საქართველოს შეემატება ძალიან მასშტაბური და მრავალფუნქციური ტურისტული ზონა - „ენგურჰესის“ ტურისტული ცენტრი, რომელიც მსოფლიო დონის ატრაქცია გახდება, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა ენგურჰესის ტურისტული ცენტრის პროექტის პრეზენტაციისას განახადა.
ტურისტული ინფრასტრუქტურა 157 ჰექტარზე იქნება გაშლილი, მოეწყობა შემეცნებითი და აღმოჩენათა ცენტრი, სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე, საბაგირო გზა, ღია საკონცერტო სივრცე, სანაოსნო ინფრასტრუქტურა, იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი - 280-მეტრიანი ლიფტი, მდინარე ენგურზე გადასახედები, ასევე -...
გენგეგმას თუ არ მოჰყვება საკანონმდებლო და, განსაკუთრებით, ინსტიტუციური ცვლილებები, ეს იქნება კიდევ ერთი საჯიჯგნი დოკუმენტი, - ამის შესახებ ”პალიტრანიუსის” გადაცემაში ”360 გრადუსი” თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელმა დეპუტატმა, თბილისის მერობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უნდა გაუქმდეს 2009 წელს შექმნილი ზონალური საბჭო, რადგან მისი მუშაობა კორუფციულ გარიგებებთანაა დაკავშირებული. თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის განცხადებით, გენგეგმის თემის გაპიარებით ”ქართული ოცნება” მოსახლეობას ატყუებს, რადგან...
"ევროპულმა საქართველომ" ფოთში მერობისა და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ღონისძიება იუსტიციის სახლის წინ, ხელოვანთა სკვერში გაიმართა.
ადგილობრივ მოსახლეობას პარტიის ლიდერმა დავით ბაქრაძემ მერობის კანდიდატად ვახტანგ დარცმელიძე წარუდგინა. მან შეკრებილებს საარჩევნო პროგრამაც გააცნო და ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრა.
"ჩვენი ამოცანა ამ ქალაქში იქნება, ისევე, როგორც მთელ დანარჩენ საქართველოში, გავზარდოთ პენსია, აღვადგინოთ სოციალური დახმარებები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები...
ორი კვირის წინ, თბილისის ზღვაზე, წყალსადენის ტერიტორიაზე, ე.წ. ჩანჩქერზე, 14 წლის მოზარდი დაიხრჩო. ამ ადგილას ტრაგიკული შემთხვევები ყოველ ზაფხულს ხდება. მხოლოდ შანშან, ოფიციალური სტატისტიკით - 2, არაოფიციალურით კი 5 ადამიანი გარდაიცვალა.
ადგილი, რომელიც დედაქალაქისთვის სიკვდილის ზონად იქცა, წლებია, დაუცველია. მიუხედავად სტატისტიკისა და გარდაცვალების ფაქტების შესახებ გავრცელებული ინფორმაციისა, მოსახლეობა ამ ტერიტორიაზე საბანაოდ მაინც დადის. მხოლოდ გუშინ droa.ge-მ ამ ადგილზე სხვადასხვა ასაკის...
ვარკეთილში მდებარე N163-ე ბაგა-ბაღში შეიცვალა ამორტიზებული წყალ-კანალიზაციის სისტემა; პარალელურად, ბაღის მთელ პერიმეტრზე მოეწყო სანიაღვრე ქსელი, რაც აქამდე არ ყოფილა და რის გამოც ეზოში დაგროვილი წყალი შენობის საძირკველში ჩაედინებოდა, იწვევდა სინესტეს და შენობას ავარიულობის საფრთხეს უქმნიდა. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, ეზოში ასფალტის საფარი დაიგება. ამავე ბაღის შენობას ასევე შეეცვლება სახურავი, განახლდება ფასადი, ეზო და სათამაშო მოედანი.
საყრდენი კედლის მშენებლობა მიმდინარეობს...
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, ბათუმის შემოვლითი გზის 14 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას იწყებს.
პროექტს, ერთობლივად აზიის განვითარების ბანკი (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი (AIIB) აფინანსებენ. პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ახალი შემოვლითი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და...
თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაში რკინიგზის გამოთავისუფლებულ 70 ჰექტრამდე ტერიტორიის განვითარების საკითხია შემოთავაზებული, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს გენგეგმის პროექტის შეფასებისას განუცხადა.
მისივე თქმით, თბილისის გენერალური განვითარების გეგმა შემოვლითი რკინიგზის საკითხსაც განიხილავს.
”პარალელურ რეჟიმში საქართველოს რკინიგზა აკეთებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას, რომელიც ასევე დაკავშირებულია რკინიგზის შემდგომ განვითარებასთან. ეს ორი დოკუმენტი ერთმანეთთან სინქრონში იქნება”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
დღეს თბილისის მერს არ დაუკონკრეტებია,...
მაშინ, როდესაც "ევროპული საქართველოს" წევრები თვითმმართველი ქალაქების გაუქმებას აპროტესტებენ და სხვა პარტიებთან ერთად, პრეზიდენტისგან თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე ვეტოს დადებას ითხოვენ, პარტიის ახალციხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი ახალციხისთვის თვითმმართველი ქალაქის სტატუსის გაუქმებას მიესალმება.
„თემის და ქალაქის გაერთაინება დადებითად მიმაჩნია, ეს ასე იყო აქამდე და ხელისუფლებაც მიხვდა ახლა, რომ ასე უნდა ყოფილიყო“, – აცხადებს ჩიტაშვილი ‘სამხრეთის კარიბჭესთან“.
მისი თქმით, გაყოფით მერიასა და გამგეობაში კადრებისა...
