„ლელო საქართველოსთვის“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე საპარლამენტო არჩევნებში კენჭს საბურთალოს მაჟორიტარულ ოლქში იყრის. ამის შესახებ ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ საბურთალოს რაიონის მცხოვრებლებმა იგრძნონ, რომ მათი წარმომადგენელი პარლამენტში იზრუნებს არა მხოლოდ რაიონის, არამედ მთელი ქვეყნის პრობლემების მოგვარებასა და კრიზისის დაძლევაზე.
„საბურთალოს საარჩევნო ოლქი იქნება ის ადგილი, სადაც დაიწყება ამ ქვეყანაში აუცილებელი ცვლილებების განხორციელება. ეს გადაწყვეტილება მიღებულია...
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში საცხოვრებელ სახლებს კიდევ 71 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის.
„თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება. მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს...
წინა სტატია
შემდეგი სტატია
განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დაკავებული წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თემურ ღვინჯილია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. ამის შესახებ მისი უფლებადამცველი ბაჩუკი ყურაშვილი აცხადებს.
საკრებულოს თავმჯდომარის უფლებადამცველის ინფორმაციით, თემურ ღვინჯილია ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს, ხოლო მეორე მასთან ერთად დაკავებული მათე ღვინჯილია ბრალს ნაწილობრივ აღიარებს.
ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი საკრებულოს თავმჯდომარე არ...
თბილისის ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე დედაქალაქის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკის კრიტიკოსებს მიმართავს და თბილისის სატრანსპორტო სისტემის განვითარების სტრატეგიას კიდევ ერთხელ განმარტავს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ირაკლი ხმალაძე ტრანსპორტის სფეროში შექმნილი პრობლემებიდან გამოსავალს საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებასა და ინდივიდუალური ტრანსპორტით სარგებლობის შემცირებაში ხედავს.
მისი თქმით, აღნიშნული მიდგომა კერძო ავტომანქანების აკრძალვას არ ნიშნავს, თუმცა იქვე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ კერძო ავტომობილებით გადაადგილების ხელშეწყობა ქალაქის განვითარების ინტერესებს ეწინააღმდგება და...
“ლელო საქართველოსთვის” თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის თქმით, უახლოეს 4 წელში საქართველოში სამუშაო ადგილების რაოდენობა 200 000-ით გაიზრდება და ქვეყანა ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად ჩამოყალიბდება. მან ლანჩხუთის რეგიონალური ოფისის გახსნის დროს „ლელოს“ საპროგრამო მესიჯებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი მოდელით გაორმაგდება ეკონომიკა და გაორმაგდება მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე.
“ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ ბევრი დაპირება, რომ გაგვეზრდება პენსია ან შემოსავალი. ბოლოს ვართ იქ, სადაც ვიყავით....
სტატიის გაგრძელება
გიორგი ვაშაძე, თაკო ჩარკვიანი და „სტრატეგია აღმაშენებლის" ექსპერტები ახალ პოლიტიკურ გაერთიანებას ქმნიან. ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „სტრატეგია აღმაშენებლის" ახალი ბრენდის პრეზენტაციის წარდგენისას განაცხადა.
გიორგი ვაშაძის თქმით, დღეს არის გადამწყვეტი მომენტი იმისთვის, რომ 2020 წელს საქართველოს მოქალაქეებმა გაიმარჯვონ.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი", რომელიც შედგება ამ ეტაპზე სამი სუბიექტისგან. „ახალი საქართველო", „კანონი და...
დღეიდან „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში 64 მუნიციპალიტეტის 190 საჯარო მოსამსახურის გადამზადება დაიწყო.
ტრენინგების მონაწილეებს დღეს დისტანციურად შეხვდნენ სოფო კილაძე, გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასან ხალილი და (USAID) მმართველობისა და სოციალური განვითარების ოფისის დირექტორი ადამ შმიდტი.
„ბავშვის უფლებათა კოდექსის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტებში ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სტრუქტურული ერთეული შეიქმნება, სადაც სოციალური მუშაკი, ფსიქოლოგი, იურისტი და კოორდინატორი იმუშავებს. ბავშვიან ოჯახებს შესაძლებლობა ექნებათ ბავშვთან დაკავშირებული ყველა...
