თბილისის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარემ ლევან ჟორჟოლიანმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. შეხვედრას, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, სახალხო დამცველის წარმომადგენელი და თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე ესწრებოდნენ.
ლევან ჟორჟოლიანის თქმით, შეხვედრის მიზანი იმ საკითხების განხილვა იყო, თუ რა კუთხით ხედავს არასამთავრობო სექტორი საკრებულოსთან თანამშრომლობას.
„მუნიციპალიტეტის დონეზე ყველაფერი ადამიანის უფლებებთანაა დაკავშირებული, დაწყებული ტრანსპორტით, დამთავრებული გარემოს დაცვით. ამ საკითხში თვითმმართველობების დონეზე მოქალაქეთა ჩართულობა ძალიანმნიშვნელოვანია,“- განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები წარადგინეს.
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა თათული თოდუამ რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, საკრებულოში მოქალაქეთა მხრიდან ინიციატივების დაყენების საკითხი უნდა გამარტივდეს. მანასევე უსახლკაროთათვის საცხოვრებლის უფლების მინიჭებაზე, გარემოს დაცვის კუთხით არსებულ პრობლემებზე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვაზე ისაუბრა.
შეხვედრაზე გამოითქვა ინიციატივა თბილისში მიუსაფარ ბავშვთა დაცვის ცენტრის აღდგენის შესახებ. ეს საკითხი ბავშვთაუფლებების დაცვის ცენტრის წარმომადგენელმა ბელა სარიამ დააყენა. მისი განცხადებით, ასეთი ცენტრი 2006 წელსგაურკვეველი მიზეზების გამო დახურეს. მისივე თქმით, თუკი ასეთი ცენტრი იარსებებს, კარგი იქნება, თუ რეფერირებისსისტემის საპრევენციო რგოლის ფუნქციას მუნიციპალიტეტი თავის თავზე აიღებს.
შეხვედრაზე ასევე შშმ პირთა უფლებების დაცვაზე და თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის ფარგლებშიკერძო მესაკუთრეთა უფლებების დაცვაზე ისაუბრეს.
უმსხვილესი თურქული ენერგეტიკული ჰოლდინგი "ჩალიკ ენერჯი“ შიდა ქართლში 50 მეგავატი სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს, რისთვისაც 75 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. ამის შესახებ თურქეთში სამუშაო ვიზიტით მყოფმა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა "ჩალიკ ენერჯის“ დამფუძნებელთან და ხელმძღვანელთან აჰმედ ჩალიკთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველოში ქარის ელექტროსადგურის ასაშენებლად "ჩალიკ ენერჯი“...
ქობულეთში სოფელ ჯიხანჯურში ადგილობრივები 4 თვის წინ მეწყრის შედეგად დაზიანებული შიდა სასოფლო გზის გამაგრებას ითხოვენ. მოსახლეობა შიშობს, რომ მიწა მცოცავია და შესაძლოა გზის გარეშე დარჩნენ. ინფორმაციას "აჭარის ტელევიზია" ავრცელებს.
საგზაო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ამ ტერიტორიის გამაგრება სწორედ მცოცავი მიწის გამო ვერ მოხერხდება, ამიტომ ტერიტორიას პერიოდულად ნატანით შეავსებენ. ერეკლე კახიძის ინფორმაციით, სექტემბერ-ოქტომბერში მეწყრით 64 ობიექტი დაზიანდა, რომელთა გამაგრება- რეაბილიტაციისთის პროექტების დამუშავება...
ხულოს მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერის მოადგილედ დავით ვანაძე დაინიშნა. მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა მელაძემ დღეს ახლადდანიშნული მოადგილე მერიის თანამშრომლებს ოფიციალურად წარუდგინა.
დავით ვანაძე 1986 წლის 6 ივნისს ხულოში დაიბადა, 2003 წელს დაამთავრა სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლა; 2004-2008 წლებში სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე. მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია (ბაკალავრი); 2008-2010 წლებში სწავლობდა ქ. ბათუმის ბათუმის შოთა...
