საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე ევროპის საინვესტიციო ბანკის მისიის წარმომადგენლებთან ერთად, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე მიმდინარე საპროექტო სამუშაოებს გაეცნო.
დეპარტამენტის ცნობით, ევროპის საინვესტიციო ბანკი ჩუმათელეთი-არგვეთას გზის 2 მონაკვეთის მშენებლობას დააფინანსებს, კერძოდ, კი ჩუმათელეთი- ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას.
უწყების განცხადებით, საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. პროექტზე ჯამში 1 მილიარდამდე დოლარი დაიხარჯება. საპროექტო...
ბათუმის კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში მიმდინარეობს ჯავახიშვილის ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობა, რომლის გავლითაც სანიაღვრე წყლები არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურში უნდა გადაიტუმბოს. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.
კოლექტორის მშენებლობა 2019 წლის IV კვარტალში დასრულდება.
პროექტი გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება.
სამუშაოების ღირებულება - 3,6 მლნ ევროს შეადგენს.
საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და აზიის განვითარების ბანკის ცენტრალური და დასავლეთ აზიის გენერალურმა დირექტორმა, ვერნერ ლიპახმა. შეხვედრა ფინანსთა სამინისტროში გაიმართა. ინფორმაციას თავად უწყება ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო და მხარეებმა განიხილეს აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით საქართველოში მიმდინარე პროექტები.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსოს ისეთი პროექტები, როგორიცაა...
„მომავალი წლიდან, რეგიონული განვითარების ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5%-იანი თანამონაწილეობა აღარ იქნება“ - ამის შესახებ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დღეს, წრმომადგენლებთან თათბირის დროს განაცხადა.
მერის ინფორმაციით, ეს მნიშვნელოვანი შეღავათი იქნება ბიუჯეტისთვის და გამოთავისუფლებული თანხები დეფიციტურ მიმართულებებზე გადანაწილდება.
ნიკოლოზ თოფურიძემ დღევანდელ შეხვედრაზე, წარმომადგენლებისგან, სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოებსა და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიიღო ინფორმაცია.
ნიკოლოზ თოფურიძემ წარმომადგენლებს, მოსახლეობისთვის, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ...
ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახური ტროტუარზე ავტომობილების არასწორ პარკინგზე კონტროლს ამკაცრებს. ზედამხედველობის სამსახურმა უკვე დააჯარიმა რამდენიმე მოქალაქე, თუმცა მანამდე მათ გაფრთხილება მისცეს. ინფორმაციას IPN-ი ავრცელებს.
მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, ზვიად ჯავახიას თქმით, აღნიშნული ქმედება პირველ ჯერზე გაფრთხილებას, ხოლო განმეორების შემთხვევაში დაჯარიმებას ითვალისწინებს.
"ჩვენ მივმართეთ სასამართლოს და 500-500 ლარით უკვე დაჯარიმდნენ მოქალაქეები," - თქვა ზვიად ჯავახიამ.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიამ დაასრულა მეოთხე მუხლის კონსულტაციები და "გაფართოებული მექანიზმით" მხარდაჭერილი საქართველოს პროგრამის მეორე მიმოხილვა. ამასთან დაკავშირებით კანცელარიაში შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლები, ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე და ეკონომიკის მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდნენ. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.
„გასულ და მიმდინარე წელს, დაიწყო ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის რეალიზაცია, მათ შორისაა, რიკოთის მონაკვეთის ოთხივე სექცია, სამხრეთის მაგისტრალი რუსთავიდან...
თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო 10 მშენებარე ბაგა-ბაღის ინვენტარის შესასყიდად ტენდერს აცხადებს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
მერიის ცნობით, შესაძენ ინვენტარს შორისაა ავეჯი, სამზარეულოს დანადგარები, საოჯახო ელექტროტექნიკა, ჭურჭელი და სხვა საჭირო ნივთები.
დედაქალაქში მიმდინარე წლის ბოლომდე 10 ახალი საბავშვო ბაგა-ბაღი გაიხსნება. სამშენებლო სამუშაოები თითქმის ყველა ობიექტზე დასრულებულია. ამჟამად შიდა სარემონტო სამუშაოები და ტერიტორიების კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
„ახალი ბაღები წელს საბურთალოს, გლდანის, ვაკის, ნაძალადევის, დიდუბისა და...
"დღეს ჩვენ ვიწყებთ ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ესაა ცინცაძე - კარტოზიას პროექტი", - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
"დღეს ვიწყებთ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას. ეს არის ახალი სატრანსპორტო კვანძი. ამ პროექტის განხორციელება დაახლოებით 2 700 000 ლარი დაჯდება და ხუთ თვეში დასრულდება. მოეწყობა ორდონიანი კვანძი გზაგამტარი,რომელიც უზრუნველყოფს ცინცაძე - კარტოზიას ქუჩაზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად მოძრაობას.
ასეთი...
თბილისის მერია ზოგიერთ ქუჩაზე გამავალ მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებთან დაკავშირებით "თელასს" მიმართავს.
"ეს მგონია, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, არამხოლოდ ელექტროგადამცემ ხაზებების მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებისთვის, არამედ, ქალაქში გადაადგილებაშიც გარკვეულ შეფერხებებს იწვევს.
