კორონავირუსის პანდემიის გამო გასატარებელი დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის დღეს გახდება ცნობილი. არსებული ინფორმაციით, საუბარია შეზღუდვების 28 ნოემბრიდან შემოღებაზე, რომელიც 24 დეკემბრამდე იმოქმედებს. დეკემბრის ბოლოდან იანვრის დასაწყისამდე, შობა-ახალი წლის გათვალისწინებით, დაგეგმილია შეზღუდვების მოხსნა, თუმცა იანვრის დასაწყისიდან ქვეყანა კვლავ მკაცრი ზომების რეჟიმს დაუბრუნდება. არაოფიციალური ცნობით, სავარაუდოდ, აიკრძალება ყველა ტიპის მაღაზიის საქმიანობა, გარდა სურსათის მაღაზიებისა, თუმცა ონლაინვაჭრობა ნებადართული დარჩება. შეზღუდვა შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტსაც. არსებული...
7 თვის განმავლობაში თქვენთან ერთად შევძელი მნიშვნელოვანი საკითხების გადაჭრა ქალაქისთვის და ჩვენი მოქალაქეებისთვის,-ამის შესახებ ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მუნიციპალიტეტის საკრებულოს 36-ე სხდომას დაესწრო. იმის გათვალისწინებით, რომ ქუთაისს ჰყავს ახალი, არჩეული მერი, დავით ერემეიშვილი ვიცე-მერის თანამდებობას დაუბრუნდება. მან სამადლობელი სიტყვით მიმართა საკრებულოს დეპუტატებს: „7 თვის...
მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიზნესისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს ხვდება. აღნიშნულ შეხვედრაზე, სავარაუდოდ, განიხილება პანდემიის გამო რა ტიპის შეზღუდვების ფონზე მოუწევს ბიზნეს სექტორს მუშაობა. როგორც შეხვედრის დაწყებამდე „ბიზნესმენთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა, სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ადამიანის სიცოცხლე უმთავრესია, ამიტომ მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადაწყვეტილება ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე უნდა მიიღოს. „ზოგადად, დილემის წინაშე ვდგავართ. ყველას კარგად გვესმის, რომ საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია ბიზნესი და ნებისმიერი შეზღუდვა...
დღეს ევროკავშირმა მაკროფინანსური დახმარების პროგრამების ფარგლებში საქართველოს მისი საგადამხდელო ბალანსის მხარდასაჭერად და საბიუჯეტო საფინანსო საჭიროებების შესამსუბუქებლად 100 მილიონი ევროს ოდენობის ტრანში გადმოურიცხა. როგორც საქართველოში ევროკავშირის წარომადგენლობის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამია, მაკროფინანსური დახმარების პროგრამა მიზნად ისახავს მდგრადი საგარეო საფინანსო მდგომარეობის აღდგენას და იგი საერთაშორისო სავალუტო ფონდის დაფინანსების თანმდევია. 2008 წლიდან ევროკავშირმა საქართველოში მაკროფინანსური დახმარების ოთხი ოპერაცია განახორციელა. ამ დახმარების შემდგენელი ნაწილებია: 75 მილიონი...
ჩვენ კონსტრუქციულად ვართ განწყობილი, მაგრამ ახალი არჩევნები არის აუცილებლობა ჩვენი ქვეყნისთვის იმიტომ, რომ განიმუხტოს პოლიტიკური კრიზისი, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის რეზიდენციის დატოვების შემდეგ განაცხადა. ჯაფარიძის განცხადებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეთანხმებაში ახალი არჩევნების ჩატარება და ცესკო-ს ადმინისტრაციის ცვლილება მოიაზრება. მისივე განცხადებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტში შესვლა არ განიხილება თუ არ იქნება პოლიტიკური...
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა, ადგილობრივი მნიშვნელობის ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანას საავტომობილო გზის 15.4 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, არსებული გზა ძირითადად გრუნტის იყო, რაც გადაადგილებას მნიშვნელოვნად აფერხებდა. მათივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში გზის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. „განახლდა ხელოვნური ნაგებობები, მოეწყა კიუვეტები და გაბიონები, მდ. ძამაზე ახალი სახიდე გადასასვლელი აშენდა. ასევე მოეწყო ადგილობრივ გზებთან მიერთებები, ადგილობრივი შესასვლელები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნების. სარეაბილიტაციო...
ბათუმი პირველი ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც საბავშვო ბაღებში ენერგოეფექტურობის ევროპული სტანდარტები დაინერგება და აღიჭურვება შესაბამისი ენერგოდამზოგავი ტექნოლოგიებით. ბათუმის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის მერიის, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკისა (KfW) და კონსულტანტი კომპანიის - Fichtner GmbH & Co.KG-ის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა. „ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების მიზნით, პროექტი პირველ ეტაპზე ითვალისწინებს სხვადასხვა უახლესი ტექნოლოგიის ტესტირებას ბათუმის საბავშვო ბაღებში. პროექტის მოსამზადებელ ეტაპზე...
დავაკვირდებით პროცესს და მაქსიმალურად ვეცდებით, ჩვენმა მოქალაქეებმა ახალი წლის თავისუფლად და შესაფერისად აღნიშვნა შეძლონ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განუცხადა. „გამომდინარე იქედან, რომ ჩვენ ერთის მხრივ ვითვალისწინებთ ზიანს, რაც ადამიანის ჯანმართელობას კოვიდინფექციის მასშტაბური გავრცელების შედეგად შეიძლება მიადგეს, ასევე ჩვენი მოქალაქეების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას ვითვალისწინებთ, როდესაც ყველა ახალ წელსა და შობას ველოდებით. ასევე, რა თქმა უნდა, ბიზნესის აქტიურ...
