ბახტაძე: სსიპ-ები და ა(ა)იპ-ები შესაძლოა გაუქმდეს ან გაერთიანდეს

896

პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, სსიპ-ებთან და ა(ა)იპ-ებთან დაკავშირებით ფუნდამენტური ცვლილებები იგეგმება. ბახტაძის განცხადებით, შესაძლოა, ისინი გაუქმდეს, გაერთიანდეს, მოხდეს ოპტიმიზაცია და ის ეფექტი მიიღონ, რაც მოსახლეობას სჭირდება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით არის საკმაოდ მნიშვნელოვანი რესურსი იმისთვის, რომ იმ ხარჯებით, რასაც ვახორციელებთ ამ მიმართულებით, მივიღოთ გაცილებით უკეთესი ეფექტი და უფრო ეფექტური ბიუროკრატია“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.