პრეზიდენტის მიერ თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსზე დადებულ ვეტოებს მინისტრები აფასებენ. საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის თქმით, საარჩევნო და თვითმმართველობის საკითხები მის კომპეტენციას არ წარმოადგენს და ჩართულიც არ ყოფილა, თუმცა, თვლის, რომ ვეტო უნდა იყოს არგუმენტირებული და ემსახურებოდეს ქვეყნის განვითარებას. რეგიონული განვითარების მინისტრის, ზურაბ ალავიძის თქმით კი, პარლამენტმა უნდა განიხილოს მოტივირებული შენიშვნები და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება. სწორედ ალავიძის და მისი სამინისტროს...
ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსების პარკის განახლება ამ ეტაპზე დაგეგმილი არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომლის თანახმად, ე.წ. ყვითელ მიკროავტობუსებს ექსპლუატაციის ვადა ეწურება და 2018 წლიდან პარკი უნდა განახლდეს. დავით ნარმანია ვარაუდობს, რომ ახალი ავტობუსები ყვითელი მიკროავტობუსების კონკურენტი იქნება. "ჩემი ვარაუდით, ახალი, ევროპული ავტობუსები, რომლებიც ჩვენ შემოვიყვანეთ და შემდგომშიც გაგრძელდება ეს პროექტი,...
არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტის მიერ "თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსზე" დადებულ ვეტოებს მიესალმებიან. მათი თქმით, ორივე საკანონმდებლო ცვლილება დემოკრატიის კუთხით უკან გადადგმული ნაბიჯია, რის გამოც პრეზიდენტის მიერ ვეტოს გამოყენება ლოგიკურია. მესამე სექტორმა პრეზიდენტ მარგველაშვილს ვეტოს გამოყენებისკენ ივნისის ბოლოს მიმართეს. https://www.youtube.com/watch?v=-ALx2R2fdhE&feature=youtu.be
საქართველოს პრეზიდენტის მიერ "თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შემავალ ცვლილებებზე დადებულ ვეტოს ხელისუფლება და ოპოზიცია ავასებენ. ოპოზიცია ფიქრობს, რომ მარგველაშვილმა, ვეტოს დადებით, სწორი ნაბიჯი გადადგა. ხელისუფლება კი აცხადებს, რომ პრეზიდენტს ვეტოს საფუძველი არ ჰქონდა. https://www.youtube.com/watch?v=X0lMNGF0zao&feature=youtu.be
პარლამენტს კიდევ ერთი შესაძლებობა გაუჩნდა, იმსჯელოს საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე და იმედია, ეს ყველაფერი არ მივა ტექნიკურ-პოლიტიკური მკლავის გადაწევაზე, - ასე შეაფასა პრეზიდენტის მიერ გამოყენებული ვეტო პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით უსაფაშვილმა. მისი განცხადებით, პრეზიდენტმა ვეტოთი "ქართულ ოცნებას" მიანიშნა იმ რეფორმებზე, რაც მათ 2013-14 წლებში დაიწყეს, თუმცა, შემდგომ უარი თქვეს. პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის შეფასებით, პრეზიდენტის მიერ მოტივირებული შენიშვნები მნიშვნელოვანია და იმედოვნებს, რომ...
ქუთაისის მერიის წინ აქცია მიმდინარეობს. თავისფლების ქუჩის მეოთხე შესახვევის მცხოვრებლებმა  ქუჩაზე არსებული მდგომარეობა გააპროტესტეს. ადგილობრივების განცხადებით, წლებია გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ, ამიტომ მათ მერიასთან ტომრით ნაგავი მიიტანეს. "ეს არია ნაგავი და მტვერი, რასაც ყოველდღე ვსუნთქვათ დაზიანებული გზის გამო. მოვითხოვთ რეაბილიტაციას, მაგრამ უშედეგოდ, ამიტომ დღეს მერიასთან მოვიტანეთ ნაგავი" - აცხადებენ ადგილობრივები. ისინი ვიცე-მერთან ნოდარ მიქიაშვილთან  შეხვედრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში გზის...
ვალეს საბავშვო ბაღში რომ სარემონტო სამუშაოები დასრულდეს ახალციხის გამგეობამ კიდევ ერთ ტენდერი უნდა გამოაცხადოს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ ამის გამო სასწვლო პროცესის განახლება არ გადაიწევს. ახალციხის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს მაღალმთიანი დასახლების განვითარების ფონდიდან 247 950 ლარი გამოუყეს. მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა, რომ ამ თანხით ვალეს საბავშვო ბაღში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დაასრულოს. „ეს თანხა ჯერ ბიუჯეტში აისახება, შემდეგ ტენდერი გამცოხადდება, გამარჯვებულთან ხელშეკრულება გაფორმდება და სამუშაოები...
ექსპერტი საარჩევნო საკითხებში ლევან ალაფიშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტების გაერთიანებაზე პრეზიდენტის ვეტოს დაძლევით მმართველი ძალა ამომრჩევლების მხარდაჭერას დაკარგავს. "დეპუტატებს რა თქმა უნდა მექანიკურად, პულტზე თითის დაჭერით შეუძლიათ ვეტოს დაძლევა, მაგრამ კარგად უნდა დაფიქრდნენ, რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამას არჩევნების წინ, იმიტომ რომ იმ გაერთიანებულ მუნიციპალიტეტებშიც დასჭირდებათ ამომრჩევლის მხარდაჭერა. შესაბამისად, როცა წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს მხარდაჭერას სთხოვენ, ის მიუბრუნდება და ეტყვის, ქალაქი რომ გამიუქმე,...
