ზესტაფონის მერი: პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში, რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრისას

283

პრემიერის მხრიდან სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს, – ამის შესახებ ზესტაფონის მერმა ვასილ გველესიანმა, პრემიერმინისტრსა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს.

„არჩევნების შემდეგ პირველი შეხვედრა გვქონდა პრემიერ-მინისტრთან, სრული მხარდაჭერა გვაქვს იმ საკითხების გადაწყვეტაში რომელიც არჩევნების პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობასთან შეხვედრის დროს. ეს შეეხება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, რომელიც ერთის მხრივ დააკმაყოფილებს ხალხის მოთხოვნებს, მეორეს მხრივ, დაასაქმებს ადამიანებს“, – განაცხადა ვასილ გველესიანმა.