ზემო ავჭალის დასახლებაში, ჭრებალოს ქუჩის მცხოვრებლები თბილისის მერს დახმარებას სთხოვენ

762

5 ივნისიდან დღემდე ზემო ავჭალის დასახლებაში, ჭრებალოს ქუჩას წყალი არ მიეწოდება. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს.

ადგილობრივი მცხოვრებლების თქმით, მათ პასუხს არ სცემენ და ეუბნებიან, რომ პრობლემის შესახებ ინფორმაცია შესაბამის სამსახურს უკვე გადაეცა.

„მუნიციპალიტეტს გუშინ მივმართე, არ იცოდნენ ეს ამბავი. მუნიციპალიტეტის თანამშრომელმა დათო მუშკუდიანმა გვიპასუხა, რომ ეს საქმე მათ არ ეხება. დღეს „წყალკანალის“ თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, ურდულებია დაზიანებული, გადავცემთ და დღეს ნახევარ საათში გაკეთდებაო. ოჯახებში ბავშვები ყავთ. ესეც რომ არა, ზაფხულია და წყლის გადავლება უნდა ადამიანს. მოკლედ, გთხოვთ, ეს ინფორმაცია, იქნებ მერის კახა კალაძის ყურამდე მივიდეს. ბოლოსდაბოლოს, მისი საპატრონო ქალაქის ერთი ქუჩა უწყლოდაა დარჩენილი. კორონა მოგვკლავს თუ წყურვილი, რა მნიშვნელობა აქვს?!“ , – ამბობს ჭრებალოს ქუჩის ერთ-ერთი მცხოვრები.