ვაკის რაიონში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. წყნეთის ქუჩის პირველ შესახვევში, მიმდინარე წლის 18 აგვისტოს მოსული უხვი ნალექის გამო, დანგრეული საყრდენი კედლის აღდგენის და კიბის მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო.
გამგეობის ცნობით, აღნიშნული პროექტი ადგილობრივი მცხოვრებლების უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. ასევე, მათივე ცნობით, ფერდობზე მოწყობილი საერთო სარგებლობის კიბის მოპირკეთება ლორთქიფანიძის N18-ის მიმდებარედ უკვე დასრულდა. უახლოეს მომავალში კი, ანალოგიური კიბის მოწყობა წყნეთში, ჯავახიშვილის II შესახვევის N13-ის მიმდებარედ დასრულდება.