საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ბაკურიანის სამგზავრო ავტობუსების შესყიდვაზე ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) დაფინანსებით ხორციელდება და 10 სამგზავრო ავტობუსის შეძენას ითვალისწინებს. სამინისტროს ცნობით, გარდა სამგზავრო ავტობუსებისა, ფონდს დაგეგმილი აქვს ბაკურიანისთვის თოვლის საწმენდი, სათხილამურო ტრასების მოსაწესრიგებელი, მყარი ნარჩენების მართვის და საცობების პრევენცია/განეიტრალებისთვის საჭირო ტექნიკის შეძენა.
თბილისის მერმა კახა კალაძემ გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) პროექტის "ბავშვზე მორგებული ქალაქები“ ფარგლებში, კიოლნის დეკლარაციას მოაწერა ხელი. დეკლარაცია მიზნად ისახავს ბავშვთა ცხოვრების, შესაძლებლობებისა და კეთილდღეობის დონის გაზრდას ქალაქებში. თბილისის მერიის ცნობით, გერმანიის ქალაქ კიოლნში, 15-18 ოქტომბერს, ბავშვთა მეგობრული ქალაქების პირველი საერთაშორისო სამიტი გაიმართა, რომელზეც აღნიშნულ დეკლარაციას მსოფლიოს 40 ქვეყნის 100-ზე მეტი ქალაქი შეუერთდა. სამიტი, UNICEF-ისა და ქალაქ კიოლნის მერიის მიერ...
თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ, ნაკადების მართვის ჭკვიან სისტემასთან დაკავშირებით, მედიასთან კომენტარი გააკეთა. მისი განმარტებით, დედაქალაქის მერია, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს პროექტს, რაც ჭკვიანი შუქნიშნების მოწყობას ითვალისწინებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, შუქნიშნებზე მოხდება დეტექტორების მონტაჟი, ელექტრონული პროგრამა ავტომატურ რეჟიმში მიიღებს ინფორმაციას, დროის კონკრეტულ მონაკვეთში ნაკადების მოცულობასთან დაკავშირებით, რის შედეგადაც მოხდება ნაკადების ოპტიმალური მართვა. ”დღეს პატრულ-ისპექტორები ცალკეულ ადგილებზე არიან განლაგებულები და ფიზიკურად...
რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ბერძენიშვილი ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ერთობლივად აიღონ ვალდებულება, რომ 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის აღადგენენ თვითმმართველ ქალაქებს და სხვა ქალაქებსაც მიანიჭებენ თვითმმართველის სტატუსს. ამის შესახებ მან facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. ის, ასევე, აცხადებს, რომ, თუ პოლიტიკური პარტიები მზად იქნებიან ორდონიანი თვითმმართველობის რეფორმაზე, რესპუბლიკური პარტია მათ საკუთარ კონცეფციას შესთავაზებს. ბერძენიშვილი იმედს გამოთქვამს, რომ სფეროს...
უცნაური ამბავი დაემართა მსოფლიო დემოკრატიას - არჩევითი ორგანოების, გამჭვირვალობის, ღია მმართველობისა თუ მაღალი სამოქალაქო კონტროლის მიუხედავად, ბოლო წლებია, მოქალაქეთა ინტერესებზე მორგებული პოლიტიკის გატარება და ადამიანების გადაწყვეტილებების მიღებაში ჩართვა სულ უფრო პრობლემური ხდება. არადა, თითქოს მზარდი დემოკრატიის პირობებში, პირველ რიგში, სწორედ მოქალაქეთა ინტერესების ადეკვატური ასახვა უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხშირად არჩევითი ორგანოები სხავადასხვა ბიზნეს-სტრუქტურისა თუ მსხვილი ლობისტური ჯგუფების გავლენის ქვეშ ექცევიან, ხდებიან...
თბილისში სატრანსპორტო ნაკადების მოსაწესრიგებლად ქუჩებზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟების დგომა მერიის დირექტივის შესაბამისად განხორციელდება. ამის შესახებ თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის სხდომაზე ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, სამომავლოდ, შესაძლოა, კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიიღოს პატრულმა „ქუჩების გაჭედვის“ დროს და მერიის დირექტივის ქვეშ მოექცნენ საპატრულო ეკიპაჟები. "ჩვენ წავედით იმ მიმართულებით, რომ თუ ახლა 112-ში კონტრაქტორი...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. როგორც მერიაში აცხადებენ, პროექტის ფარგლებში, გაფართოვდა საკონცერტო დარბაზი და მოეწყო შენობის თბოიზოლაცია. "პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებამ 277 988 ლარი შეადგინა და შპს "ლაგი-მ" შეასრულა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსდა", - განმარტავენ მერიაში.
ბათუმის მერია ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიის  რეაბილიტაციისთვის  მილიონ 949 ათას ლარს ხარჯავს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით,  ტერიტორიაზე  ფილები უნდა აიღონ და ბეჭდური ბეტონი დააგონ. საუბარია 14 ათას 500 კვადრატულ მეტრზე. რატომ იხარჯება  ყოველწლიურად სოლიდური თანხები  აღნიშნული სამუშაოებისთვის? მერიის შესაბამის სამსახურში ირწმუნებიან, რომ გასულ წლებში დახარჯული თანხები მიზერულია. არადა, საპირისპირო ინფორმაციაა განთავსებული ქალაქის მერიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. აქ წერია,...
