დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხოლოსკალოში სასმელი წყლის საკითხის გადაჭრას, სპორტდარბაზის მოწყობასა და გაზიფიცირებას ითხოვენ. სოფელ მირზაანში კი სასმელი წყლის პრობლემას ნომერ პირველ საკითხად ასახელებენ. https://www.youtube.com/watch?v=Rwtj5z3cSNE წყარო: სპექტრი
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამრეკლოში, ნომერ პირველ პრობლემად გზის საკითხს ასახელებენ. ადგილობრივების თქმით, იმის გამო, რომ სოფელში არც ნაგვის ურნები დგას და არც მანქანა ემსახურებათ, საშინელი ანტისანიტარიაა. ქვემო ქედის მოსახლეობა კი გაზიფიცირებას ითხოვს. https://www.youtube.com/watch?v=Bn70IgjnOVI წყარო: სპექტრი
6-7 ოქტომბერს, ბათუმში სოფლის ტურიზმის ფესტივალი „განდაგანა“ გაიმართება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს. მათი ცნობით, ორი დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე წარმოდგენილი იქნება აჭარული სოფლები თავისი პროდუქციით, ტრადიციებითა და სამზარეულოთი. „სპეციალური დეკორაციებით მორთულ მოედანზე სტუმრებს საშუალება მიეცემათ აჭარულ სოფლებში ქალაქიდან გაუსვლელად იმოგზაურონ. ფესტივალზე ღია ცის ქვეშ წარმოდგენილი იქნება რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტი მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სოფლის ნობათით, კერძებით, სუვენირებითა და რეწვის...
30 სექტემბერს №79 ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, ქ. ბათუმის №1 საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის, მარინა ჟღენტის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა. ოქმის შედგენის მიზეზი გახდა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის მხრიდან მასზე დაკისრებული მოვალეობის შესრულების დროს, კერძოდ, ამომრჩეველთა ბარათების დარიგებისას, საარჩევნო სუბიექტის სააგიტაციო მასალის გავრცელება. მოკვლევის საფუძველზე შედგენილი სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც 2000-ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს,  შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის სასამართლოს. ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო...
1-ელი ოქტომბერი, რომელიც იყო მშვიდობიანი არჩევნების დღე, იქცა ტყუილის დღედ - გაცურების, მიტაცების დღედ - ბიძინა ივანიშვილის ეზოს გაფართოების დღედ!, - ამის შესახებ ”ევროპული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა ელენე ხოშტარიამ პუშკინის სკვერში განაცხადა, სადაც შეკრებილებმა მიწის ნაკვეთებზე ზონალური სტატუსის შეცვლასთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს 29 სექტემბრის გადაწყვეტილება გააპროტესტეს. ხოშტარიას თქმით, 21 ოქტომბრის არჩევნებში მოსახლეობამ უნდა აირჩიოს მერი, რომელიც იქნება არა ქალაქის...
21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებისთვის სამი სახის ბიულეტენი დაიბეჭდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ განუცხადა, ჯამში 11 მილიონამდე ბიულეტენის დაბეჭდვაა დაგეგმილი. „ჩვენი ამომრჩეველი მიიღებს ერთდროულად სამი სახის ბიულეტენს. კერძოდ, პროპორციული სიებისთვის, მაჟორიტარული ერთმანდატიანი ოლქებისთვის და ასევე იქნება მერის ასარჩევი ბიულეტენი. ამ სამი სახეობის არჩევნების გათვალისწინებით, საარჩევნო ადმინისტრაცია 11 მილიონამდე ბიულეტენს დაბეჭდავს. ჯერ კიდევ აგვისტოდან დავიწყეთ მუშაობა იმაზე,...
თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი, დღეს თბილისის საკრებულოს ტოვებს. ეს გადაწყვეტილება ალეკო ელისაშვილმა განსხვავებული აქცენტების ეთერში რამდენიმე დღის წინ გაახმოვანა. „მე ღიად და საჯაროდ ვამბობს, რომ მე ვტოვებ თბილისის საკრებულოს. ორშაბათს დავწერ განცხადებას და თბილისის საკრებულოს აპარატს ჩავაბარებ და მოვუწოდებ თითოეულ ჩემს კოლეგას, რომ დავტოვოთ. სხვათა შორის, მოვუწოდებ, როგორც ოპოზიციონერ დეპუტატებს, დავტოვოთ, გუშინდელის შემდეგ უბრალოდ უფლება არ გვაქვს დარბაზში შესვლის,“ - განაცხადა...