ლოჯისტიკური ცენტრი შუახევში, დაბაში, რუსთაველის ქუჩის # 71-ში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე აშენდება. ინფორმაციას შუახევის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
ამავე წყაროს თანახმად, სამუშაოებს შპს "უნივერსალი“ აწარმოებს;
მიმდინარე სამუშაოებს მუნიციპალიტეტის მერი ფრიდონ ფუტკარაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი დავითაძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად გაეცნო.
"პროექტი აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ აგროპროექტების მართვის ცენტრის 2017-2018 წლის ქვეპროგრამის "ადგილობრივად წარმოებული პროდუქციის რეალიზაციის ხელშეწყობის’’- ფარგლებში ხორციელდება. ცენტრი...
ახალციხის ახალი მოწვევის საკრებულოს დეპუტატებს მოსახლეობასთან არცერთი საჯარო შეხვედრა არ გაუმართავთ. დეპუტატები ამბობენ, რომ ხალხს "დილა–საღამოს ხვდებიან". ინფორმაციას "სამხრეთის კარიბჭე" ავრცელებს.
ახალციხის საკრებულოში 33 დეპუტატია. ამათგან 18 მაჟორიტარია – 3 ქალაქ ახალციხის, 15 კი თემის და 15 პროპორციული სიით გასული წევრი. საკრებულოს მიერ 2017 წლის 14 ნოემბერს მიღებული რეგლამენტის თანახმად, "საკრებულოს წევრი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული გრაფიკის შესაბამისად, სამ...
ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მერიის სამი სამსახურის ახალი უფროსები თანამშრომლებს წარუდგინა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსად, აფრასიონ ლურსმანაშვილი დაინიშნა, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსად, თემურ თაბუკაშვილი, ხოლო შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს გიორგი ჭყოიძე უხელმძღვანელებს.
"გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ ჩვენი ქვეყნის და მოსახლეობის საკეთილღეოდ. ახალგაზრდები ხელისუფლებაში არის სწორად შერჩეული სტრატეგია ეკონომიკურად და ფინანსურად ძლიერი, დემოკრატიული, განვითარებული სახელმწიფოს შესაქმნელად....
ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვის გაუცემლობა მუსლიმთა თემმა სასამართლოში გაასაჩივრა. პირველი პროცესი დღეს არის დანიშნული. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
ბათუმის მერიის წინააღმდეგ სარჩელი მუსლიმმა თემმა 2017 წლის 10 ივნისს შეიტანა. ისინი მათ მიერ შეძენილ მიწის ნაკვეთზე მეჩეთის მშენებლობაზე ნებართვის გაცემას ითხოვენ. გარდა ამისა ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული მოპყრობის ფაქტების დადგენასაც მოითხოვენ.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ მშენებლობის ნებართვაზე უარი ბათუმის მერიის მხრიდან დისკრიმინაციული...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე გამავალი 220 კვ–იანი საჰაერო ელ.გადამცემი ხაზის -"ხობი 2–ს“ მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების ანგარიში გაიმართა.
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ანგარიში შპს "გამა კონსალტინგის“ წარმომადგენელმა გიორგი ბჟალავამ წარადგინა.
შეხვედრას შპს "გამა კონსალტინგის“ გარემოს დაცვითი პროექტების კოორდინატორი ჯუღული ახვლედიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი მაია ჯოლოხავა, მშენებელი ორგანიზაცია შპს "კავკასუს როუდ პროჯექტის“...
2015-2016 წლებში ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის გამგეობას გამგებელ ზაზა ურუშაძისგან და მისი მამისგან - ილია ურუშაძისგან 2 ავტომობილი ჰყავდა ნაქირავები, რაც "საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევაა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში წერია.
უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტი, ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გარდა, საკუთარი უფლებამოსილების განსახორციელებლად, იყენებდა კერძო პირებისგან იჯარით აყვანილ ავტომობილებს. კერძოდ, მუნიციპალიტეტის გამგებელი სარგებლობდა 2 ავტომობილით, რაზეც გაფორმებულია საიჯარო...
