შვედური ორგანიზაცია, UNDP-ისთან თანამშრომლობით, საქართველოში, უკრაინასა და ბელორუსში მდგრადი განვითარების ლიდერობის პროგრამას იწყებს

724

მდგრადი განვითარების ლიდერობის პროგრამა

„მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში“
ბელარუსი, საქართველო და უკრაინა

განცხადების პირობები

შვედური დამოუკიდებელი აზროვნების ავზი Global Utmaning (გლობალური გამოწვევა), შვედური ინსტიტუტის მხარდაჭერით და თანამშრომლობით UNDP ოფისებთან უკრაინაში, ბელარუსსა და საქართველოში, გიწვევთ მონაწილეობის მისაღებად სპეციფიკურ მდგრადი განვითარების ლიდერობის პროგრამაში –  მდგრადი განვითარების მიზნების ლოკალიზება ევროკავშირის აღმოსავლური პარტნიორობის ქვეყნებში, ერთი ნაციონალური (ეროვნული) მოდული (2020) და ორი ტრანსნაციონალური მოდული (2021), შემუშავებული სტრატეგიული დაგეგმარების ექსპერტთათვის და მდგრადი ცვლილების ხელშეწყობის შესაძლებლობით ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.

მოცემული ამბიციური მიზნების გათვალისწინებით, რომლებიც გაწერილია 2030 Agenda და SDG-ები და როლი, რომელიც ადგილობრივ დონეს აქვს ამ მიზნების იმპლემენტაციაში, პროგრამა მიზნად ისახავს მთავარი მხარეების შესაძლებლობების გაძლიერებას ადგილობრივ და რეგიონულ დონეებზე, რათა მოხდეს SDG-ეს მიზნების  ინტეგრირება რეგიონული და ადგილობრივი განვითარების სტრატეგიებში და მოქმედების გეგმებში და  SDG-ების მიმართ პროგრესის მონიტორინგი.

პროგრამა აძლევს საშუალებას მთავარ მხარეებს, რომ განავითარონ კავშირები, შესაძლებლობები და მიიღონ მონაწილეობა ცოდნის გაცვლაში კოლეგებთან ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე. ის ეხმარება ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ მხარეებს, რომ უკეთესად გაიგონ, თუ როგორ გამოიყენონ 2030 Agenda-ის ჩარჩოები სტრატეგიულად, და შეისწავლონ ინსტრუმენტების შესახებ, რომლებიც გამოიყენება SDG იმპლემენტაციის გეგმებისა და სტრატეგიების განვითარების მხარდასაჭერად რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე.

პროგრამა, ასევე, წარმოადგენს შესაძლებლობას მრავალდონიანი პარტნიორობის განვითარებისთვის ბელარუსის, საქართველოს, უკრაინასა და ჩრდილოეთის ქვეყნებს შორის. ამ მიზნით ჩვენ მივცემთ საშუალებას ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ წარმომადგენლებს, რომ აღმოაჩინონ ახალი შესაძლებლობები და გასცდნენ გამოწვევებს, რომ მიიღონ სწრაფი გადაწყვეტილებები და გააძლიერონ ქალაქები, როგორც ცვლილების ლიდერებმა და მთავარმა მხარეებმა 2030 Agenda-ის მისაღწევად. პროგრამა დამატებით გააძლიერებს ინტეგრაციის პროცესს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებსა და ევროკავშირის პოლიტიკასა და ტრენდებს შორის მდგრადი განვითარების საკითხებში.

პროგრამა ორგანიზებულია სამ მოდულში, რომლებიც აამაღლებენ მონაწილეების კვალიფიკაციას მდგრადი ლიდერობისთვის პრაქტიკული ინსტრუმენტებით, ცოდნით და საუკეთესო პრაქტიკის საშუალებით SDG-ების გამოყენებით სტრატეგიული დაგეგმარების პროცესში, საჯარო სერვისების დაგეგმარებით და ერთად შექმნით, მიზნების დასახვა და ინდიკაციები პროგრესის მონიტორინგისთვის და შედეგების კომუნიკაცია. Covid-19-ის პანდემიის გამო, მოდული 1 იქნება ჩატარებული დიგიტალური კომუნიკაციის მეშვეობით, როგორც „ეროვნული ვებინარები“. ტრანსნაციონალური მოდულების 2021 თარიღები არის დროებითი.