ე.წ. ყვითელი მიკროავტობუსების მიერ წლის განმავლობაში გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა, მეტროსა და ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების ჯამს უტოლდება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ლექვინაძემ განუცხადა. მისივე თქმით, კვლევების მიხედვით, მიკროავტობესებს წელიწადში 220 მლნ მგზავრი გადაჰყავს და ამ მიზნით მოქალაქეებს ყოველდღიურად ხაზზე დაახლოებით 1600 მიკროავტობუსი ემსახურება. რაც შეეხება მეტროს, წელიწადში 105 მლნ მგზავრი გადაჰყავს, ავტობუსების მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა კი...
მიუხედავად იმისა, რომ "ვეტოურთიერთობა" არ არის თანამშრომლობის საუკეთესო ფორმა, პრეზიდენტის შენიშვნებს ყურადღებით განვიხილავთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა. "ჩვენ ვიმუშავეთ და მივიღეთ ეს კანონები. პრეზიდენტმა და მისმა ადმინისტრაციამ იმუშავა და ვეტო დაადო ამ კანონებს. პრეზიდენტმა იცის, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტს შეუძლია, თუმცა, ალბათ ელის, რომ მის მოსაზრებებს გავეცნობით და ისე მივიღებთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად იმისა, რომ "ვეტოურთიერთობა"...
როგორც თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ განaცხადა, 2018 წლიდან მიკროავტობუსების გარკვეული ნაწილის განახლების აქტუალურობის საკითხი დგება, ვინაიდან სამარშრუტო ტაქსებს განსაზღვრული საექსპლუატაციო ვადა აქვს, რომელიც სწორედ ამ პერიოდისთვის იწურება. მისივე განმარტებით, თბილისის მიკროავტობუსების განახლება არ ნიშნავს, რომ მიკროავტობუსების ფერი და მარკა შეიცვლება. „კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“ ქალაქში ოპერირება 2011 წლიდან დაიწყო. მაშინ შვიდწლიანი ვადა იყო განსაზღვრული, რომლის შემდეგაც უნდა მოხდეს განახლება. მწყობრიდან გამოსული...
გორის მერია, ქალაქის განვითარების გენერალური გეგმის შემუშავების შესახებ, კონკურსს აცხადებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მერიის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა მურაზ შიოშვილმა განუცხადა. მისი თქმით, პროექტი მიწათსარგებლობის წინასაპროექტო კვლევას, საყრდენი რუკის, ზოგადი გეგმარებითი რეკომენდაციებისა და გეგმარებითი დავალების შემუშავებას ისახავს მიზნად. ჯამში, მიწათსარგებლობის გენერალური განვითარების გეგმის შედგენისთვის 168 000 ლარი დაიხარჯება. საქართველოს კანონის ,,სივრცითი მოწყობის შესახებ" მიხედვით, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს დასახლებათა...
https://www.youtube.com/watch?v=pJL7trvkQAE გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტურიზმის ცენტრმა ჟენევიდან, საერთაშორისო ორგანიზაცია BID -სგან (business initiative direction) მიწვევა მიიღო. ტურიზმის ცენტრის ადმინისტრაციას ხარისხის ჯილდოს - ვარსკვლავს გადასცემენ. ვარსკვლავის მფლობელები არიან ის ორგანიზაციები, კომპანიები თუ ინსტიტუტები, რომლებიც განვითარების გზაზე მნიშვნელოვან წარმატებას აღწევენ და ამ განვითარებას მუდმივად აგრძელებენ. დღევანდელი ამბის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ტურიზმის ცენტრის დირექტორი რობერტ მაღლაკელიძე ესაუბრა. მისი თქმით, ფაქტი მნიშვნელოვანია არა მარტო რეგიონისთვის,...
პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დასაძლევად, სავარაუდოდ, ოთხშაბათს, 26 ივლისს შეიკრიბება. წინასწარი ინფორმაციით, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა სწორედ ამ დროისთვის ჩაინიშნება და მასზე "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის გაგზავნილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტმა მარგველაშვილმა თვითმმართველობისა და საარჩევნო კოდექსებს ვეტო დღეს დაადო.  მისი თქმით, 7 თვითმმართველი ქალაქისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმება აკნინებს თვითმმართველობის გაღრმავებას და გაძლიერებას. რაც შეეხება საარჩევნო კოდექსს, პრეზიდენტმა ვეტო ცესკოს...
ქართულმა ოცნებამ ერთ დღეს პრეზიდენტის 2 ვეტო მიიღო - პარლამენტი "თვითმმართველობის კოდექსსა" და "საარჩევნო კოდექსში" შესატან ცვლილებებზე მარგველაშვილის მიერ დადებული ვეტოს დასაძლევად ემზადება. https://www.youtube.com/watch?v=XmhtAikxlKs&feature=youtu.be
თბილისის მერიის ინფორმაციით, 20 ივლისიდან N24 მარშრუტს "MAN"-ის მარკის ახალი ავტობუსები ემსახურებიან. N24 გლდანიდან დიღმის მასივის გავლით უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსამდე მოძრაობს. დღეიდან კი, "MAN"-ის ავტობუსების დიდი დიღმის მარშრუტებზე: N14-სა და N21- ზე გაშვება იგეგმება. N14 დიდი დიღმიდან გაგარინის ქუჩით საბურთალოს უკავშირდება, ვარაზისხევიდან რუსთაველზე უხვევს და მოძრაობას ბარათაშვილის გამზირზე ასრულებს. ხოლო, N21 დიდი დიღმიდან ჯერ დიღმის მასივში გადადის, შემდეგ დიდუბეში, სადაც...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