ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში ათ ვაკანტურ პოზიციაზე 199 განაცხადი შევიდა. მათგან მომდევნო ეტაპისთვის მხოლოდ 37 განაცხადი შეარჩიეს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიაში საჯარო მოხელის შესარჩევად გამოცხადებულ კონკურსში, განცხადებების მიღების ვადა 27 სექტემებრს ამოიწურა. 10 ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადი 102-მა ადამიანმა შეიტანა. მათ შეეძლოთ განაცხადი ერთზე მეტ პოზიციაზე გაეკეთებინათ, შესაბამისად, მერიაში სულ 199 განაცხადი შევიდა. თვითმმართველობის ინფორმაციით, გადარჩევის შედეგად, მეორე ეტაპზე 29 პირის...
წინა სტატია 18 ოქტომბერს ადიგენში, სოფელ ზარზმაში, 150 მოსწავლეზე გათვლილი ახლადრეაბილიტირებული სკოლა გახსნეს. ადიგენის მერიის ინფორმაციით, სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. "სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში გარემონტდა საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული დარბაზი, სპორტული მოედანი და კეთილმოეწყო ეზოს ტერიტორია. ასევე, მოეწყო გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები. სკოლა ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. რეაბილიტაციისათვის მუნიციპალური განვითარების ფონდიდან 1 100 000 ლარი გამოიყ", - განმარტავენ მერიაში.
ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩების რეაბილიტაცია, ხელშეკრულების მიხედვით, 22 ოქტომბერს უნდა დასრულებულიყო. თუმცა როგორც მერიაში განმარტავენ პროექტის მიმდინარეობისას გამოიკვეთა „გაუთვალისწინებელი სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა“, რამაც პროექტის დასრულების ვადა გადაწია. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, სამუშაოების შეფერხება საკანალიზაციო სისტემის პრობლემამ გამოიწვია. "რუსთაველის ქუჩის ერთ-ერთ მონაკვეთზე საჭირო გახდა ახალი საკანალიზაციო სისტემის მოწყობა, რომელიც წყალმომარაგების კომპანიამ განახორციელა. გზის გარკვეულ მონაკვეთზე შეიცვალა საკანალიზაციო...
წინა სტატია სტატიის გაგრძელება "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ 4%-იანი წილის მფლობელი ჰოლანდიური კომპანია Van Oord-ი გახდა. "ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, თანხა, რომლის სანაცვლოდაც Van Oord-ი კონსორციუმის 4%-იანი წილის მფლობელი გახდა, დაახლოებით, 5 მილიონი დოლარია. თავის მხრივ, "ინტერპრესნიუსს“ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს, რომ მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ Van Oord -ისთვის აქციების მიყიდვის ნებართვა მისცა, რის შესახებაც სსიპ ანაკლიის ღრმაწყლოვანი განვითარების სააგენტომ კონსორციუმს უკვე აცნობა ცნობისთვის, კონსორციუმმა...
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიური ნაგავსაყრელების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო ავრცელებს, წერს რადიო მოზაიკა. "სოფელ ზერტში დასუფთავდა სამი სტიქიური ნაგავსაყრელი. თვითნებურად დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა მოხდა სოფელ კვარხეთიდან. ნაგავსაყრელად ქცეული ტერიტორიები დასუფთავდა ასევე მეჯვრისხევში, ფაბრიკის დასახლებაში, თორტიზაში და ხელთუბანში", - წერს სააგენტო.  სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, დასუფთავების სამსახური აღნიშნული მიმართულებით სამუშაოებს გააგრძელებს ყველა იმ სოფლებში, სადაც...
გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 2020 წლის ბიუჯეტში გასათვალისწინებელ საკითხებზე იმსჯელეს. ფრაქციის წევრები მუნიციპალიტეტის ახალ ფინანსურ დოკუმენტში თანადაფინანსების პროგრამას განახლებული ვერსიით განიხილავენ. "შეხვედრაზე ვისაუბრეთ თანადაფინანსების პროგრამის გამჭვირვალეობაზე. ვფიქრობთ, აუცილებელია ცვლილებები შევიტანოთ გაცემის პროცედურებში, დამატებული იქნება გარკვეული საკითხები მეტად გამჭვირვალეობის მიზნით. ახალი წლის ბიუჯეტის დამტკიცებამდე დოკუმენტი მზად იქნება", - ამბობს მიშა გოგინაშვილი.
წინა სტატია შემდეგი სტატია შატილში, რამდენიმე დღის წინ დამწვარი სკოლა-პანსიონის 8 მოსწავლემ სწავლა დროებით ამბულატორიის ახალრეაბილიტირებულ შენობაში გააგრძელა. მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მოსწავლეები და მათი პედაგოგები საჭირო სასკოლო ინვენტარით უკვე უზრუნველყო. მათივე ცნობით, ვითარების რეგულირების პროცესში ჩართულია მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად. "საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადებით, შატილში დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება. სამშენებლო სამუშაოები,...
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე გაიმართა. ოპოზიციამ საკრებულოში თავმჯდომარის თანაშემწის შტატის დამატება გააპროტესტა. მათი თქმით, სხვადასხვა თანამდებობაზე ადამიანების დანიშვნა პოლიტიკური ნიშნით ხორციელდება. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. ამასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე მივიდა ტრანსფარანტებით: "გახარია წადი“, "შეწყვიტეთ რეპრესიები“. „საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი კაკულია მიჩვეულია რიგგარეშე სხდომების ჩატარებას და დანიშვნას პირადი ინეტერესებიდან გამომდინარე. საკრებულოს დაემატა ერთი შტატი კულტურის დარგში და...
გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის გამოკითხვის მიხედვით, ორი წლის განმავლობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს, მხოლოდ 8,4 % შეხვდა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.  კითხვაზე, "ყოფილა თუ არა თვითმმართველობის წარმომადგენელი თქვენს სამეზობლოში?", გამოკითხულთა 90,8 % უარყოფითად პასუხობს. მუნიციპალიტეტის მუშაობაში მოსახლეობის ჩართულობის ინტერესის მაჩვენებელი 7.9 % -ია. გამოკითხულთა 59.2 % ამბობს, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მუშაობაში და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვა არ აინტერესებს. მოსახლეობის მხრიდან ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობისადმი...
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი ინიციატივებიდან 10 პროექტი შეარჩია. ამის შესახებ ინფორმაციას ნიუპრესი აქვეყნებს. შერჩეული პროექტისთვის საჯარო ხმის მიცემა volis.kutaisi.gov.ge-ზე 8 ნოემბერის ჩათვლით გაგრძელდება. მერიის ინფორმაციით, საჯარო ხმის მიცემის შედეგად გამოვლენილი 3 ყველაზე მაღალქულიანი პროექტის დაფინანსება  ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტში შევა. რაც შეეხება მრჩეველთა საბჭოს მიერ ღია კენჭისყრის შედეგად შერჩეულ პროექტებს, მაშ შორის წარმოდგენილი საკითხები ქუთაისის იერ-სახესა   და...
რა ოკუპაციას, - ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობა „რუსეთი ოკუპანტიას“ წევრებმა, მოქალაქეებმა და პილიტიკოსებმა აქცია გამართეს. ამის შესახებ ნიუპრესი წერს.  აქციის მონაწილეებმა მესხიშვილის თეატრში მოსკოვის „ნიკიტკის კარიბჭის“ თეატრის გასტროლები გააპროტესტეს. მათი თქმით, მიუღებელია მოსკოვის თეატრის სტუმრობა, იმ ფონზე, როდესაც ქვეყნის 20% ოკუპირებულია და ოკუპაცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებმა მოსკოვის თეატრს წითელი ბართები უჩვენეს და მათგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს. აქცია სპექტაკლის პარალელურად გაიმართა. "წითელი ბარათი მესხიშვილის...
ერთი წლის წინ საზეიმოდ გახსნილი თეთრი ხიდი კვლავ  რეაბილიტაციას საჭიროებს. დაზიანებული და საღებავგადაცლილია რკინის ფილები. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. მერიამ ხიდზე ხარვეზების გამოსწორება გასული წლის ბოლოს დააანონსა, თუმცა,  10 თვის შემდეგ ტენდერიც კი არ გამოცხადებულა. მერიას  ახლა შპს „ალმა რუსთან",  რომელმაც ხიდის სარეკონსტრუქციო სამუშაოები უხარისხოდ შეასრულა, სასამართლო დავა აქვს. ადგილობრივ თვითმმართველობაში ამბობენ, რომ ჯერ სასამართლო უნდა დასრულდეს და  სამუშაოები ამის...
გუდამაყრის ხეობაში ფართოზოლოვანი სათემო ინტერნეტი გაეშვა, ხოლო სრულად ნოემბერში დაიფარება. აღნიშნული შესაძლებელი გახდა ფშავ-ხევსურეთისა და გუდამაყრის სათემო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კოორდინაციით სხვადასხვა ორგანიზაციის ჩართულობით მიმდინარეობს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის ნიკოლოზ ალავიძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს მაღალმთიანი რეგიონების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. ამისთვის, მისი თქმით, ხორციელდება მრავალრიცხოვანი პროექტები, რომლის ერთ-ერთ მაგალითს...
ახალციხის მერის მრჩევლის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს, - ნათქვამია 'საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" კვლევაში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ. "ინფრასტრუქტურის საკითხებში ახალციხის მერის ზაზა მელიქიძის მრჩევლის გელვასი გელაძის კომპანია „მშენებელი 2004“ ახალციხის მუნიციპალიტეტების ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს2014 წლიდან დღემდე, ანუ მას შემდეგ, რაც გელაძე თვითმმართველობაში თანამდებობაზე დაინიშნა, მისი კომპანიის შემოსავლებმა 4 096 286 ლარი შეადგინა, საიდანაც 1...
საქართველოს მელიორაციამ ახმეტის მუნიციპალიტეტში, ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის სათავე ნაგებობის რეაბილიტაცია დაასრულა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, რეაბილიტაცია სათავე ნაგებობის ზედა და ქვედა ბიეფზე არსებულ სარეგულაციო კედლებს ჩაუტარდა; შეკეთდა სათავე ნაგებობის წყალმიმღები კამერა და სწრაფმდენი; რკინაბეტონის პერანგით გაძლიერდა დაზიანებული სათავე ნაგებობის განაპირა და შუალედი ბურჯები; ფარების მართვა აღიჭურვა დისტანციური მართვის სისტემით და კონტროლდება ვიდეო კამერების საშუალებით, რაც საშუალებას...
„ქართუმ“ ინტერნეტიზაციის პროექტი დაანონსებული $150 მილიონის ნაცვლად, ჯერჯერობით, 3 მილიონი ლარით დააფინანსა. 3 მილიონი ლარის პროექტში დახარჯვის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „იმედის კვირაში“ გაჟღერდა. ჟურნალისტის ინფორმაციით, აღნიშნული თანხა გერმანულ კომპანიას გადაუხადეს, რომელმაც გამოიკვლია რომელ ქალაქებსა თუ სოფლებში იყო ინტერნეტზიაციის საჭიროება. „ფონდი "ქართუ" ყოველთვის გვერდში ედგა სახელმწიფოს და იქ ეხმარება, სადაც მას უჭირს და არ აქვს შესაბამისი სახსრები. შემდგომ, როცა სახელმწიფოს გაუჩნდა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