მოდული 1. ეროვნული ვებინარები „გაიცანი & შეისწავლე“
სექტემბერი 2020 – თებერვალი 2021 უკრაინაში, ბელარუსში და საქართველოში.

ეროვნული ვებინარების მიზანი არის შესაძლებლობის მიწოდება მონაწილეებისთვის რომ გაიზიარონ გამოცდილებები და გამოწვევები SDG-ების შესახებ ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე, ასევე, ურთიერთმოქმედება და შესწავლა, თუ როგორ გამოიყენონ SDG-ები, როგორც სტრატეგიული პოლიტიკა და მოქმედებების წარმმართველი ჩარჩო ადგილობრივი და ურბანული სტრატეგიების განვითარებისთვის.

  • ეროვნული ვებინარები იქნება ორგანიზებული თითოეულ ქვეყანაში, როგორც შესაძლებლობა მონაწილეებისათვის ლიდერობის პროგრამაში, რათა დაიწყონ ერთმანეთთან ურთიერთობა, რომ მიიღონ მონაწილეობა ინტერნეტზე დაფუძნებულ პრეზენტაციებში ექპერტებისგან და ჩრდილოელი კოლეგებისგან და მონაწილეობა მიიღონ ტრანსნაციონალური მოდულების დღის წესრიგის შექმნაში.
  • ინტერვიუები იქნება ჩატარებული შერჩეულ მონაწილეებთან, რათა ლიდერობის პროგრამამ მოახდინოს მონაწილეებისგან, გაიგოს მათი საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ SDG ლოკალიზაციის მიმართებაში, რათა მოხდეს იმ ტრანსნაციონალური მოდულის დღის წესრიგის შექმნა რომელიც აკმაყოფილებს მათ მოლოდინებს.

მოდული 2. ტრანსნაციონალური ტრეინინგი „ისწავლე & გაუზიარე“
მაისი 2021, კიევი , უკრაინა.

მოდული თავს მოუყრის დაინტერესებულ მხარეებს ბელარუსიდან, საქართველოდან, უკრაინიდან და ჩრდილოეთის ქვეყნებიდან, რომ განავითაროს შესაძლებლობები, თუ როგორ იქნას გამოყენებული სისტემური ფიქრი და როგორ შეიძლება SDG-ები იქნეს ლოკალიზებული და გამოყენებული აღრიცხვა მდგრადი განვითარების პერსპექტივის სრულიად  ყველა ადმინისტრაციულ დონეებზე და საქმიანობებზე. SDG 11: მდგრადი ქალაქები და საზოგადოებები, ახალი ურბანული დღის წესრიგი და როგორ უნდა მოხდეს ყველა SDG-ს იმპლემენტაცია ადგილობრივ დონეზე, მისცემს კონტექსტს მოდულს. მონაწილეები შეადგენენ ადგილობრივი განვითარების საჭიროებების და გამოწვევების კავშირების რუკას SDG-თვის და გააკეთებენ მთავარი სტრატეგიული ობიექტების და ადგილების იდენტიფიკაციას.

სასწავლო კურსები ადგილობრივი და რეგიონული სტრატეგიების შემუშავების შესახებ და მოქმედების გეგმები მონაწილე ქალაქებსა და რეგიონებს შორის მიაწოდებს ყოვლისმომცველ ჩარჩოს მოდულისთვის, რომელიც შთააგონებს და ინფორმაციას მიაწოდებს მონაწილეებს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ჩრდილოეთის ქვეყნებიდან. მონაწილეები, ასევე, შეისწავლიან მდგრადობის მიზნებს და ინდიკატორებს რეგიონული და ადგილობრივი სტრატეგიების პროგრესის მონიტორინგისათვის. მიზანი არის, რომ ვისწავლოთ ერთმანეთისგან, გავუზიაროთ გამოცდილებები, გამოწვევები და კარგი მაგალითები სექტორების შორის თანამშრომლობის მდგრადი განვითარებისთვის ადგილობრივ და რეგიონულ გარემოებებში ისეთ სფეროებში, როგორიც ურბანული დაგეგმარება, კლიმატური ცვლილება, ენერგიული ეფექტურობა და საჯარო სერვისების უზრუნველყოფაა.

