ზუგდიდში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელებიც წინასაარჩევნო პროცესების მონიტორინგს აწარმოებენ, ვითარებას აფასებენ, როგორც მეტ-ნაკლებად „მშვიდს და სტაბილურს“.
მათივე შეფასებით, გასული წლებისგან განსხვავებით, ზუგდიდში, სადაც ყოველთვის სჭარბობდა ემოციები და ხშირად იყო ფიზიკური დაპირისპირებები, ამ დროისთვის საარჩევნო გარემო გაცილებით გაუმჯობესებულია.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი არჩილ თოდუა იმედს გამოთქვამს, რომ მშვიდი გარემო შენარჩუნდება არჩევნების დასრულებლამდე.
„ჩვენი ორგანიზაცია აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და სულ ერთი...
აფხაზეთში ზაფხულში დაწყებული ბინადრობის მოწმობის გაცემის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. დოკუმენტის მიღებაზე უარს ამბობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებთა ნაწილი.
ირმა სოფელ ოტობაიაში ცხოვრობს. ის ენგურის ცენტრალური ხიდის გავლით ზუგდიდში ხშირად გადმოდის. ამბობს, რომ იძულებული გახდა ბინადრობის მოწმობის მისაღებად საბუთები ჩაებარებინა.
„მე პირადად უკვე ჩავაბარე, მაგრამ ორი თვე მაინც ჭირდება, რომ მოვიდეს პასუხი უარყოფითი ან დადებითი. როგორც ასეთი სანამ ამ საბუთებს არ ჩააბარებ...
2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს 30 საერთაშორისო ორგანიზაცია დააკვირდება. ორგანიზაციებმა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში რეგისტრაცია უკვე გაიარეს.
თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების სურვილი გამოთქვეს როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ისე სხვადასხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელებმა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, "საარჩევნო კოდექსის" თანახმად რეგისტრაცია გაიარეს და არჩევნებს დააკვირდებიან შემდეგი ორგანიზაციები: მალავის საარჩევნო კომისია, საერთაშორისო ორგანიზაცია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES), საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI), უკრაინის...
დღეს, დილის 8 საათიდან, არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება აიკრძალა.
"საარჩევნო კოდექსის" თანახმად, აკრძალულია კენჭისყრამდე 48 საათის განმავლობაში და კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება, გარდა არჩევნების შესაძლო მონაწილეთა და კენჭისყრის დღეს არჩევნების მონაწილეთა რაოდენობისა.
არჩევნების დანიშვნის დღიდან ცესკოს მიერ არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებამდე და ამ დღიდან 1 თვის განმავლობაში არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის...
დღეს საუბნო საარჩევნო კომისიებს ამომრჩეველთა დაზუსტებული საბოლოო სიები გადაეცემათ.
"საარჩევნო კოდექსის" თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიას გადასცემს ცესკოს მიერ დამოწმებულ ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაზუსტებულ საბოლოო ვერსიას. საუბნო კომისიებს გადაეცემათ როგორც საარჩევნო კომისიისთვის განკუთვნილი, ისე საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსიები.
საუბნო საარჩევნო კომისია ვალდებულია, ამომრჩეველთა ერთიანი სიის საჯარო ინფორმაციისთვის მიკუთვნებული ვერსია (ფოტოსურათების გარეშე) დაუყოვნებლივ გამოაკრას საუბნო საარჩევნო კომისიის შენობაში თვალსაჩინო ადგილას.
გარდა...
"მედიასაშუალებებით გავრცელდა ერთ-ერთი კანდიდატის განცხადება, თითქოსდა მისი წარმომადგენლების უფლებების განხორციელებას ექმნება საფრთხე. ამასთან დაკავშირებით ცენტრალური საარჩევნო კომისია აცხადებს, რომ საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია სრულად უზრუნველყოფს გამჭვირვალობის პრინციპების დაცვას, კენჭისყრის დღეს დაკვირვების უფლების მქონე პირებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს და ხელს შეუწყობს კანონით დადგენილი მათი უფლებების თავისუფლად განხორციელებას", - ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამასთან, დაკვირვების უფლების მქონე პირებს (დამკვირვებლები, საარჩევნო...
2017 წლის 21 ოქტომბერს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის არჩევნები გაიმართება. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) ამომრჩევლებსა და საარჩევნო პროცესის მონაწილე მხარეებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის (მუხლი 6) შესაბამისად, არჩევნების დღე - 21 ოქტომბერი არის უქმე დღე.
