კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ოსტატების რეესტრში დარეგისტრირების მსურველთა განაცხადების მიღებას დღეს ასრულებს.
ამ დროისათვის სამინისტროში შესულია 150-ზე მეტი განაცხადი, აქედან 70-მდე აპლიკანტს უკვე გაესაუბრნენ. გასაუბრის პროცესი გრძელდება და შედეგად, კომისია გასცემს ძეგლთა დაცვის სისტემაში დასაქმების რეკომენდაციას ან დასაქმებამდე კვალიფიკაციის ამაღლების შესახებ მიუთითებს.
სამინისტროს მიზანია, რომ 2022 წლის 1 მაისიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე მუშაობის უფლება ჰქონდეთ მხოლოდ იმ სპეციალისტებს, რომელთა პროფესიული უნარები სერტიფიკატით იქნება დადასტურებული.