ლევან კობერიძის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წევრები “ლელოს” ვაკის ოფისის ბლოკირებას აპირებენ

501

პარტია “ლელოს” ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის ლევან კობერიძის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წევრები “ლელოს” ვაკის ოფისის ბლოკირებას აპირებენ.

როგორც კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მისთვის მიზეზი უცნობია, რატომ აპირებს “ქართული მარში” “ლელოს” ოფისის ბლოკირებას. კობერიძე “ქართულ მარშს” კანონის დაცვისკენ, ხელისუფლებას კი ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდებს.

“ახლა მივდივარ ოფისში, იმისთვის რომ იქ ყველაფერმა მშვიდად და ექსესების გარეშე ჩაიაროს. მოვუწოდებ „ქართული მარშის“ ლიდერებს, რომ დაიცვან ყველა წესი და კანონით გათვალისიწინებული ნორმა. ამავდროულად სიფხიზლისკენ მოვუწოდებ ხელისუფლებას, “ქართული ოცნების” ხელმძღვანელობას და მთლიანად ხელისუფლების იმ წარმომადგენლებს, რომელთა ვალდებულებაცაა მსგავს სიტუაციებში გააკეთონ ოპერატიული რეაგირება,რათა ყველაფერმა ექსესების გარეშე ჩაიაროს, რადგან გამორიცხული არ არის პროვოკაციები. რაც შეეხება ასეთი ძალადობრივი ფონის შექმნას წინასაარჩევნო გარემოში, ამასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას მთლიანად ვაკისრებ “ქართულ ოცნებას” და პირდაპირ ვამბობ, რომ მსგავსი ტიპის ექსესების, პრობლემების შემთხვევაში ეს უკვე პირადად, “ქართული ოცნების” ლიდერების პასუხისმგებლობაა”, – განაცხადა კობერიძემ.