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერობისთვის, სავარაუდოდ, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, მოქმედი მაჟორიტარი, კობა ლურსმანაშვილი იბრძოლებს. ლურსმანაშვილის თქმით, ამ დროისთვის გუნდში მსჯელობა არ ყოფილა, თუმცა მზად არის, გუნდის შეთავაზების შემთხვევაში, მერობის კანდიდატი გახდეს.
მისი თქმით, კარგად იცის ხარაგაულის პრობლემები და აქტიურად მუშაობდა მათ გადასაჭრელად.
ხარაგაული - ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი გასულ წლებში უკვე იყო ხარაგაულის მერი. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ კი პარლამენტში გადაინაცვლა.
"ამ ეტაპზე გუნდში მსჯელობა...
წინა სტატია
სტატიის გაგრძელება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარესა და საკრებულოს აპარატის თანამშრომელს, რომლებიც 25 ივლისს, საოკუპაციო საზღვართან განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვის ფაქტზე დააკავეს, ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.
უწყების ცნობით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინიტროს აფხაზეთის ა/რ პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან...
სტატიის გაგრძელება
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია დააკავეს.
როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ბესიკ ფარცვანიამ განაცხადა, აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაცია მას ახლობლებისგან აქვს და ამ საკითხზე ჯერ რაიმე ოფიციალური ცნობა არ მიუღია.
"მეც ახლა გავიგე. თბილისში ვარ, არ ვარ ადგილზე და დეტალები არ ვიცი, არც რაიმე ოფიციალური ცნობა მიმიღია. თბილისში უნდა ჩამოსულიყო, აქ გვქონდა შეხვედრა. ახლობლებმა დამირეკეს და მითხრეს, რომ დაკავებულია. სხვა არაფერი ვიცი",...
ინფოგრაფიკები მომზადებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის – “პროგრესის სახლის” მიერ
ინფოგრაფიკები მომზადებულია ინოვაციებისა და სამოქალაქო განვითარების ცენტრის - "პროგრესის სახლის" მიერ
საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში კიდევ 741 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადაეცემა. დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ცნობით, აღნიშნული ოჯახები, საქართველოს მასშტაბით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ შენობებში ცხოვრობენ.
ბინების დაკანონების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში არსებულმა კომისიამ მიიღო.
კომისიის გადაწყვეტილება, შუამდგომლობისთვის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გაეგზავნება, რის შემდგომაც, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდება.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, დევნილებისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონება...
ფერმერები, რომლებიც ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებას 10 ჰა-მდე მიწის ფართობზე იღებენ, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ ფარგლებში დაწესებული შეღავათით სარგებლობენ და 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან თავისუფლდებიან.
საქართველოს მელიორაციის ცნობით, 24 ივლისის მონაცემებით, დაწესებული სახელმწიფო შეღავათით 2020 წლის სამელიორაციო მომსახურების გადასახადისგან 10 545 აბონენტი გათავისუფლდა.
„ბენეფიციართა დანაზოგმა 1 557 386 ლარი შეადგინა. გარდა ამისა, სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა...
ალეკო ელისაშვილის არანაირად არ მეშინია, რატომ უნდა მეშინოდეს?,- ასე უპასუხა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „დღის ნიუსრუმი" საბურთალოს ოლქში "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატმა, დავით სერგეენკომ „სამოქალაქო მოძრაობის“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებას,რომ მმართველ გუნდში მისი ეშინიათ და ამიტომ წარადგინეს საბურთალოს ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად დავით სერგეენკო.
„თუ ასე მოხდება, რომ ის ღირსეული მეტოქე იქნება და კონკურენციას გაწევს, ღირსეულ მეტოქესთან ყოველთვის ძალიან კარგია პოლიტიკურ ველში ასპარეზობა. თუმცა, შიშით, არც...
წინა სტატია
20 ივლისს საქართველოს პარლამენტის თავჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ ყოფილი პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში შევიდოდა, თუმცა თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას დღე სრულიად განსხვავებული განცხადება გააკეთა და თქვა, რომ მამუკა ბახტაძე, სავარაუდოდ, „ქართული ოცნების“ პროპორციულ სიაში არ იქნება.
თალაკვაძის თქმით, „ქართულ ოცნებაში“ არ არის მიღებული გადაწყვეტილება იქნება თუ არა საპარლამენტო სიაში მამუკა ბახტაძე.
“მამუკა ბახტაძე არის „ქართული...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































