თუშეთში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური გაიხსნა

1422

თუშეთის დაცული ლანდშაფტის მართვის გეგმით განსაზღვრული ერთ-ერთი აქტივობის ფარგლებში ტურისტული საინფორმაციო ჯიხური შეიქმნა. ინფორმაციას “კახეთის ხმა” ავრცელებს.

საინფორმაციო ჯიხური რეინჯერების სახლის გვერდით, თუშეთის ეროვნულ პარკში, სამხევში მდებარეობს, რომელიც სოფელ ომალოდან 3 საათის დაშორებით მდებარეობს.

“სერვისების გაუმჯობესება შესაძლებელი იქნება ნებაყოფლობითი ფინანსური თანამონაწილეობის გზით. სეზონის განმავლობაში შეგროვებული თანხა მოხმარდება ტურისტული საფეხმავლო ბილიკების, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ახალი საბანაკე ადგილების შექმნასა და კეთილმოწყობას. პროექტი დაფინანსებულია ჩეხეთის განვითარების პროგრამების მიერ, პროექტის პარტნიორია საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტო, საინფორმაციო ჯიხურის ოპერატორი კი კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN)”,- ამბობენ თუშეთის დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ინფორმაციით, ტურისტული საინფორმაციო ჯიხურის მენეჯერის პოზიციაზე 2 ვაკანსიაა გამოცხადებული.

“საინფორმაციო პუნქტის ოპერატორებმა უნდა გაავრცელონ ინფორმაცია პროექტის მიზნებისა და ხედვის შესახებ, კონსულტაცია გაუწიონ და რჩევები მისცენ ტურისტებს თუშეთში ვიზიტის შესახებ, შეაგროვონ მოანაცემები და ინფორმაცია ვიზიტორების შესახებ, იზრუნონ ყოველდღიურად ცენტრის მართვასა და ადმინისტრირებაზე. ძირითადი მოთხოვნებია: ინგლისური და ქართული ენების სასაუბრო დონეზე სრულყოფილი ცოდნა, ტურიზმის ან მასთან დაკავშირებული სექტორის კუთხით განათლება, ან სამუშაო გამოცდილება. შერჩეულ კანდიდატებთან კონტრაქტი გაფორმდება თუშეთში ტურისტული სეზონის განმავლობაში (ზაფხულის და ადრეული შემოდგომის 2-3 თვე); სამუშაო დღეეების განმავლობაში ოპერატორები ღამეს გაათევენ რეინჯერების სახლში; ანაზღაურების შეახებ შეთანმება განისაზღვრება სამუშაო გრაფიკისა და ცვლების მიხედვით; დაინტრესებულმა კანდიდატებმა 20 ივნისამდე უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე’’,- განაცხადეს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელში.