„ნაციონალური მოძრაობის“ პროპორციული სიის პირველი ნომერი ბათუმში მირდატ ქამადაძე იქნება. მირდატ ქამადაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ მას შემდეგ შევიდა, რაც 2012 წელს პარტია არჩევნებში დამარცხდა და მმართველის პოზიციიდან ოპოზიციაში გადაინაცვლა. იგი პროფესიით იურისტია და გასულ წელს ბათუმის 68-ე ოლქში მაჟორიტარ კანდიდატად იყრიდა კენჭს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ბათუმელები
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმის მერობის კანდიდატად ლევან ანთაძეს დაასახელებს. ამის შესახებ ინფორმაცია „ბათუმელებს“ პარტიაში დაუდასტურეს.
პროფესიით ექიმი ლევან ანთაძე 2008 წლიდან აჭარის ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობდა. მინისტრის თანამდებობა მან 2012 წლის მაისში დატოვა. მანამდე ლევან ანთაძე ბათუმის მერის მოადგილედ და ბათუმის „წყალკანალის“ გენერალურ დირექტორადაც მუშაობდა.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ბათუმელები
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი ლაშა გოგია ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს. ზუგდიდის მერობის კანდიდატმა ბორჯომის და ბაკურიანის ქუჩაზე ამომრჩეველს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დავით გახარია წარუდგინა.
„მინდა წარმოგიდგინოთ დავით გახარია, თქვენი უბნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდიატი, ადამიანი რომელსაც ყველა იცნობთ იმ კეთილი საქმეებით რაც მას უკეთებია. დათო ბიზნესმენია და დახმარება არაერთი ადამიანისთვის გაუწევია, ის ახლა მოდის საკრებულოში იმისთვის...
https://www.youtube.com/watch?v=PpBmw_RUlDU&feature=youtu.be
ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნებიდან” მერობის კანდიდატად გოჩა კურდღელია იყრის კენჭს.
“მქონდა საშუალება გავცნობოდი მმართველი გუნდის და ხელისუფლების გეგმებს ფოთთან მიმართებაში,მათ აქვთ სურვილი ფოთი საქართველოში ერთ-ერთ წამყვან ქალაქად აქციონ. ეს გახდა საფუძველი იმისა, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღების გადაწყვეტილება მიმეღო.ადგილობრივ თვითმმართველობაში პროფესიონალი და ერუდირებული გუნდია წარმოდგენილი, ჩვენ შევეცდებით არსებული პრობლემები რაც შეიძლება მოკლე ვადაში გადავჭრათ, გაგრძელდება დაწყებული პროექტები,ასევე აუცილებლად ვიზრუნებთ ქალაქის...
https://www.youtube.com/watch?v=e5-AaNTOXXA&feature=youtu.be
„ქართული ოცნების“ ხელვაჩაურის მერობის კანდიდატი ამავე მუნიციპალიტეტის მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ჯუმბერ ვარდმანიძე იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯუმბერ ვარდმანიძემ დაგვიდასტურა.
ჯუმბერ ვარდმანიძე ხელვაჩაურის საკრებულოს წევრია 2014 წლიდან, 2014 წლის 23 ივლისიდან კი ის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ აირჩიეს.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარი: ბათუმელები
„პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატი ბათუმში თენგიზ თავდგირიძე იქნება. იგი „საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს დარბაზის“ ხელმძღვანელია.
სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე
წყარო: ბათუმელები
ფოტო: ბათუმელები
ზუგდიდში, სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. ისინი აზიური ფაროსანას მიერ მიყენებული ზარალის დათვლასა და კომპენსაციას ითხოვენ. მათ აქციაზე მავნებლის მიერ გაფუჭებული თხილი და სიმინდი მიიტანეს და შენობის შესასვლელთან დაყარეს.
,,ჩვენი ერთადერთი შემოსავლის წყარო თხილის მოსავალი იყო... ბავშვებს სკოლაში ვერ ვუშვებთ. შეიქმნას კომისია, დათვალონ ზარალი და შემდეგ მოხდეს მისი ანაზღაურება", - ამბობენ აქციის მონაწილეები.
ადგილზე იმყოფებიან...
ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოში სოციალურად დაუცველი ადამიანების რაოდენობა 36 ათასით გაიზარდა. ეს ტენდენცია რადიკალურად იცვლება არჩევნების ჩატარების შემდეგ.
2015 წლის მაისში სოციალურად დაუცველთა ქულების დათვლის მეთოდოლოგია შეიცვალა და ბენეფიციართა რიცხვი 87 ათასით შემცირდა, თუმცა, კრიტერიუმების მიუხედავად, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მოახლოვებასთან ერთად, სოციალურად დაუცველთა რიცხვს 167 ათასი ადამიანი შეემატა. არჩევნების შემდეგ მათი რიცხვი 60 ათასით შემცირდა და 2017 წლის...
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ქუთაისის მერობის კანდიდატი დღეს ოფიციალურად დასახელდა. ქუთაისში გამარჯვებისთვის გრიგოლ ვაშაძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატმა იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა რის განხორციელებასაც მერად არჩევის შემთხვევაში მის გუნდთან ერთად გეგმავს.
https://www.youtube.com/watch?v=iD9i-th-muA
წყარო: RioniTv
https://www.youtube.com/watch?v=ryApoHfFPYc&feature=youtu.be
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზუგდიდის მერობის კანდიდიატი, კარდაკარ შეხვედრების ფარგლებში მოსაშვილის, კობახიძის და მირცხულავას ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. ლაშა გოგიამ ამომრჩეველს ქალაქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი (გუგა) ლაგვილავა წარუდგინა.
ირაკლი ლაგვილავა დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ისტორიის სპეციალისტია, მან უმაღლესი განათლება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალში მიიღო. ირაკლი ლაგვილავა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან, მედიასთან და არასამთავრობო სექტორთან...
https://www.youtube.com/watch?v=v2D2OwYogH4&feature=youtu.be
https://www.youtube.com/watch?v=DBe3hNGG28U&feature=youtu.be
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსიდან" ბორჯომის მერობისთვის ზაზა ჩაჩანიძე იბრძოლებს. მერობის კანდიდატი მხარდამჭერებს პარტიის ლიდერებმა წარუდგინეს .დავით თარხან-მოურავმა და ირმა ინაშვილმა ქალაქის ცენტრში შეკრებილ მხარდამჭერებს სიტყვით მიმართეს. მათ საარჩევნო პროგრამასა და პრიორიტეტებზე ისაუბრეს.
https://www.youtube.com/watch?v=4xZupNa59_s&feature=youtu.be
წყარო: ტელეკომპანია ბორჯომი
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































