1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით, ოპოზიციური პარტიებიდან რეკლამაში ყველაზე მეტი “ნაციონალურმა მოძრაობამ“ დახარჯა, – ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ფინანსური მონიტორინგის შუალედურ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.
წარმოდგენილი საარჩევნო პერიოდის დეკლარაციების მიხედვით, პოლიტიკური პარტიებისა და დამოუკიდებელი კანდიდატების მიერ 1 სექტემბრიდან 12 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში დახარჯულია 22 973 913 ლარი, რაც ძირითადად ნაწილდება რეკლამასა და შრომის ანაზღაურებაზე, კერძოდ:
საარჩევნო სუბიექტების მიერ დეკლარირებული შემოსავლებისა და ხარჯების გადამოწმების მიზნით, აუდიტის სამსახური სისტემატურად ახორციელებს მათ შედარებას სუბიექტების საბანკო ამონაწერებთან და მედიამონიტორინგის შედეგებთან”, – ნათქვამია აუდიტის ანგარიშში.