რუსთაველის მეტროსთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს

440

წინა სტატია

თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მეტრო რუსთაველთან ბრიტანული სეზონისადმი მიძღვნილი ინსტალაცია განზრახ დააზიანეს. ამის ამსახველი ფოტომასალა Facebook-ზე გავრცელდა.

როგორც imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. როგორც უწყებაში განმარტავენ, სავარაუდო დამნაშვეები გამოავლინეს და მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები.

პროექტ „ბრიტანეთი-საქართველო 2019“ 13 სექტემბერს გაიხსნა. პროექტის ფარგლებში დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ბრიტანეთის საბჭოს მიერ ერთობლივად 60-ზე მეტი ღონისძიებაა დაგეგმილი. სამი თვის განმავლობაში თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და საქართველოს რეგიონებში მოეწყობა სხვადასხვა ფესტივალი, კინოჩვენებები და მასტერკლასები.

„ბრიტანეთი-საქართველო 2019“ მიზნად ისახავს, სიახლე შემატოს დიდ ბრიტანეთსა და საქართველოს შორის საუკუნოვან მეგობრობას.

ვისაც ჩაგივლიათ რუსთაველის მეტროსთან ალბათ შეგიმჩნევიათ ეს ლამაზი ინსტალაცია, რომელიც ეძღვნებოდა ბრიტანულ სეზონს…

Posted by Vato Khavtasi on ორშაბათი, 23 სექტემბერი, 2019