ღარიბაშვილი: ტურიზმის გარდა ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი შეიძლება, გახდეს ენერგეტიკა და ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება

333

ჩვენი ეკონომიკის განვითარების მთავარი მამოძრავებელი ტურიზმის გარდა შეიძლება, გახდეს ენერგეტიკა და ასევე ექსპორტზე ორიენტირებული ადგილობრივი წარმოება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს პირველი არხის ეთერში, გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველო უნდა გახდეს თვითკმარი, თვითუზრუნველყოფილი იმ პროდუქტებით, რომლის წარმოებაც ქვეყანას შეუძლია.