ავლაბარში, ტოლენჯის ქუჩის მოსახლეობა სკვერის მოწესრიგებას ითხოვს. ევროპული საქართველოს მერობის კანდიდატ ელენე ხოშტარიასთან შეხვედრაზე ადგილობრივები ამბობენ, რომ მუნიციპალურ სამსახურს არაერთხელ მიმართეს ამ პრობლემის მოგვარების მიზნით, მაგრამ საკითხი დღემდე გადაუჭრელია. სკვერში საბავშვო ინვენტარი დამტვრეულია, ირგვლივ კი ანტისანიტარიაა. ხოშტარია მოსახლეობას გამგეობასთან შუამდგომლობას და საკითხის გადაჭრას დაჰპირდა. წყარო: იმედინიუსი
პარტია ქართულო ოცნების თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ვარკეთილის მოსახლეობას შეხვედა. თბილისის მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს ქალაქის განვითარების ხედვა და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილი ინფრასტრუქტურულ პროექტები გააცნო. მმართველი გუნდის კანდიდატმა დედაქალაქშიქაოტური მშენებლობების აღკვეთის აუცილებლობაზე ისაუბრა. შეხვედრის დასრულების შემდეგ კალაძემ ვარკეთილში მდებარე საფეხბურთო მოედანიც მოინახულა. წყარო: იმედინიუსი
"შენების მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი თენგიზ შერგელაშვილი და კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდნენ. მერობის კანდიდატმა ამომრჩევლებს საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან ყურადღება გაამახვილა ჯანდაცვის, გარემოს დაცვისა და ტრანსპორტის პოლიტიკის გაუმჯობესებაზე. წყარო: იმედინიუსი
მომავალი წლიდან დაიწყება რუსთავი-წითელი ხიდის გზის მშენებლობა, რომლის სავარაუდო ღირებულება 322 მილიონი ლარი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვემო ქართლის მერობის კანდიდატების წარდგენისას განაცხადა. მისივე თქმით, დღეისათვის, რეგიონში 19 ახალი საწარმო გაიხსნა და 131 არსებული საწარმო გადაირაღდა და გაფართოვდა. პრემიერმა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა, რომელიც ქვემო ქართლში ხორციელდება. ”ქვემო ქართლს აქვს ძალიან დიდი პოტენციალი არაერთი მიმართულებით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის...
”მრავალეროვანი საქართველოს“ ინფორმაციით, ორგანიზაციამ „ქართული ოცნების“ თეთრიწყაროს ოლქის პარტიულ სიაში დარღვევა აღმოაჩინა. ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” ”მრავალეროვანი საქართველოდან” აცნობეს. მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 სექტემბერს, ”მრავალეროვანი საქართველოს” გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, თეთრიწყაროს საოლქო საარჩევნო კომისიაში, საარჩევნო სუბიექტის „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარტიული სიით, რეგისტრირებულია შალვა მეგულაშვილი, რომელიც არის 19 წლის ( დაბადებული 11.10.1997წ). „საქართველოს კანონმდებლობით კი დადგენილია პასიური ამომრჩევლის კრიტერიუმები, რასაც...
ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე ორგანოდ, - ამის შესახებ ”ერთობა - ახალი საქართველოს” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. „ბოლო დღეებში პარლამენტში, თბილისისა და ბათუმის საკრებულოებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად აჩვენეს ის კრიტიკული სიტუაცია, რომელშიც ჩვენი ქვეყანა უფრო და უფრო ეფლობა. ხელისუფლების ყველა ორგანო: პარლამენტი და მთავრობა, საკრებულოები და მერიები, ქცეულია ოლიგარქ ივანიშვილის ინტერესების მომსახურე...
ვარსკვლავების მატჩის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა კახა კალაძეს იურისტების განცხადებებზე კომენტარი სთხოვა, თუმცა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა ორი თითის აწევით სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ “მოკითხვა” შემოუთვალა, რამდენიმე წუთში კი, მისმა მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ საქართველოს საარჩევნო კანონი და წინასაარჩევნო აგიტაციის წესები დაარღვია. “დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ,...
ახალქალაქის საავადმყოფოში პოლიციის 4 თანამშრომელი შეიყვანეს, მათ შორის, პოლიციის უფროსი. მათ სხვადასხვა ხარისხის დაზიანება აღენიშნებათ, მათ შორის ერთ-ერთს მოტეხილობა აქვს. რაც შეეხება კუმურდოს მოსახლეობას, მათგან საავადმყოფოსთვის არავის მიუმართავს. თუმცა, jnews.ge-ს ცნობით, დაზიანებები მიიღეს სოფლის მცხოვრებლებმაც. დაშავებულებს დაზიანებები, ძირითადად, ქვებისა და სხვადასხვა საგნების სროლისგან აქვთ მიღებული. ამ დროისთვის უცნობია, ჯამში რამდენი ადამიანია დაშავებული. შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, რომელიც ადგილზე ჩავიდა და მოსახლეობასთან მოლაპარაკება აწარმოა,...
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კუმურდოში კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ნიკოლოზ ანთიძე ჩავიდა. მისი განცხადებით, ამ ეტაპზე ადგილზე სიმშვიდეა და მიმდინარეობს ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები. "ჩვენ არაერთხელ ვისაუბრეთ, რომ აქ ქვაჯვარი არ დაიდგმება. მოიძებნება სპეციალური ადგილი, სადაც შეძლებენ ჯვრის დადგმას. ჩვენ ვრჩებით აქ და ვაკვირდებით სარესტავრაციო სამუშაოებს",- განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, რომელიც ამ წუთებში ადგილობრივ მოსახლეობას ხვდება. დღეს, სოფელ კუმურდოში, ეკლესიის ეზოში ადგილობრივმა...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