ცესკო ალეკო ელისაშვილის წარმომადგენლის განცხადებას ე.წ. კარუსელებთან დაკავშირებით გამოეხმაურა. როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ერთ შემთხვევაში დადასტურდა ხარვეზი, ორი შემთხვევა არ შეესაბამებოდა სინამდვილეს, ხოლო სხვა შემთხვევებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ინფორმაციის გადამოწმება. „ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია. ორ შემთხვევაში მოწოდებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამებოდა, 1 შემთხვევაში ინფორმაცია დადასტურდა, თუმცა ამომრჩეველს მიეცა არჩევნებში მონაწილეობის საშუალება, დანარჩენ შემთხვევებზე გავრცელებულ ინფორმაციას ვამოწმებთ“, - განაცხადა...
"სამართლიანი არჩევნების“ ზუგდიდის ოფისის კოორდინატორი ზუგდიდის სოფელ ინგირის #46-ე საარჩევნო უბნის გადასატანი ყუთის ხმების გაბათილებას ითხოვს. დავით აქუბარდიას განმარტებით, გადასატან ყუთში 35 ხელმოწერა დაფიქსირდა, მათ შორის, იმ ამომრჩევლების, რომელთაც ხმა საარჩევნო უბანზეც მისცეს. „35 ადამიანიდან ორმა ხმა გადასატან ყუთის საშუალებითაც მისცა და უშუალოდ საარჩევნო უბანზეც. ჩვენ დავწერეთ საჩივარი და ვითხოვთ გადასატანი ყუთის ბიულეტენების ბათილად ცნობას“, - აღნიშნა აქუბარდიამ. ზუგდიდის 67-ე საოლქო...
„არჩევნების დღეს საპოლიცო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა.”- განმარტავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია. წყარო: ტელეგრაფი
“პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლებმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ეზოში გამაფრთხილებელი აქცია გამართეს. მათ მთავრობას მოუწოდეს, არ გააყალბონ არჩევნები. “ჩვენ გამაფრთხილებელ აქციას ვუწყობთ ცენტრაურ საარჩევნო კომისიას, რომ არ გადაუცდეთ ხელი და არ გააყალბონ არჩევნები. მივმართავ კვირიკაშვილის მთავრობას, არ დაუწერონ ბოკერიას და მის გუნდს ის პროცენტი, რომელსაც აპირებენ, რომ დაუწერონ, გვაქვს ინფორმაცია. ამიტომ, ახლა აქ მოვედით გამაფრთხილებელი აქციით, პროტესტი ცოტა სხვაგვარი ვიცით პატრიოტთა ალიანსმა”,-...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამომრჩეველთა აქტივობა 15:00 საათის მდგომარეობით 29.84% -ია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით არჩევნებზე 1 026 430 ამომრჩეველი მივიდა. იხილეთ დოკუმენტი სრულად
ხარაგაულში, #48.08 ვარძიის საარჩევნო უბანზე, პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წარმომადგენელი კომისიის წევრთა უფლებებში ჩარევას ცდილობდა. ამის თაობაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა კომისიას საჩივრით მიმართა. კომისიამ საჩივარი იმ მოტივით არ მიიღო, რომ ის არასრულყოფილად იყო შედგენილი. კომისიის საქმიანობაში პარტიის წარმომადგენლისგან ჩარევის მცდელობის ფაქტი კომისიის თავმჯდომარე ფრიდონ ხიჯაკაძემ დაგვიდასტურა. თუმცა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს საჩივარი განმეორებით აღარ წარუდგენია. წყარო: ჩემიხარაგაული ფოტო: ჩემიხარაგაული
ამ წუთებში დაბა ნასაკირალში 59-ე უბანზე დაფიქსირებული ორი შემთხვევის გამო საჩივარს "ევროპული საქართველოს" კომისიის წევრიო წერს. სარჩელში აღნიშნულია, რომ ამომრჩრევლებს იმ ბიულეტენს არ აძლევენ, რომლითაც მუნიციპალიტეტის მერის არჩევა უნდა მოხდეს: "უკვე მეორე შემ,თხვევა დაფიქსირდა, რომ ამომრჩევლებს მხოლოდ ორი ბიულეტენი მისცეს. მალავენ იმ ბიულეტენებს, რითიც მუნიციპალიტეტის მერის არჩევა უნდა მოხდეს. იწერება საჩივარი და მივმართავთ საოლქო კომისიას, რომ ამაზე მოახდინოს დროული რეაგირება"--გვითხრეს...
”დავით თარხან - მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენელი დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდლარის #21 საარჩევნო უბნიდან გააძევეს. როგორც ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში დმანისის #24-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ლონგინოზ ყულიაშვილმა განაცხადა ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ კომისიის წევრი #21 საარჩევო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში მივიდა, ფაქტი ,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დააფიქსირა. ,,კომისიის წევრი ,,პატრიოტთა ალიანსიდან“ საარჩევნო უბანზე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შედგა შესაბამისი აქტი და ის გაძევებული...