დამატებით შეგახსენებთ, რომ 21 ოქტომბერს ამომრჩევლები აირჩევენ 64 საკრებულოს 2058 წევრს და 64 მერს.
ინფორმაციას ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს.
საქართველოს მოსახლეობის 52% და ოფიციალურად რეგისტრირებული ამომრჩევლების 54% ქალია. როგორც სახელმწიფო პოლიტიკის დონეზე, ისე ქართული და საერთაშორისო არასამთვრობო ორგანიზაციების არაერთ კვლევასა და ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ქალთა უფლებების დაცვისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი. სხვადასხვა ქვეყნების, განსაკუთრებით კი ევროპისა და ამერიკის არჩევნების ანალიზისას, ხშირად ვხვდებით არჩევნებში მონაწილე პარტიებისა და კანდიდატების საარჩევნო პროგრამებისა და დაპირებების გენდერულ...
საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი, - ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.
”ეს ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მადლობა ღმერთს, ეს ვითარება შეიცვალა 2012...
„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის ორგანიზაცია სოფელ ერგეტში გუშინ მომხდარი ინციდენტის დროულად გამოძიებას და მასში მონაწილე პირების დასჯას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის მერობის კანდიდატმა ლელა ქებურიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, მსგავს შემთხვევებს სამართალდამცავები გაგებით ეკიდებიან და უნდათ ობიექტური გამოძიება ჩაატარონ, თუმცა მათ ამის საშუალებას ზემდგომი პირები არ აძლევენ. ქებურიამ მომხდარზე პასუხისმგებლობა ”ქართული ოცნების” მერობის კანდიდატს, ლაშა გოგიას და „ქართული ოცნების“...
მთავრობის გადაწყვეტილებით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაფარეულში მდებარე 430 კვ. მეტრი ფართობის არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი პირდაპირი მიყიდვის ფორმით, 6 450 ლარად საკუთრებაში შპს „ლოპოტას“ გადაეცა.
"ლოპოტა" ვალდებულია 12 თვის ვადაში 250 000 ლარის ინვესტიცია განახორციელოს.
"უძრავი ქონების საპრივატიზებო პირობების თანახმად, შპს „ლოპოტამ“ საპრივატიზებო თანხა ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში უნდა გადაიხადოს; 12 თვის ვადაში კი 25 ათასი ლარის ოდენობის ფულადი კომპენსაცია...
საავტომობილო გზების დეპარტამენტში, E70 ავტომაგისტრალის გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი (ლოტი I) გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის, ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა.
გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I) მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4 ზოლიანი ასფალტ–ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილების და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს.
ახალი საავტომობილო გზის მშენებლობა სრულად...
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, ირმა ინაშვილი ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ პროცესებში ჩართვისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ ინაშვილმა გუშინ ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვითარდება მძიმე პოლიტიკური პროცესები, რომელზეც პასუხისმგებელია გიორგი კვირიკაშვილის მთავრობა, რომელიც ხელისუფლებაში სწორედ ბიძინა ივანიშვილის წყალობით მოვიდა. ირმა ინაშვილი მოუწოდებს გიორგი კვირიკაშვილს, დატოვოს პრემიერ-მინისტრობის პოსტი და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხელისუფლებამ არ მოახდინოს ტოტალური გაყალბება,...
NDI-ის სადამკვირვებლო დელეგაცია უკვე თბილისშია და არჩევნებს ადგილობრივი ოფისის წარმომადგენლებთან ერთად დააკვირდება.
სადამკვირვებლო დელეგაციის მიზანი საქართველოში დემოკრატიული პროცესებისადმი საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერის დემონსტრირებაა. მუშაობის პროცესში დელეგაცია დაეყრდნობა NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიგნებებს, რომელიც საქართველოს ივლისში სტუმრობდა; ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლების შეფასებებს, რომლებიც საქართველოში აგვისტოდან იმყოფებიან.
დელეგაციას ხელმძღვანელობენ: კარლ ინდერფურტი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მარგარეთ კურანი, ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ლეიბორისტული პარტიიდან; რაინ...
სასტუმრო „გალერი პალასში“ საქართველოს ბუნებრივი და ეკონომიკური კაპიტალის დასაცავად, მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვაზე იმსჯელეს.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ მიმართა.
პროექტს - „ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით მოწყვლადი სასოფლო თემებისთვის საქართველოში“ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო კავკასიის რეგიონალური გარემოსდაცვით ცენტრთან (REC) ერთად ახორციელებს და ფინანსდება გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































