ქალაქი, სადაც უსახლკაროები არ ცხოვრობენ

1025

ფინეთის დედაქალაქ ჰელსინკის ქუჩებში თითქმის ვეღარსად შეხვდებით უსახლკაროს, რომელსაც ქუჩაში სძინავს. BBC-ის ცნობით, 2007 წელს ფინეთის ხელისუფლებამ დაიწყო კამპანია “ბინა უპირველეს ყოვლისა“. მარტივად რომ ვთქვათ, ხელისუფლება უსახლკარო ადამიანს აძლევს ბინას რაც შეიძლება მოკლე დროში შემდეგ კი უწევს შესაბამის დახმარებას, რომელიც ეხება ჯანმრთელობას, სწავლებას და სამსახურს.

“ბავშვობაში, მახსოვს ჩვენს პარკებში, ასობით და ათასობით უსახლკაროს ეძინა, მაგრამ ეს ახლა ასე აღარ არის. ქუჩაში მყოფი უსახლკაროები ჰელსინკში აღარ არსებობენ“, – ამბობს ქალაქის მერის მოადგილე სანა ვესიკანსი.

1987 წელს ფინეთში 18 000 უსახლკარო ფიქსირდებოდა. ბოლო 2017 წლის მონაცემებით კი, უსახლკაროთა რიცხვი 6,600 ადამიანს შეადგენდა.

გამოცემის ცნობით, დღეს უსახლკაროთა უმეტესობა მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან ან დროებით საცხოვრებელში ცხოვრობს.