არ მოვდივარ ცარიელი ხელებით, მოვდივარ კონკრეტული პროგრამით, რომელიც დაფუძნებულია ოთხ ძირითად მიმართულებაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმის მერობის კანდიდატმა, ლაშა კომახიძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ეს მიმართულებები, პირველ რიგში, არის ბათუმელების საჭიროებაზე დაყრდნობილი ურბანული პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება, ასევე, ქალაქის ეკონომიკური პროფილის გაძლიერება, მუნიციპალური სერვისების კიდევ უფრო გაუმჯობესება და ზოგადად, ქალაქის სივრცითი და ფუნქციური განვითარება.
ბათუმის...
"ქართული ოცნების" მოქმედი და ყოფილი გამგებლები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში დამოუკიდებლად იყრიან კენჭს. მათ შესაბამის საოლქო საარჩევნო კომისიებში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.
დმანისის მოქმედი გამგებელი გოგი ბარბაქაძე და ასპინძის მოქმედი გამგებელი ლევან ცაბაძე 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებში მმართველი პარტიის სახელით მონაწილეობდნენ და გაიმარჯვეს. ისინი საკუთარ მოვალეობას ამ დრომდე ასრულებენ. საინიციატივო ჯგუფებმა გოგი ბარბაქაძე დმანისის მერობის კანდიდატად, ხოლო ლევან ცაბაძე - ასპინძის მერობის...
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრი, ქუთაისის მერობის კანდიდატი გოგი წულაია ხელისუფლებას წყლის უყაირათო ხარჯვაში ადანაშაულებს. მისი ინფორმაციით, ქუთაისში, უბან ჭომას დასახლებაში დაზიანებული მილიდან დიდი რაოდენობით წყალი იღვრება. დაღვრილი წყალი კი, „რიონჰესთან“ მდინარეში ჩაედინება.
„მაშინ, როცა მოსახლეობას საფასურის გადაუხდელობის გამო, წყლის მიწოდება აქვს შეწყვეტილი და ასეთი 450 ოჯახია, ესენი ტონობით წყალს ატანენ რიონს. ანუ ქუთაისში წყალი წყალს მიაქვს და იქვე წაღებულია მილიონობით...
მეტროსადგური ”უნივერსიტეტი” გახსნისთვის მზად არის, - ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
დავით ნარმანიას განმარტებით, მეტროსადგურის ტესტირების პროცესი მიმდინარეობს და ის უახლოეს მომავალში გაიხსნება.
დედაქალაქის მერს მეტროსადგურის გახსნის თარიღი არ დაუკონკრეტებია.
"ყველა ძირითადი სამუშაოები კონტრაქტორმა კომპანიამ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაკვეთით უკვე შეასრულა. ამჟამად მიმდინარეობს ტესტირების პროცესი.
პარალელურ რეჟიმში, ჩვენ მეტროს ახალი შემადგენლობა მოვამზადეთ. ეს არის მოდერნიზებული, თანამედროვე დიზაინის 4-...
თბილისის მერი, დავით ნარმანია მერის პოსტზე უფლებამოსილების ამოწურვის შემდეგ ისევ საჯარო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.
ჟურნალისტების შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ დავით ნარმანია მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
"ვრჩები საჯარო სექტორში", - განაცხადა დავით ნარმანიამ.
ნარმანიას არ დაუკონკრეტებია, რომელ სამსახურში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას.
წყარო : ინტერპრესნიუსი
საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობაში ჩარევის გამო, თელავის რაიონულმა სასამართლომ ნიკოლოზ ვარდოშვილი სამართალდამრღვევად ცნო. ის 500 ლარით დაჯარიმდა. ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
უწყების ცნობით, №17 თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალმახელიძემ მის კაბინეტში ნიკოლოზ ვარდოშვილის უნებართვო შეჭრასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 2017 წლის 8 სექტემბერს შეადგინა და შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის სასამართლოს გადაუგზავნა.
"ნიკოლოზ ვარდოშვილი რამდენიმე უცნობ მოქალაქესთან ერთად 2017 წლის...
თბილისის რაიონებში მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები აშენდება, რომელიც ყველა თაობისთვის ხელმისაწვდომი იქნება - ამის შესახებ დღეს ნაძალადევის მოსახლეობასთან შეხვედრაზე „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, მისთვის ასევე პრიორიტეტული იქნება სკოლამდელი განათლება და ამ მიზნით მერია ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობას განაგრძობს. „2012 წლის...
შემოდგომაზე დაიწყება და 2020 წლისთვის დასრულდება ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა, რომლის ღირებულება 330 მილიონ ლარზე მეტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა აჭარის რეგიონში, ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მერობის კანდიდატების წარდგენის დროს, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრისას განაცხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, შემოვლითი გზა, ქობულეთის შემოვლით გზასთან ერთად, საგრძნობლად განტვირთავს მოძრაობას აჭარის საკურორტო ზონაში და გაიზრდება სატრანზიტო ტვირთბრუნვა.
”ჩვენ ინტენსიურად ვაგრძელებთ აჭარაში მასშტაბური ინფრასტრუქტურული...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ბათუმში, აჭარის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.
21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ მერობის კანდიდატი ექვსივე მუნიციპალიტეტში ეყოლება.
მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერობისთვის ლაშა კომახიძე, ხოლო ქობულეთში მირიან ქათამაძე იბრძოლებენ. ქედაში ლევან გორგილაძის, შუახევში კი ფრიდონ ფუტკარაძის კანდიდატურები დასახელდა. ხელვაჩაურში მერობის კანდიდატი ჯუმბერ ვარდმანიძე, ხულოში კი გოჩა მელაძე იქნებიან.
როგორც პრემიერ-მინისტრმა...
რუსთავში, მეგობრობისა და შარტავას გამზირებზე გარეგანათების სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაობს ააიპ ,,უზრუნველყოფის" თანამშრომლები აწარმოებენ.
როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში ააიპ ,,უზრუნველყოფის" უფროსმა ზაზა კუპატაძემ განაცხადა, ქალაქში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებული დეკორატიული სანათებისა და სადენების რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
სამუშაოების ფარგლებში, შარტავასა და მეგობრობის გამზირებზე დღეს 100 ახალი სანათი დამონტაჟდა. რეაბილიტაციის ფარგლებში კი სულ 300 დეკორატიული სანათი დამონტაჟდება.
წყარო: ინტერპრესნიუსი
გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: ბოხვაური-შემოქმედის დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. მიმდინარეობს 4კმ. და 900 მ. სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობა. სამუშაოებით გათვალისწინებულია სანიაღვრე არხებისა და მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებთან გადასასვლელების მოწყობა. პროექტი 3 ეტაპიანია.
გზის ნაწილი გასულ წელს მოასფალტდა, წელს მიმდინარეობს 2 კმ. და 587 მ. სიგრძის მონაკვეთის რეაბილიტაცია. აქტიურ ფაზაშია დაზიანებული და ამორტიზებული 21 მ. სიგრძის...
"ევროპული საქართველო" "ქართულ ოცნებას" წინასაარჩევნო კამპანიის უხეშ ხელის შეშლაში ადანაშაულებს.
ირაკლი აბესაძის განცხადებით, ბაღდათში გამგეობის, კერძოდ, დასუფთავების სამსახურის უფროსის გადაწყვეტილებით, დაიწყო ქალაქში პლაკატების ჩამოხევა, მისი თქმით ეს არის საარჩევნო კოდექსის უხეში დარღვევა.
აბესაძე მოითხოვს ამ პირების სამსახურეობრივი პასუხისმგებლობაში მიცემას და აცხადებს, რომ მათ აქვთ ვიდეომასალა, რაც ადასტურებს კერძო პირების მონაწილეობას წინასაარჩევნო პლაკატების დაზიანებაში, რომლებიც იმართებიან ქართული ოცნების მიერ.
აბესაძე აცხადებს, რომ მსგავსი...
ახალციხეში, ქეთევან დედოფლის ქუჩაზე, ერთი კვირისწინ აყრილი ასფალტი ისევ არ დაუგიათ, მიუხედავად იმისა, რომ მშენებელი კომპანია ასფალტის გადასაგებად, გასულ კვირას, სამ დღეს ითხოვდა.
ერთი კვირის დაგებული ასფალტი წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებმა იმიტომ აყარეს, რომ საკანალიზაციო სისტემა შეეკეთებინათ, რაც, მათივე განმარტებით, ვიდრე ქუჩაზე ასფალტს დააგებდნენ, ვერ მოხერხდა.
საკანალიზაციო სისტემის შესაკეთებლად ასფალტი თითქმის გზის მთელს სიგანეზეა აყრილი. აქ მცხოვრებლები ამბობენ, რომ მანქანები გადაადგილებას ვერ...
თუშეთის 24 სოფელსა და 4 ხეობაში ინტერნეტი უკვე ხელმისაწვდომია - პროექტი ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდმა“ საერთაშორისო ორგანიზაცია The Internet Society (ISOC)-თან ერთად განახორციელა. პროექტის მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა.
თუშეთში ინტერნეტიზაციის უკვე დასრულებულ სამუშაოებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გიორგი ჩერქეზიშვილი გაეცნო. მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან, ირაკლი ქადაგიშვილთან , „თუშეთის განვითარების ფონდისა“ და ISOC-ს წარმომადგენლებთან ერთად შესაბამისი...
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტში, საბავშვო ბაღის შენობას დაანგრევენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის მუნიციპალიტეტის ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს.
სააგენტოს წარმომადგენლის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში, შენობას ბზარები გაუჩნდა.
,,როდესაც სარემონტო სამუშაოები უნდა დაწყებულიყო, მოულოდნელად, დიდი ბზარები გაჩნდა. მიზეზი ვერ გაიგეს. შესაბამისი სპეციალისტების რეკომენდაციით, შენობის დანგრევა გადაწყდა და მის ნაცვლად ახალი აშენდება" - ამბობენ ბაღების სააგენტოში.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სწავლა 2017 წლის 18...
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" უქიმერიონის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამირან კოპალეიშვილი ბარათაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა და მათ მომდევნო წლებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ესაუბრა.
როგორც კანდიდატმა ამომრჩეველთან აღნიშნა, ძალიან მალე ქალაქისთვის ახალი სატრანსპორტო სქემა შემუშავდება, რომლის თანახმად, არსებული ავტო პარკის განახლება მოხდება. დაინერგება გადახდის ახალი სისტემა და ტრანსპორტი, ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება ქალაქში გადაადგილებას კიდევ უფრო...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!






