მოდული 3. ტრანსნაციონალური ტრეინინგი „უხელმძღვანელე & ჩაერთე“
ივნისი 2021, სტოკჰოლმი, შვედეთი.

ბოლო მოდული ფოკუსში დააყენებს ურბანული განვითარების ინტეგრაციის, სმარტ ქალაქის გადაწყვეტილებების და თანაშექმნის პლატფორმების და მოქალაქეების & ახალგაზრდების ჩართულობას განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტილებებში SDG-ეს ადგილობრივი იმპლემენტაციის პრაქტიკულ მაგალითებს. საუკეთესო პრაქტიკის გაცვლა SDG-ეს ანგარიშის წარდგენის  და კომუნიკაციის, ასევე, დაკავშირება ეროვნულ და საერთაშორისო მდგრადობის სტრატეგიებზე. მოდული, ასევე, შეისწავლის, თუ როგორ უნდა იქნას 2030 Agenda გამოყენებული, როგორც ჩარჩო უფრო ძლიერი თანამშრომლობისთვის ეროვნულ და საერთაშორისო კოლეგებსა და პარტნიორებს შორის.

ექსპერტთა ხელშეწყობის მეშვეობით, ლიდერობის პროგრამა შექმნის შესაძლებლობების  შეძენის პლატფორმას, ასევე შთაგონებას, კარგი მაგალითების გაზიარებას, ცოდნის გაცვლას და ქსელის დამყარებას, მხარდაჭერა SDG-ების პრაქტიკაში მოსაყვანად. სამივე მოდული მიჰყვება კონკრეტულ ქმედებებზე ორიენტირებულ პრინციპს, სადაც ერთად სწავლა, გამოცდილების გაზიარება, მოწვეული ექსპერტების და მწვრთნელების სესიები, ასევე, ინტერაქტიული ჯგუფური სამუშაოები იქნება მოდულების საფუძველი.

რეგისტრაცია

გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა ინგლისურად არაუგვიანეს 31 აგვისტოსი.
ჩვენ მოვახდენთ ამის შემდეგ მონაწილეების სელექციას და დაგიბრუნდებით დამატებითი ინფორმაციით და მეტი დეტალური დღის წესრიგით.

მონაწილეთა შერჩევისას შემდეგი კრიტერიუმები იქნება გამოყენებული:

  • უფროსი ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები ოლქიდან ან ქალაქიდან, რაიონიდან ან ATC (გაერთიანებული ტერიტორიული საზოგადოება) ადმინისტრაცია პასუხისმგებელი სტრატეგიული დაგეგმარებისა და მდგრადი ცვლილების შესაძლებლობის ამაღლება ეროვნულ, რეგიონულ და ადგილობრივ დონეებზე.
  • ორგანიზაცია არის საკუთარი განვითარების სტრატეგიის ან მოქმედების გეგმის განვითარების, ან განახლების პროცესში.
  • ორგანიზაცია უკვე მუშაობს ან დაინტერესებულია, რომ იმუშაოს SDG-ებთან.
  • ინგლისურის კარგი ცოდნა

პრაქტიკული ღონისძიებები

მოსალოდნელია, რომ შერჩეული მონაწილეები მიიღებენ მონაწილეობას სამივე მოდულში. პროგრამაში მონაწილეობა არის უფასო და კვება, მოგზაურობა და საცხოვრებელი დაფინანსებული იქნება ორგანიზატორების მიერ. თუ გსურთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა პროგრამაში, ან გსურთ, რომ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდით ჯოელ ალგრენს, Joel.Ahlgren@globalutmaning.se

მოუთმენლად ველოდებით თქვენს მონაწილეობას!

კრისტა კამპუს                                                            ჯოელ ალგრენ

პროგრამის კოორდინატორი                                        პროექტის მენეჯერი
Krista.Kampus@globalutmaning.se                            Joel.Ahlgren@globalutmaning.se