ხონში მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციისა და გერმანული ორგანიზაციის "BWMV.e.V." ერთობლივი ძალისხმევით მოსწავლე-ახალგაზრდობის ცენრტის ბაზაზე "ვეტერინარული სკოლა" იხსნება. "პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს რეგიონში მცხოვრები 19-დან 29 წლამდე ასაკის 15 ახალგაზრდა. მოკლევადიანი სასწავლო კურსი 1 ნოემბერს დაიწყება 3 თვე გაგრძელდება. სწავლა განხორციელდება პროფესიულ განათლებაში აპრობირებული დუალური მეთოდის გამოყენებით. პროექტის მხარდამჭერია ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს ხონის საინფომაციო-საკონსულტაციო ცენტრი. https://www.facebook.com/561380547210987/photos/a.561381470544228/3031850613497289/?type=3&theater
20 ოქტომბერს, 11:00 საათიდან-19:00 საათამდე, „სამოქალაქო ბიუჯეტის“ საფუძველზე შემოსული საპროექტო ინიციატივების ფარული კენჭისყრა გაიმართება, - აცხადებენ ზუგდიდის მერიაში. "ენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს (თან იქონიონ პირადობის მოწმობა) და 14-დან 18 წლამდე მოქალაქეებს (მოქალაქე ვალდებულია თან იქონიოს პირადობის ან დაბადების მოწმობა და ახლდეს ერთ-ერთი მშობელი ან მეურვე პირადობის მოწმობასთან ერთად), რომლებიც შესაბამის არეალში ცხოვრობენ (ქალაქის სამაჟორიტარო ზონების მიხედვით)",...
წინა სტატია ქობულეთში, მუხაესტატეს საზოგადოებრივ ცენტრში,​ სოფელ ცეცხლაურის მოსახლეობის, ნაგავსაყრელის მშენებელი კომპანიის, აჭარის მთავრობისა და აჭარის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს. შეხვედრა დაწყებიდან რამდენიმე წუთში მედიისთვის დაიხურა. შეხვედრის შემდეგ კი  ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ ისინი  უკმაყოფილო იყვნენ, რადგან კითხვებზე დაზეპირებული პასუხები მიიღეს. "შეხვედრაზე დაზეპირებული პასუხები გაგვცეს, რომ ყველაფერი არის იდეალურად, ლამაზ ფერებში და არასახიფათო ნაგავსაყრელია. რომც ავფეთქდეთ...
სოციალური საწამო გეგუთში, სადაც ყოფილი პატიმრები რესოციალიზაციას გადიან. სოციალური საწარმო "აგამა-ში" დასაქმებულებს შორის ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრებიც არიან, რომლებიც პროექტის ფარგლებში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით გადაამზადეს. წყალტუბოს მერიის ინფორმაციით, საწარმოში სასათბურე პირობებში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ეკოლოგიურად ჯანსაღი კენკროვანი კულტურები მოჰყავთ და მზა პროდუქციას მურაბებისა და კომპოტების სახით აწარმოებენ, პროექტი ფონდ "აფხაზინტერკონტმა" ევროკავშირის დაფინანსებით განახორციელა, წარმოებული პროდუქციის რეალიზება კი, ამ...
ბაღდათის მუნიციპალიტეტში ობჩა-როდინაულის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რომელსავ კომპანია "C&K- ტექნოლოგი" აწარმოებსს, 3 023 129 ლარს შეადგენს. "ობჩა-როდინაულის გზით ერთმანეთს ორი მუნიციპალიტეტი უკავშირდება. ამასთან, გზას, დაახლოებით, 3 000-მდე ადამიანი იყენებს. სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 5 270 მეტრს შეადგენს და მის კაპიტალურ რეაბილიტაციას მუნიცპალური განვითარების ფონდი აფინანსებს", - განმარტავენ ბაღდათის მერიაში.
რუსთავში, ყველა ბაღთან, აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეების თქმით, "სოკარ გაზმა" ახალი რეგულაციების მიხევით, მიიღო გადაწყვეტილება, ბაღებისთვის ბუნებრივი აირი შეეზღუდა, რის გამოც აღსაზრდელებს საკვებისა და გათბობის გარეშე დარჩენა ემუქრებოდათ. ინფორმაციას ინფორუსთავი ავრცელებს. #1 ბაღთან იმყოფებოდა რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ეკა ხუციშვილი, ქალაქის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი და ადგილობრივი თვიმმართველობის წარმომადგენლები. "ინფო რუსთავთან" საუბრისას, ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა განაცხადა, რომ...
წინა სტატია ცენტრალური მოედნის რეკონსტრუქცია ნოემბრის თვეში დასრულდება. "ქალაქის ცენტრალური მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის ფარგლებში, აღმაშენებლის მოედანზე, ავტოსაგზაო კვანძის გაუქმების გარეშე, დასასვენებელი პარკი მოეწყობა. განახლებულ ტერიტორიაზე სხვადასხვა ტიპის და სტრუქტურის ინვენტარი განთავსდება. დამონტაჟდება განათების სისტემა. ახალი სივრცე ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის", - აცხადებენ მერიაში. ამასთან, როგორც კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, პროექტის ფარგლებში ძირითადი სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს, ხოლო სრული რეაბილიტაცია...
პრემიერმინისტრის ადმინისტრაციამ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატს კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანების ყოფილი დირექტორის საჩივრის განხილვა დაავალა. ამის შესახებ ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. მაია სამიტაშვილმა, საჩივრით, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, 25სექტემბერს მიმართა. "მიმართვის შემდეგ, ძალიან სწრაფად მივიღე პასუხი, რომ საკითხის შესწავლა დაიწყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ სასამართლო წესით საქმეს მოვიგებ. ამიტომ მივმართე პრემიერს, რომ სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, მშვიდად მუშაობის საშუალება მქონდეს," - განაცხადა სამიტაშვილმა. კახეთის...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