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს საქართველოს პრემიერ მინისტრის 2016 წლის 9 დეკემბრის ინიციატივის პრაქტიკაში განხორციელების მონიტორინგს, რომელიც ეხებოდა საჯარო დაწესებულებების მიერ საბიუჯეტო სახსრების 10%-ით შემცირებასა და შტატების შესაძლო ოპტიმიზაციას. მონიტორინგის ეტაპზე შეფასდა ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციაში, საქალაქო სამსახურებსა და თბილისის მერიისმუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ებში მიმდინარე რეორგანიზაციის პროცესი.
ქალაქ თბილისის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2016 წლის 1 დეკემბრიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში განხორციელდა ორი რეორგანიზაცია, კერძოდ: ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურისა და იურიდიულ...
ახალციხეში, სოფელ ანდრიაწმინდაში სოფლის სახლის მშენებლობა და რემონტი დასრულდა. აქ ამბულატორია, საბავშვო ბაღი და გამგებლის წარმომადგენლის ოთახი განთავსდება.
ანდრიაწმინდაში მცხოვრები პატარები ახალი სასწავლო წლიდან თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ საბავშვო ბაღში ივლიან. კეთილმოწყობილ შენობაში მიიღებენ პირველად სამედიცინო დახმარებას ადგილობრივებიც.
ახალ შენობასთან დაიდგა ფარდული და საკვანძი, ასევე მოეწყო ტერასა და ეზო.
სოფელ ანდრიაწმინდის სოფლის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ შპს „მშენებელი 2004“-მა განახორციელა. პროექტი...
https://www.youtube.com/watch?v=wasJ_MFoM2Y&feature=youtu.be
გორში, ე.წ. კომბინატის დასახლებაში. ანწუხელიძის ქუჩის რეაბილიტაცია და "გიგას სკვერის" მოწყობის სამუშაოები მიმიდნარეობს. ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, 10 წლის გიგამ, ტელევიზია "დიას" საშუალებით ქალაქის მერს მიმართა და კომბინატის დასახლებაში სკვერის მოწყობა სთხოვა. სკვერისთვის გიგას სახელის დარქმევაც სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია.
წყარო: ტელევიზია დია
https://www.youtube.com/watch?v=aXYPe4XmbCQ
ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი პარასკევს, 24 ივლისს შეწყდება. როგორც ა.ი.პ.,, საბავშვო ბაღების გაერთიანებაში“ განმარტავენ, ბაღებში მომუშავე პერსონალი შევებულებაში გადის, ისინი სამსახურს 25 აგვისტომდე დაუბრუნდებიან, რათა მომდევნო სააღმზრდელო წლისთვის მომზადება დროულად და სრულყოფილად შეძლონ.
წყარო: ტვ25
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, ქობულეთის გამგებლობის კანდიდატი სავარაუდოდ აჭარის განათლების მინისტრის მოადგილე მირიან ქათამაძე იქნება.
ქათამაძე ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. “ვერაფერს ვერ დაგიდასტურებთ ამ ეტაპზე. საკითხი არ არის გადაწყვეტილი. ამ ეტაპზე მე ვარ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე. ბევრი საქმე მაქვს და ვაგრძელებ ამ პოზიციაზე მუშაობას. რაც შეეხება კონსულტაციებს, ამ ეტაპზე ვერც დავადასტურებ და ვერც ვუარყოფ” - განუცხადა აჭარის...
ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, ლევან გორგილაძე აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ადასტურებს, რომ შეთავაზება აქვს და ამ საკითხზე მასთან “ქართული ოცნება” კონსულტაციებს მართავს.
“ნამდვილად არსებობს კონსულტაციები, თუმცა გადაწყვეტილი ჯერ არ არის. არის საუბრები ჩემზეც და სხვებზეც. ჩემს გადაწყვეტილებაზე არ იქნება მხოლოდ დამოკიდებული, საბოლოოდ ყველაფერს გუნდი გადაწყვეტს. ისეთი სტილი მაქვს, სადაც საჭირო ვარ, იქ ვარ” - განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლევან გორგილაძემ.
ლევან გორგილაძე ამბობს,...
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, “ქართული ოცნება” თვითმმართველობის არჩევნებზე ბათუმის მერობის კანდიდატად სწორედ სოფლის მეურნეობის მინისტრს, ლაშა კომახიძეს დაასახელებს. კომახიძე გამარჯვების შემთხვევაში გიორგი ერმაკოვს ჩაანაცვლებს.
სოფლის მეურნეობის მინისტრი ამ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურებს. “ამ ეტაპზე ვერაფერს ვერ გეტყვით” - განუცხადა აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ლაშა კომახიძემ.
გიორგი ერმაკოვი მერის თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არჩევნებში გამარჯვება 4 წლის წინ მეორე ტურში მოიპოვა.
წყარო: აჭარის...
ბათუმში მოძრავი 140 ავტობუსიდან 119-ში კონდენცირების სისტემა არ არის. პრობლემის მოგვარება კი როგორც “ავტოტრანსორტში” განმარტავენ, ტექნიკურად შეუძლებელია. თავის დროზე, როცა მუნიციპალიტეტმა ავტობუსები შეიძინა, სატენდერო პირობაში კონდენცირების სისტემა გათვალისწინებული არც იყო.
მგზავრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ზაფხულში მაღალ ტემპერატურაზე ჰაერის ტემპერატურული რეჟიმის გარეშე მოძრაობა დისკომფორტს უქმნის მძღოლებსაც. “უნდა იყოს მოწესრიგებული, გაუსაძლისი მდგომარეობაა, ვერ დაჯდები” - ამბობენ “მთავართან” მგზავრები.
“ბათუმის ავტოტრანსპორტის” დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ამბობს, რომ ტექნიკურად ავტობუსები...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































