პარლამენტი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით იხილავს

1124

საქართველოს პარლამენტმა ორგანულ კანონში „საქართველოს თვითმმართველობის კოდექსში“ შესატანი ცვლილებების მეორე მოსმენით განხილვა დაიწყო.

აღნიშნული ცვლილებების პაკეტი მოიცავს, თვითმმართველი ქალაქების 12-დან 5-მდე შემცირებას. გარდა ამისა, ყველა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი  ორგანოს ხელმძღვანელად  განისაზღვრება მერი და, შესაბამისად, კოდექსის მთელ რიგ მუხლებში ტერმინოლოგიური ცვლილება შევა.

დადგენილება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობის შემცირების შესახებ პარლამენტმა უკვე მიიღო.