იტალიაში, ლომბარდიის რეგიონში მდებარე სტელვიოს უღელტეხილზე განლაგებულ სოფლებში თოვლი მოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ პასო დელო სტელვიო იტალიის ალპებს წარმოადგენს და აქ თოვლი არავის უკვირს, აგვისტოსთვის ამგვარი ნალექი მაინც უჩვეულოა.
სამაგიეროდ, ძალიან გაუმართლათ სნოუბორდისა და თხილამურების მოყვარულებს, რადგან მათ მყინვარის კურორტებზე სრიალის შესაძლებლობა მიეცათ.
ადგილობრივი მედია წერს, რომ აქ ახლა, ზაფხულის ნაცვლად, გვიანი შემოდგომის ამინდია, თუმცა, სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ რამდენიმე დღეში ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს.
სხვათა შორის, სტელვიოს უღელტეხილზე არსებული გზა ერთ-ერთი ყველაზე საშიში გზაა მსოფლიოში და გამორჩეულია უბედური შემთხვევების რაოდენობით. უღელტეხილი, ქვათაცვენისა და ხშირი ზვავების გამო, ნოემბრიდან მაისის ჩათვლით დაკეტილია. ამ გზით იტალიური ლომბარდია ავსტრიას უკავშირდება.