ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის,  სივრცითი ტერიტორიული დაგეგმარების კომისიის ექსპერტ-კონსულტანტი ნარი მუჯირი სამსახურიდან დაითხოვეს. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ამ გათავისუფლებას პოლიტიკურ სარჩული უდევს - ნარი მუჯირი მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის კონსტანტინე შარაშენიძის მხარდამჭერია, რაც მისი სამსახურიდან გათავისუფლების კონკრეტული მიზეზი გახდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ ნარი მუჯირს შრომითი ხელშეკრულების ვადა ამოეწურა და აღარ გაუგრძელდა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი ნანა თავდუმაძე  ამბობს, კომისია, სადაც ნარი მუჯირი კონსულტანტად მუშაობდა, აღარ...
მოქმედი და  ყოფილი გამგებელი, გამგებლის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე, საოლქო კომისიის თავმჯდომარე, პარლამენტარი,  პოლიციელი და პროკურორი – სამცხე–ჯავახეთს ადგილობრივი თვითმმართველობის ცხელი არჩევნები ელის. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმარველობის არჩევნებზე, სამცხე–ჯავახეთის ექვს მუნიციპალიტეტში მერობისთვის 32 კანდიდატი იბრძვის  – 1 ქალი და 31 კაცი. 32–დან 1 დამოუკიდებელი, საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილი კანდიდატია, 30 კი - სხვადასხვა პოლტიკური პარტიების. ამ 32-დან სამი მოქმედი გამგებელია – ზაზა...
საფეხბურთო მოედანი, რომელიც ფეხბურთელებისთვის, შესაძლოა, საშიში იყოს. ასეთი სპორტული არენა ზუგდიდში შენდება. სათამაშო მოედანი ბეტონის კედლით არის შემოსაზღვრული. მართალია, ზუგდიდის ქალაქმშენებლობის სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი უეფას სტანდარტებს აკმაყოფილებს, თუმცა, ასე არ ფიქრობენ ექსპერტები. https://www.youtube.com/watch?v=2x75xu8JPIs&feature=youtu.be წყარო: ტელეკომპანია "იმედი"
იხილეთ ანგარიში სრულად: საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ანგარიში - 2016-2017 
წერეთლის გამზირი და მარჯანიშვილის მოედანი - შავი წერტილები თბილისის რუკაზე. ეს ის ორი ადგილია დედაქალაქში, სადაც ჰაერი ყველაზე მეტად არის დაბინძურებული. თუ დედაქალაქის მონაცემებს მსოფლიოს სხვა ქალაქებს შევადარებთ, აღმოჩნდება, რომ თბილისში ჰაერის დაბინძურების დონე მიუნჰენისას უტოლდება. https://www.youtube.com/watch?v=r8WHmua0DNs&feature=youtu.be
"ქართული ოცნების" ფოთის მერობის კანდიდატს, გოჩა კურდღელიას მიაჩნია, რომ ცენტრალური ხელისუფლება პროექტებს არჩევნებზე მიღებული შედეგების მიხედვით აფინანსებს. მან ამის შესახებ მოსახლეობასთან შეხვედრისას ილაპარაკა. ექსპერტის თქმით, ეს ტყუილია.  "დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რა შედეგი იქნება დადებული. ამას აქცევენ ყურადღებას ცენტრალურ ხელისუფლებაში შემდგომი პროექტებისათვის. როდესაც უკვე ირჩევა დიდი პროექტები რაიონებს შორის იმას აქცევენ ყურადღებას, რომელ ქალაქში რა მაჩვენებელი იყო, სადაც დიდი მაჩვენებელია ყველა...
ურბანული განვითარების პოლიტიკა დამუშავდება და დამტკიცდება თბილისის მიწათმოწყობის გენერალური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ქალაქის ყოველდღიურ განვითარებას მისი განვი¬თარების საერთო, გრძელვადიანი ხედვიდან გადახვევის გარეშე. მიიღება ზომები, რათა თბილისში, საბოლოოდ, სრულად აღმოიფხვრას ქაოტური და უსახური განაშენიანების პრობლემა: დადგინდება შენობის ფასადის იერსახის, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და გამწვანების, მშენებლობის ეკოლოგიური სტანდარტები, გამკაცრდება მშენებლობის კოეფიციენტის გაცემის წესი, უზრუნველყოფილი იქნება მშენებლობის უსაფრთხოების სტანდარტების განუხრელი დაცვა, შეიზღუდება სასაფლაოების გაფართოება ქალაქის...
ფიქრობს, რომ საქართველოში ორდონიანი თვითმმართველობა უნდა ჩამოყალიბდეს და რეგიონს მეტი უფლებამოსილება მიეცეს; ამბობს, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თვითმმართველ ქალაქ თელავში ბევრი რამ გაკეთდა და იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტთან გაერთიანების შემდეგ ბიუჯეტი არ შემცირდება. აცხადებს, რომ მისი საქმიანობის მთავარი მიმართულება მუნიციპალიტეტების განვითარების გეგმების შექმნა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვაა. რა გააკეთა, რას გეგმავს და როგორ ხედავს სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ინსტიტუტის როლს რეგიონის...
