშეწყობა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში“ ვიდეო სიუჟეტი
  • თამარ მუმლაძე – კახეთი, საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაცია;
  • სათემო კავშირის „ვარდისუბანი“ პროექტი „ძლიერი ქალი ნიშნავს ძლიერ
    სახელმწიფოს”;
  • სათემო კავშირის „ანიბანი” პროექტი „გზა წარმატებისაკენ“;
  • პროექტის „მეწარმეობის სკოლა ახალგაზრდული კერა“ ვიდეო სიუჟეტი.

16:40 – 17:00 დისკუსია, პირველი დღის დახურვა

დღე მეორე
26 ნოემბერი, ხუთშაბათი

15:00 – 15:10 მისალმება

15:10 – 16:30 სათემო აქტივიზმი და პანდემია

  • კახეთი
    ქეთი მოლაშვილი – „ცოდნისკაფე“;
    ნიკოლოზ გოგოლაძე – სამოქალაქო აქტივისტი;
  • გურია
    მაკა ჩხარტიშვილი – გურიის მედიატორთა ასოციაცია;
    ნათია ვაშალომიძე – ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრი „პროგრესის სახლი”;
  • სამეგრელო
    სალომე ჟვანია – სამოქალაქო აქტივისტი;
    ხათუნა მიქავა – სათემო ორგანიზაცია „ბილიკი“;
  • ქართლი
    ლუსინე დოსტიბეგიანი – თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი;
    კამილა მამედოვა – ჟურნალისტი და სამოქალაქო აქტივისტი;

16:30 – 17:00 შეჯამება, დაჯილდოება და მეორე დღის დახურვა

დღე მესამე
27 ნოემბერი, პარასკევი

15:00 – 15:45 კვლევის პრეზენტაცია
„CBO Mapping – საქართველოში მოქმედი სათემო ორგანიზაციების მეფინგი“

  • ანა მარგველაშვილი – მკვლევარი/სათემო განვითარების ცენტრი;
    კვლევის მიზანი და მეთოდოლოგია;
    ძირითადი ტენდენციები – სამუშაო გარემოსა და სათემო ორგანიზაციების
    სტრუქტურის ანალიზი

15:45 – 16:30 ძირითადი რეკომენდაციები – ინტერაქტიული სესია

16:30 – 17:00 ფორუმის დახურვა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების
ცენტრი (CSRDG) დაარსდა 1995 წელს და მას შემდეგ მთელი ორგანიზაციის გუნდი
ორიენტირებულია ისეთ შედეგებზე, რომელიც პოზიტიურ ცვლილებებს მოუტანს, როგორც
ცალკეულ ადამიანებს, ისე მთელ საზოგადოებას.

CSRDG-ს მისიაა, საქართველოში საზოგადოების კეთილდღეობისთვის, კარგი
მმართველობისა და მდგრადი, ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და აქტიური
სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების ხელშეწყობა.

ორგანიზაციის საქმიანობების არეალი მოიცავს მთელს საქართველოს, თუმცა, პროგრამული
საქმიანობების ფარგლებში ინტენსიურად მუშაობს აღმოსავლეთ საქართველოში –
დედოფლისწყაროს, ლაგოდეხის, ახმეტის, ყვარელის და თელავის, ხოლო დასავლეთ
საქართველოში – ოზურგეთის, ჩხოროწყუს, აბაშის, მარტვილის, სენაკისა და ხობის
მუნიციპალიტეტებში.

ღონისძიება ტარდება „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“
ორგანიზებით, პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“-ს
ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის
ხელმძღვანელობით. პროექტს აფინანსებს, ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია –
კონრად ადენაუერის ფონდი.

რეგისტრაციის ფორმა იხილეთ აქ: