საქართველოში წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრაზე, ასევე ტექნიკური რეგლამენტის პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წლის ჩაშვებაზე ჯარიმები მკაცრდება. შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.
ცვლილებების მიხედვით, წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ნარჩენების ჩაყრა, ასევე ტექნიკური რეგლამენტით პირობების შეუსაბამო ჩამდინარე წლის ჩაშვება გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იურიდიული პირის კი – 1000 ლარის ოდენობით.
იმ შემთხვევაში, თუ იგივე ქმედების განმეორება მოხდება, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 800 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის – 2000 ლარის ოდენობით.
კანონის დღეს მოქმედი ნორმით, წყლის ობიექტების დაბინძურება, დანაგვიანება, წყლის ობიექტებში ნარჩენებისა და სხვაგვარი ნაყარის ჩაყრა ჯარიმას 200-დან 300 ლარამდე იწვევს.