ავტობუსების მძღოლებისა და კონტროლიორების გადამზადება დაიწყო – თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ანგარიში წარადგინა

307

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მუნიციპალური ავტობუსების მძღოლებისა და კონტროლიორების გადამზადება დაიწყო. კომპანია 2022 წლის პირველ ექვს თვეს მოკლედ აჯამებს და საზოგადოებას ანგარიშს აცნობს.

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში კომპანია 123 000 000 მგზავრს მოემსახურა.

რაც შეეხება მეტროს მოდერნიზებასა და რეაბილიტაციას, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს 12 ვაგონის განახლება, ასევე, სრულდება მეტროსადგურ „გოცირიძის“ სრული რეაბილიტაცია და განახლება.

მეტროს გარდა მიმდინარეობს საბაგიროების რეაბილიტაციაც. მათ შორის, რუსთაველი-მთაწმინდის დამაკავშირებელი საბაგირო გზის რეაბილიტაცია და მშენებლობა. ხოლო რიყე-ნარიყალას საბაგირო გზას გეგმიური სარემონტო სამუშაოები უკვე ჩაუტარდა.