სოფელ დვაბზუში #25-ე  საარჩევნო უბნის მიმდებარედ 2 პოლიციის შკოდა და 1 სამხედრო პიკაპი იყო მობილიზებული. როგორც ისინი ჩვენთან საუბარში აცხადებენ,  ისინი მიმდებარე ტერიტორიას იმისთვის აკონტროლებენ, რომ სიმშვიდე იყოს დაცული. კადრში დაფიქსირებისთანავე კი მათ აღნიშნული ტერიტორია დატოვეს. https://www.youtube.com/watch?v=1Bf63w_3Yjc&feature=youtu.be წყარო: გურიის მოამბე ფოტო: გურიის მოამბე
გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ განაცხადა. კალაძემ ამომარჩეველს აქტიურობისკენ მოუწოდა. „არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ და თავისუფალ გარემოში. გამარჯვებამდე სულ რამდენიმე საათი დარჩა და კიდევ ერთხელ მინდა მივმართო, ვთხოვო ჩემს მხარდამჭერებს - გააქტიურდით, მობრძანდით, დააფიქსირეთ თქვენი საზოგადოებრივი ვალი. ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და დავიწყებთ სიცოცხლით სავსე ქალაქის მშენებლობას. გამარჯვებამდე დარჩა რამდენიმე საათი და ჩვენ აუცილებლად...
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თელავის საარჩევნო შტაბის უფროსი ბენო გეგეჭკორი მე-6 საარჩევნო უბანზე მომხდარ ინციდენტზე საუბრობს. მისი განცხადებით, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ჟურნალისტმა მმართველი პარტიის აგიტატორის ავტომობილიდან ამომრჩეველთა სია უნებართვოდ აიღო. „ჟურნალისტის პროვოკაციური ქცევა და აგიტატორებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა იმის მანიშნებელია, რომ აღნიშნული არხი ცალსახად წარმოადგენს მხარეს. როდესაც აგიტატორის მანქანიდან სიას იპარავ, უხეშად არღვევ ჟურნალისტის ეთიკისა და ქცევის ნორმებს“, - განაცხადა ბენო...
თელავში სამოქალაქო აქტივისტებმა თვითმმართველობის არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ბიულეტენებში სიტყვა ცხვარი შემოხაზეს. ბიულეტენებს ერთ-ერთი აქტივისტი არჩილ მჭედლიშვილი საკუთარ facebook-გვერდზე აქვეყნებს. თელაველთა ნაწილი ამგვარად აპროტესტებს ქალაქ თელავისთვის თვითმმართველი ერთეულის სტატუსის გაუქმებას. ?"თელავი უნდა იყოს თვითმმართველი ქალაქი. შესაბამისად, არ ვემხრობი და არ ვიზიარებ ქალაქისა და თემის გაერთიანების ინიციატივას, ამიტომ პროტესტის ნიშნად ბიულეტენებში ჩავწერე და შემოვხაზე ცხვარი. ეს არის ჩემი სამოქალაქო პოზიცია", – აცხადებს...
საგარეჯოს საარჩევნო ოლქის სოფელ ქეშალოს 41–ე საარჩევნო უბანზე ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელსა და საუბნო კომისიის მდივანს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის" წარმომადგენელმა ირინა კასრაძემ განაცხადა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა ორგანიზაციის კოორდინატორს, უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ,,უბანზე მოვიდა ჩვენი კოორდინატორი, რომ მე ჩავენაცვლებინე. კომისიის მდივანი მოიკითხა, რომელიც გასული იყო უბნიდან. მოსვლის შემდეგ კომისიის მდივანმა სრულიად უმიზეზოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა...
ფოთში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობს, - ამის შესახებ ,,დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მერობის კანდიდატმა ოთარ ხარჩილავამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, უბნებზე მისულ მათ მხარდამჭერებს ხმის მიცემის უფლებას არ აძლევენ. ოთარ ხარჩილავას ინფორმაციით, არის უბნები, სადაც ისეთი ამომრჩევლები არიან დაფიქსირებული, რომლებიც კონკრეტულ საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული არ არიან. მისივე განცხადებით, გუშინ საღამოს 70-ე საოლქო საარჩევნო კომისიიდან 100 ბიულეტენი მოიპარეს. 70-ე საოლქო საარჩევნო...
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, დუშეთის მე-13 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული სახის ბიულეტენები არ აღმოჩნდა. ცესკოს პრესსპიკერის, ანა მიქელაძის, განცხადებით, აღნიშნულ უბანზე იყო ორი სახის – მერისა და პროპორციული საარჩევნო ბიულეტენები. მიქელაძის ინფორმაციით, ოლქმა განკარგულებით მიიღო გადაწყვეტილება და საარჩევნო უბანს მაჟორიტარული ბიულეტენები მიეწოდა. „დაწერილია საჩივარი. ამ უბანთან დაკავშირებით შესაბამისს გადაწყვეტილებას კანონითდადგენილ ვადებში საარჩევნო ადმინისტრაცია მიიღებს,“ – განაცხადა ანა მიქელაძემ. წყარო: fortuna.ge ფოტო: fortuna.ge
https://www.youtube.com/watch?v=QoGzr54dFZQ&feature=youtu.be მარნეულში სპეცრაზმია მობილიზებული. სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მარნეულში, პოლიციის შენობასთან ორი ე.წ. ყვითელი ავტობუსებით მივიდნენ. ავტობუსების გარდა ესკორტში არის რამდენიმე სპეცდანიშულების მანქანაც. სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლები საარჩევნო უბნებზე არ გამოჩენილან. წყარო: ინტერპრესნიუსი

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