პარლამენტის წევრმა, ნაძალადევის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ზაზა გაბუნიამ, თემქაზე მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშაოები მერიის სპორტის საქალაქო სამსახურის უფროსთან, ირაკლი გვილავასთან ერთად დაათვალიერა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ნაძალადევის გამგეობაში განუცხადეს, ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია შესული, ძირითადი რკინა-ბეტონის სამუშაოები დასრულებულია და კომპლექსის მოპირკეთება მიმდინარეობს. მრავალფუნქციურ კომპლექსში განთავსებული იქნება დიდი და საშუალო ზომის საცურაო აუზები, სხვადასხვა სახეობის სპორტული დარბაზები,...
სამგორის რაიონის სოფელ წინუბანში თბილისის მერი დავით ნარმანია, საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ თემურ თორდინავასთან და სამგორის რაიონის გამგებელთან გიორგი ბაგრატიონთან ერთად, ახალგახსნილ საბავშვო ბაღს ესტუმრა. ბაღში თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და პარლამენტის დეპუტატები მარიამ ჯაში და შოთა ხაბარელიც იმყოფებოდნენ. დავით ნარმანიამ პატარებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და საჩუქრად წიგნები გადასცა. როგორც თბილისის მერმა განაცხადა, თბილისს შემოერთებულ სოფელში საბავშვო...
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით რეგიონებში პარტიის კანდიდატებს აშინებენ და მათზე ხორციელდება ზეწოლა. როგორც ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა პარტიის რამდენიმე წევრმა მოხსნა და ამის მიზეზი არის ის ზეწოლა, რომელიც სახელისუფლებო კანდიდატების მხრიდან ხორციელდება. „ყველა ეს შემთხვევა ხასიათდება ერთი და იგივე ხელწერით როდესაც ჩართული არიან ადმინისტრაციული ორგანოები, სამართალდამცავი ორგანოები. ხდება მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, ხდება კონკრეტული მაღალანაზრაურებადი სამუშაოს შეთავაზება სიიდან...
6-8 ოქტომბერს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში ბაჩანა ბრეგვაძის სახელობის ლიტერატურული კონკურსი ,,შემოდგომა რაჭაში - მწიგნობარი" გაიმართება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ეროვნული ბიბლიოთეკიდან აცნობეს, ლიტერატურული კონკურსი ეროვნული ბიბლიოთეკის მხარდაჭერით ტარდება. მასში სკოლის მოსწავლეები მიიღებენ მონაწილეობას. კონკურსანტები ცხრა ნომინაციაში შეავსებენ ტესტებს. კერძოდ: ისტორიული რომანი; კლასიკოსები; პოეზია, უპირველეს ყოვლისა; მეოცე საუკუნის მოთხრობა; თანამედროვე მწერლობა; პუბლიცისტიკა; საბავშვო მოთხრობა; თავისუფალი თემა; ბაჩანა ბრეგვაძე და მისი მრავალმხრივი შემოქმედება. გამარჯვებულებს საჩუქრები გადაეცემათ. წყარო: ინეტრპრესნიუსი
ჩემი მერობის დროს არსებითად შეუსრულებელი დაპირება არ მაქვს, გარდა ერთისა, - ასე უპასუხა ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ  შეკითხვას, თუ როგორ შეაფასებდა ის საკუთარ წინასაარჩევნო დაპირებებსა და უკვე ჩატარებულ სამუშაოებს მისი მერობის პერიოდის დასასრულს. კითხვაზე, თუ რომელი პროექტის განხორციელება ვერ მოახერხა მერობის პერიოდში, დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ეს არის ახალგაზრდული ცენტრი, რომლის პროექტი უკვე არსებობს, თუმცა განხორციელება ფინანსების გამო ვერ მოხერხდა. ”ჩემი...
„ქართული ოცნება“ აგონიაშია და ხმების მოსაგროვებლად ბაღის თანამშრომლებს იყენებს, - ამის შესახებ ნათქვამია "ერთობა - ახალი საქართველოს" განცხადებაში, რომელსაც პარტია ბაღების სააგენტოს მიერ სკოლამდელი დაწესებულებების თანამშრომელთა შესაძლო იძულების საკითხთან დაკავშირებით ავრცელებს. გიორგი ვაშაძის თქმით, ეს არის პირდაპირი და უტყუარი დამადასტურებელი ფაქტი, თუ როგორ იყენებს „ქართული ოცნება“ ადმინისტრაციულ რესურს. პოლიტიკური პლატფორმა ცესკო-სა და პროკურატურისგან ფაქტის დაუყონებლივ შესწავლას და მასზე მკაცრ რეაგირებას...
“ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე წყალმომარაგების კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” (GWP) წარმომადგენლებს შეხვდა. კახა კალაძის საარჩევნო შტაბში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა GWP-ის სამომავლო გეგმებსა და პრობლემების გადაჭრის გეგმებზე ისაუბრეს. როგორც GWP-ის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ცხადაძემ განაცხადა, მომდევნო 3 წლის განმავლობაში კომპანია სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განსახორციელებლად 200 მილიონი ლარის დახარჯვას გეგმავს. “თანხის დიდი ნაწილი დაიხარჯება ქსელის რეაბილიტაციისა და განვითარებისთვის. ჩვენ გვაქვს...
შეგახსენებთ, რომ უამინდობის გამო თუშეთში მისასვლელი ერთადერთ საავტომობილო გზაზე გადაადგილება შეფერხებულია. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონში მობილიზებულია ყველა შესაბამისი უწყება და სამსახური. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი გზის გაწმენდით სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს, ადგილზე იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი წარმომადგენლები. ომალოში მყოფი ტურისტები უსაფრთხოდ იმყოფებიან და ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებიან. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ერთი მამაკაცი,...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