სამთო-სათხილამურო კურორტ “გოდერძიზე” დღეს, 24 მარტს, თეთრის ნაცვლად, დამსვენებლებს მოყვითალო თოვლი დახვდათ.
კურორტის ადმინისტრაციის ცნობით, თოვლის ფერის შეცვლა გუშინდელმა ყვითელმა წვიმამ განაპირობა. სწორედ მან შეუცვალა თოვლს ფერი.
გუშინ საქართველოს დედაქალაქსა და სხვა მუნიციპალიტეტებში ყვითელი შეფერილობის ღრუბლები იყო. სინოპტიკოსებმა თქვეს, რომ ეს გამოწვეული იყო არაბეთიდან და აფრიკიდან წამოსული ქვიშიანი ჰაერის მასებით.