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული დამატებითი შეზღუდვების შესახებ საზოგადოებისთვის ხვალ გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. „ჩვენ დღესაც ვაგრძელებთ კონსულტაციებს ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან, ჩვენ გვაქვს უკვე ორი ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი ეს ინფორმაცია. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომ ის შეზღუდვები, რომელსაც ეპიდემიოლოგები და ექსპერტები...
წინა სტატია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, ჯერჯერობით ხელისუფლების მხრიდან ახალი არჩევნების დანიშვნის თაობაზე მკაფიო და სერიოზული შემოთავაზება არ ყოფილა. როგორც მან აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში, შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, „პატრიოტთა ალიანსი“ სინდისიდან გამომდინარე მოქმედებს და ზეგავლენას არავითარ შემთხვევაში არ დაექვემდებარება. „ჯერ აყალბებენ არჩევნებს და მერე იწყება „დუბინკები“. ეს რომ არ მოხდეს, მე ვმოქმედებ ჩემი შინაგანი სინდისიდან გამომდინარე. არავითარ შემთხვევაში არ დავექვემდებარები არავითარ ზეგავლენას,...
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის რეზიდენციაში ოპოზიციური პარტიების ლიდერებთან ინდივიდუალური შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრას ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელიც ესწრება. როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, ისინი ბიძინა ივანიშვილისგან არჩევნების ახალი თარიღის დანიშვნას ელოდებიან. „ოპოზიციურ პარტიებს ხელი გვაქვს დეკლარაციაზე მოწერილი, რომლის თანახმადაც, არავინ ვაპირებთ ამ გზით შეთითხნილ პარლამენტში შესვლას და ხელახალ არჩევნებს ვითხოვთ. შესაბამისად, ველოდებით ივანიშვილისგან ახალი არჩევნების თარიღს და...
წინა სტატია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, თბილისის მეტროპოლიტენს 250 მემანქანე ჰყავს, რომელთაგან დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 20-მდეა ინფიცირებული. ყველა მათგანი შესაბამის მკურნალობას გადის. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახურის უფროსმა ლელა სეთურიძემ განაცხადა, მათ ყველა საჭირო რესურსი გააჩნიათ იმისთვის, რომ თბილისის მეტრომ იმუშაოს სრული დატვირთვით და მგზავრებს გადაადგილებისას დისკომფორტი არ შეექმნათ. მათი განმარტებით, თბილისის მეტროს მემანქანეთა დამოუკიდებელი...
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი საქართველოს რეგიონებში სახელმწიფო რწმუნებულებსა და გუბერნიების სპეციალისტებს შეხვდა. როგორც „ინტერპრესნიუსს” სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს მიმდინარე წელს სხვადასხვა პროგრამის განხორციელების პროცესში წარმოქმნილი სირთულეები და მომავალი წლის პრიორიტეტები. „ორი დღის განმავლობაში ცხრა რეგიონის წარმომადგენლებთან დეტალურად გავიარეთ უკვე განხორციელებული და დაგეგმილი პროეტები. პამდემიის გამო წელს განსაკუთრებული ვითარება იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ოთხივე მიმართულებით, ესაა - რეგიონული განვითარებისა...
ქალაქ წყალტუბოს გენერალური გეგმის კონცეფციის შემუშავებაზე ჩატარებულ კონკურსში გამარჯვებული შპს „ბაუ დიზაინი“ გახდა. როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, საუკეთესო წინადადების მქონე კომპანია სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი სისტემის მიერ დადგენილ პრეტენდენტებს შორის საკონკურსო კომისიამ გამოავლინა. „კონკურსში სულ სამი კომპანია მონაწილეობდა - შპს „ბაუ დიზაინი“, შპს „არტსტუდიო-პროექტი“ და შპს „დისტანციური ზონდირებისა და გეოინფორმაციული სისტემების საკონსულტაციო ცენტრი გეოგრაფიკი“. წყალტუბოში კურორტის გენგეგმის კონცეფციის საკონკურსო წინადადებების...
თერჯოლის მერიის თანამშრომლებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. მერია ამ დროისთვის დისტანციურ რეჟიმზე მუშაობს. ამასთან, თვითიზოლაციაში იმყოფებიან მერიის ის თანამშრომლები, რომელთაც ინფიცირებულებთან ჰქონდათ შეხება.
გორში სხვადასხვა ქუჩაზე, დაახლოებით, 4,5 კმ-იანი ველობილიკი მოეწყობა. გორის მერიაში ამბობენ, რომ ველობილიკის მოწყობა, ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და ჭალის დასახლებაში რაგბის სტადიონამდე გაგრძელდება. "ველობილიკი ეთნოგრაფიული მუზეუმის მიმდებარედ იწყება და გაივლის 26 მაისის სანაპიროს, ახალბაღს, გურამიშვილის ქუჩას, ახლად რეაბილიტირებულ ბარნოვის ქუჩას, ძმები რომელაშვილების ქუჩას, ფერაძის ქუჩას. ფერაძის ქუჩიდან ველობილიკი ორ შტოდ, თამარ მეფისა და სარაგბო კომპლექსის მიმართულებით გაგრძელდება", - ამბობენ მერიაში

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