როგორც ვიცი ბატონ ილიას დაწყებული აქვს მოლაპარაკებები თელასთან, რომ მოხდეს ელექტროგადამცემი ხაზების მიწაში ჩადება. ეს მნიშვნელოვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ ჩვენ გამოვათავისუფლებთ ამ ქუჩებზე ძალიან დიდ მოცულობას და შესაძლებელი იქნება თავისუფლად გადაადგილება და ასევე მნიშვნელოვანია, უსაფრთხოების თვალსაზრისით", - განაცხადა კახა...
ასე ხდება, როცა ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი შემოსავლები ცოტა აქვს და მუდმივად ცენტრს შეჰყურებს ხელებში. ვფიქრობთ, დროა, რეალური ფისკალური დეცენტრალიზაცია დავიწყოთ!
რატომ არ ვენდობით ადგილობრივ ხელისუფლებებს? იმიტომ, რომ ისინი ხშირად ჩვენ გარეშე წყვეტენ, რა გვჭირდება, რომელი პრობლემის გადაჭრას ვითხოვთ. სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტებმა მანკიერი ტრადიცია არც წელს დაარღვიეს და ადგილობრივი ბიუჯეტები კვლავ მოქალაქეთა მონაწილეობის გარეშე მიიღეს.
რა ხდება თქვენს მუნიციპალიტეტში? ჩართულხართ როდესმე პრიორიტეტების შედგენასა თუ პროექტების დაგეგმვაში? როგორ ვაიძულოთ ადგილობრივი ხელისუფლება, რომ გადაწყვეტილებები ჩვენი მონაწილეობით მიიღოს? ვფიქრობთ, ღირს ამ საკითხზე მსჯელობის დაწყება.
ქართული სპორტის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმს შეუერთდება. რეორგანიზაციის შესახებ დადგენილება საქართველოს მთავრობამ მიიღო. დადგენილების თანახმად, სსიპ – საქართველოს ეროვნული მუზეუმი სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის უფლებამონაცვლედჩაითვლება. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაევალა. ღონისძიებები 2018 წლის 1 ივნისამდე უნდა დასრულდეს.
მთავრობის დადგენილება „სსიპ – ქართული სპორტის მუზეუმის სსიპ – საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან მიერთების გზით...
დიდი ლიახვის ხეობიდან დევნილ ოჯახებს თუნუქის ფურცლები კენჭისყრის შედეგად დაურიგეს. ადგილობრივების განცხადებით, სახურავებისთვის განკუთვნილი მასალა ქურთას მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა, საკუთარ სტრუქტურულ ერთეულს დაქვემდებარებული მოსახლეობის, მხოლოდ, 30%-ს მისცეს. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
ამის მიზეზად არასაკმარისი თანხები სახელდება, რომლითაც თუნუქის ფურცლების შესყიდვა სრულად ვერ განხორციელდა. სამშენებლო მასალის განაწილება კი, კენჭისყრით გადაწყვიტეს. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ სხვა ოჯახები თუნუქის ფურცლებს მომავალი წლისთვის მიიღებენ.
სამაგიეროდ,...
ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ფარგლებში განხორციელდება შენობის რეკონსტრუქცია, დამონტაჟდება გათბობისა კონდიცირების სისტემები, გამოიცვლება სველი წერტილები და ელექტროგაყვანილობა, დამონტაჟდება სცენის განათება-გახმოვანება, მოეწყობა თეატრის ეზო. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.
შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. დამონტაჟდება პანდუსები.
სარეაბილიტაციო სამუშაოები ივნისში დაიწყება და 2018 წლის ბოლომდე დასრულდება. პროექტის ღირებულება 534 655 ლარია. თანხა საქართველოს კულტურის სამინისტრომ გამოყო.
თოჯინების თეატრი ქუთაისში 1946 წელს ყოფილი ღვინის სარდაფის...
ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მომუშავე საპროექტო კომპანიას სამთავრობო კომისია გამოავლენს. ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.
მცხეთის განვითარების ახალ გეგმაზე მუშაობა 2014 წელს დაიწყო, თუმცა ისტორიული და მსოფლიო მნიშვნელობის მქონე ქალაქის განვითარება ამ დრომდე არ დაწყებულა. გეგმაზე მუშაობის დასრულებამდე, 2015 წლის აგვისტოში, მთავრობამ იუნესკოს რეკომენდაციით, მცხეთაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების გასხვისებასა და იქ მშენებლობაზე მორატორიუმი გამოაცხადა. იუნესკომ მცხეთის ისტორიული ძეგლები საფრთხის...
მალთაყვის უბნის განაშენიანების რეგულირების გეგმა, რომელიც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დაკვეთით მომზადდა, 16 აპრილს ფოთში საჯარო შეხვედრაზე განიხილეს. პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოქალაქეები, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი ნინო გვენცაძე და დეპარტამენტის ექსპერტ-კონსულტანტი კახა ნიაური ესწრებოდნენ.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის 31 მარტის №632 განკარგულების შესაბამისად, ფოთში მალთაყვის უბნის ქალაქთმშენებლობითი...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































