რეორგანიზაციის შედეგად, სამსახურიდან გათავისუფლებულ ვეფხია სამსონიძეს და ახალციხის ციხის დირექტორს, სააპელაციო სასამართლომ მორიგება შესთავაზა. ააიპ–ის ხელმძღვანელი შეთანხმებაზე უარს ამბობს. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
სასამართლო პროცესი თბილისში გუშინ, 23 იანვარს უნდა ჩატარებულიყო თუმცა გადაიდო.
გადაიდო რადგან პროცესზე ახალციხის ციხის დირექტორი არ იმყოფებოდა, მარტო იურისტი ვერ გადაწყვეტდა. მორიგებას თუ დავთანხმდებით მხოლოდ თანხის ნაწილში, შეიძლება უარი ვთქვათ განაცდური საათების ანაღაურებაზე. ძირითადი მოთხოვნა უვადო სამსახურია“,...
ა/ო ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), მარნეულის სოფელ ხიხანში აჭარიდან ჩასახლებული ეკომიგრანტებისთვის სასოფლო-სამეურნეო მიწების რეგისტრაციას ითხოვს. ინფორმაციას აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ სოფელში უმძიმესი სოციალური და ეკოლოგიური პირობებია: მოსახლეობას არ აქვს სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, არ არსებობს სარწყავი წყლის სისტემა, სოფელს შეზღუდულად მიეწოდება სასმელი წყალიც, შემოგარენი დაბინძურებულია საყოფაცხოვრებო ნარჩენებით, რის გამოც ყოველდღიურად იხოცება მსხვილფეხა...
წინა სტატია
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში სულ ექვსი ფრაქციაა. 2019 წელს წარმომადგენლობით ორგანოს ინიციატივით მხოლოდ ორმა ფრაქციამ მიმართა - "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" და "მრეწველები". ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
ოფიციალური ინფორმაციით, "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ინიციატივა იყო შემდეგი დადგენილების პროექტი - საკრებულოსთან არსებული საზოგადოებრივი დარბაზის დებულების დამტკიცება. ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მწვანე ნარგავების მოვლისა და აღდგენის წესის დამტკიცება.
ფრაქციის მესამე ინიციატივაა, სახელმწიფო და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული...
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ზუგდიდში არსებული, კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსის მქონე, დადიანების ბაღისა და სასახლეთა კომპლექსის შემადგენლობაში შემავალი მიწის ნაკვეთის უკანონოდ პრივატიზების ფაქტზე საქართველოს ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა დამენია დამნაშავედ ცნო.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2007 წლის 15 ნოემბერს საქართველოს ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ კ.დ-მ, რომელიც კურირებდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითხებს და უშუალოდ...
ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების 2020 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურული პროგრამების შესახებ ინფოგრაფიკები ინივაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრმა - "პროგრესის სახლმა" მოამზადა.
ოზურგეთი:
ჩოხატაური:
ლანჩხუთი:
მთავრობა 2025 წლისთვის ინტერნეტიზაციისთვის 1.6 მლრდ ლარამდე ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს, - ამის შესახებ ნათქვამია ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნულ სტრატეგიასა და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმაში. ამის შესახებ ბიზნეს მედია წერს.
მთავრობა ვარაუდობს, რომ ინვესტიციების მოზიდვა ძირითადად, კერძო სექტორიდან არის მოსალოდნელი.
კერძოდ, სტრატეგიაში ნათქვამია: „სტრატეგიული ამოცანების მიღწევა გულისხმობს სამართლებრივი და მარეგულირებელი ინტერვენციების ერთობლიობას, რომელსაც მოყვება ბაზრის შემდგომი გახსნა და ინვესტიციების მოზიდვა....
წინა სტატია
შემდეგი სტატია
ყვარლის მუნიციპალიტეტის ბაღებს, რომლებმაც 20 იანვრიდან ხორცის მიწოდება შეუწყდა, პრობლემა ორშაბათიდან მოგვარდება. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაზა ზაუტაშვილი ამბობს, რომ გამოვლენილია ახალი კომპანია, რომელიც ბაღებში ხორცპროდუქტების მიწოდებას მომავალი კვირიდან უზრუნველყოფს.
"გასული წლის 24 დეკემბერს გამოვაცხადეთ ტენდერი, კომპანიამ გაიმარჯვა, თუმცა შესაბამისი დოკუმენტაცია არ ატვირთა, რის გამოც მივიღე გადაწყვეტილება და აღნიშნულ კომპანიას მივეცით დისკვალიფიკაცია. ეს პრობლემა ორშაბათიდან მოგვარდება, რადგან...
წინა სტატია
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი აცხადებს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ყველაფერი გაკეთდება, რათა ანაკლიის პორტის პროექტი შედგეს. ამასთან, მინისტრის მოადგილე ამერიკელი კონგრესმენების კრიტიკულ წერილს კომუნიკაციის უზუსტობას უკავშირებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
როგორც მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებს საკითხის კომენტირებისას განუცხადა, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების შეწყვეტის მიუხედავად, ანაკლიის პორტის პროექტი პრიორიტეტულია.
"იცით, რომ არაერთხელ მოხდა კონსორციუმისთვის ვალდებულებების გადავადება, რათა მათ მოეხერხებინათ მშენებლობის...
წინა სტატია
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორის ე.წ. გამშვები პუნქტი დროებით და მხოლოდ პენსიონერებისთვის გახსნა. ოკუპირებული რეგიონიდან ხუთი თვის განმავლობაში პირველად სამარშრუტო ტაქსი გამოვიდა. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
„რაზდახანის“ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მიკროავტობუსით გადავიდა ათამდე პენსიონერი. ე.წ. საზღვარზე გაატარებენ კიდევ რამდენიმე ათეულ მოქალაქეს, რომლებსაც ე.წ. საშვი აქვთ.
პენსიონერების გარდა, დე ფაქტო ხელისუფლებამ ე.წ. საზღვრის გადაკვეთის უფლება...
აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ წლის ანგარიში წარადგინა. ღონისძიებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილთან ერთად დაესწრო.
"2019 წელი გამორჩეული იყო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის. ძალიან ეფექტურად იქნა ჩატარებული როგორც ნარინჯისფერი რთველი, ასევე ის ღონისძიებები, რომელიც ეხმარება ჩვენს ფერმერებს. სოფლის მეურნეობა ტურიზმთან და მწვანე პოლიტიკასთან კონტექსტში უნდა განვავითაროთ. მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს სოფლის მეურნეობის...
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის განცხადებით, წყალტუბოს მასშტაბური რეაბილიტაციის პროექტის დაანონსებამ ისეთი სერიოზული რეზონანსი გამოიწვია, რომ შედეგი უკვე არსებობს. როგორც შალამბერიძემ განაცხადა, წყალტუბოსთან დაკავშირებით ინტერესს უკვე არაერთი ინვესტორი გამოთქვამს.
"ეს ის პროექტია, რომელსაც შეიძლება ითქვას, რომ შედეგი უკვე განხორციელებამდე აქვს. წყალტუბოსთან დაკავშირებით არაერთი ინვესტორი გვიკავშირდება და გამოთქვამს ინტერესს, ასევე გაიზარდა ინტერესი მთლიანად რეგიონის მიმართ. ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ევროპის ისტორიული თერმული ქალაქების ასოციაციის დირექტორატის...
შემდეგი სტატია
თელავის წყლის სისტემის რეაბილიტაციის პირველი ნაწილის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ქალაქის წყალმომარაგების გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილი პროექტები გააცნო მოსახლეობას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის მოადგილემ ზაზა სიხარულიძემ კახეთის გუბერნატორის მოადგილესთან და ქალაქ თელავის მერთან ერთად.
ადგილობრივებთან შეხვედრისას ქალაქ თელავის წყლის მიწოდების კუთხით გრაფიკის გაუმჯობესებაზეც ისაუბრეს.
კომპანიის მენეჯმენტმა ადგილობრივებს კიდევ ერთხელ მიაწოდა დეტალური ინფორმაცია პირველი ნაწილით გათვალისწინებულ იმ სამუშაოებთან დაკავშირებით,...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.
"ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის...
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ სეხნიაშვილი ანანურის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ციხისსოფელში იმყოფებოდა, სადაც მზის პანელები დამონტაჟდა და სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა გაიჭრა.
დუშეთის მერიის ინფორმაციით, მზის პანელის სიმძლავრე 1 500 ვატია, რაც საკმარისია ერთდროულად რამდენიმე მოწყობილობის (სახლის განათება, ტელევიზორი, მაცივარი და სხვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა) ჩასართავად. ადგილობრივი მოსახლეობა მზის უსაფრთხო და უფასო ენერგიით სარგებლობს.
მერიის ცნობით, მთავრობის განკარგულების მიხედვით, პროექტის ფარგლებში ხორციელდება ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი...
წინა სტატია
ქუთაისის ელექტრომობილების ქარხანა პირველ ელექტრომობილს მიმდინარე წლის აგვისტოში გამოუშვებს, - ამის შესახებ სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადგილზე უნდა მოხდეს სათადარიგო ნაწილების წარმოებაც.
"ელექტრომობილები, რომელსაც ქუთაისის ქარხანა აწარმოებს, გავა ექსპორტზე, ასევე მოემსახურება ადგილობრივ ბაზარს და დარწმუნებული ვარ, ძალიან პოპულარული იქნება. წარმოება იქნება ისეთი, რომ ქართული ბაზარი არ ეყოფა, დასრულებიდან პირველ ეტაპზე წარმოებული იქნება 5000 ელექტრომობილი, თუმცა შემდეგ ეტაპზე ეს რიცხვი...
სვანეთის ეთნოგრაფიულ მუზეუმში დაცული ექსპონატების კატალოგს გამოსცემენ. მესტიის მერიის მიერ გამოცხადებული სატენდერო პირობების მიხედვით, კატალოგი ქართულ და ინგლისურ ენებზე, 500-500 ცალი ოდენობით დაიბეჭდება. ამის შესახებ ლაივპრესი წერს.
შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 38 ათას 200 ლარია.
მომსახურების გაწევა 2020 წლის 15 მარტამდე უნდა განხორციელდეს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