წინა სტატია
ახმეტის კულტურის სახლში მთიანი რეგიონების შემაერთებელი გზების პროექტზე მსჯელობა უნდა გამართულიყო, თუმცა ჩაიშალა. საქმე ეხება სნო - ჯუთა - როშკა - შატილი - ომალო - ხადორის ხეობა - ბაწარას გზის მშენებლობას, რომელიც ერთმანეთთან დააკავშირებს ახმეტის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
თუშეთის გზის მშენებლობასთან დაკავშირებით საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ გზის ამ მიმართულებით დაპროექტება ჯერ დასრულებული არ არის და საჯარო განხილვა მოგვიანებით...
ხობის მუნიციპალიტეტის პირველი მაისის ადმინისტრაციული ერთეულის საჩოკორაიოს უბანში, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
ინფორმაციას ხობის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. ამავე წყაროს თანახმად, რეაბილიტირებული გზა ხობის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქაჯაიამ და მერის პირველმა მოადგილემ ვარაზ გაბედავამ დაათვალიერეს.
პროექტის თანახმად, 2200 მეტრ მანძილზე დაიგო ცემენტ-ბეტონის საფარი, მოეწყო ეზოებში შესასვლელები და მილ-ხიდები. დასაქმდა 30 ადამიანი. სამუშაოს ღირებულება 560 000...
ყოფილი პოლიტპატიმარი ზესტაფონის მერის იმპიჩმენტს ითხოვს. გიორგი გოგლიჩიძე კახაბერ მახათაძეს ელიტურ კორუფციაში ადანაშაულებს. ინფორმაციას kutaisipost.ge ავრცელებს.
გოგლიჩიძის თქმით, მერის გარემოცვა სილიკომანგანუმის ქერქულ ნარჩენებს მძიმე ტექნიკით ღამით ჩუმად და უკანონოდ მოიპოვებს. გოგლიჩიძე ითხოვს, რომ კახაბერ მახათაძე დაკითხონ შესაბამისმა უწყებებმა, საქმე კი შსს მინისტრმა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა პირად კონტროლზე აიყვანონ.
"ფაქტთან დაკავშირებით მერთან შესული იყო საკრებულოს წევრი და უთხრა, რომ უკანოობა აღეკვეთა.ამის ნაცვლად,...
თბილისის მერიამ დედაქალაქში ის 14 ქუჩა განსაზღვრა, სადაც 1 მარტიდან მიკროავტობუსებს გაჩერება მხოლოდ საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის განსაზღვრულ ადგილებში შეეძლებათ. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ განაცხადა.
1 მარტიდან მიკროავტობუსები გაჩერებას ვაჟა-ფშაველას, შოთა რუსთაველის, ალექსანდრე ყაზბეგის, დავით აღმაშენებლის, ილია ჭავჭავაძის, მარშალ გელოვანის გამზირებზე, მერაბ კოსტავას, პეტრე მელიქიშვილის, ვახტანგ გორგასლის, ჟიული შარტავას, პეკინის, ჯორჯ ბუშის ქუჩებზე, ასევე, დავით აღმაშენებლის ხეივანსა და კახეთის...
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდმა გორის მუნიციპალიტეტში 11 ინფრასტრუქტურული პროექტი უკვე დააფინანსა. გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, პროექტების ღირებულება ჯამში, 7 039 835 ლარს შეადგენს.
ამავე წყაროს თანახმად, ფონდის თანადაფინანსების წილი 4 637 092 ლარით განისაზღვრა, ხოლო პროექტების ღირებულების 34% ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.
გარდა ამისა, გორის მერიამ 7 პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვაზე უკვე გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი.
ქალაქ გორში 8, ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში 3 ინფრასტრუქტურული პროექტი...
"დუშეთის განვითარების ფონდმა'' დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში მოქალაქეთა ელექტრონული პეტიციების პლატფორმის - ichange.gov.ge-ის პრეზენტაცია გამართა.
მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სახელმწიფომ "ღია მმართველობის პარტნიორობის" (OGP) ფარგლებში სამოქმედო გეგმით აიღო.
დუშეთის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, პეტიციის შექმნა საჯარო პოლიტიკაში საზოგადოების ჩართულობის, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებებსა და საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საქართველოს მთავრობისა და საზოგადოების დაახლოების ხელშწყობას ისახავს მიზნად.
ამავე წყაროს თანახმად, შეხვედრას დუშეთის...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































