ხუციშვილი: წლის ბოლომდე ტურიზმის, დაახლოებით, 25-დან 30%-მდე ნაწილის აღდგენა უნდა შევძლოთ

870

წლის ბოლომდე ტურიზმის, დაახლოებით, 25-დან 30%-მდე ნაწილის აღდგენა უნდა შევძლოთ, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

“პანდემიიდან გამომდინარე ქვეყანა რთულ სიტუაციაშია. შესაბამისად, ერთ-ერთი მიმართულება არის ის, რომ მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ვაქცინაცია ქვეყანაში და ასევე, უნდა შევძლოთ, ტურიზმის გარკვეული პროცენტული ნაწილის აღდგენა. კერძოდ, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 25-დან 30%-მდე”, – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.