გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას ზუგდიდის მერიამ შეუსრულებელ ვალდებულებებთან დაკავშირებით პრეტენზიით მიმართა. საქმე ეხება ქალაქში წყალარინების და კანალიზაციის პროექტის ფარგლებში გადათხრილ ქუჩებს და დღემდე ამოუვსებ ორმოებს, რომელიც მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის. ამის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიამ განაცხადა ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე ბათლომე შელიას კითხვის პასუხად, რატომ ვერ მოხდა პრობლემის მოგვარება და რატომ ვერ ავალდებულებენ კომპანიას, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
"ჩვენს...
დეპუტატი და ფრაქცია ''მრეწველების'' თავმჯდომარის მოადგილე მერიის სამსახურებს საკრებულოსთან მეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ ედიტა კოდუამ ინფრასტრუქტურული პროექტების მართვის სამსახურის ანგარიშის მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, კარგად ესმის, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას არ აქვს ფუფუნება ყველა პროექტის ერთდროულად განხორციელების, თუმცა უნდა მერიის სამსახურებმა საკრებულოს წევრებთან მეტი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვან. ეს იმისთვის, რომ ჩართულები იყვნენ როგორც ბიუჯეტის ფორმირების პროცესში, ასევე გრძელვადიანი პროექტების...
წინა სტატია
ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მეათე საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის ავტობუსის გამოყოფის საკითხზე იმსჯელეს. ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ლაგვილავამ განაცხადა, რომ მეათე საჯარო სკოლაში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო მოსწავლეებს შორი მანძილის გავლა უწევთ. დეპუტატმა დააყენა საკითხი, თუნდაც დაწყებითი კლასის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის შესახებ. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
საპასუხოდ მერიის ტრანსპორტის განყოფილების უფროსმა, დავით ხუბუამ განაცხადა, რომ ამ საკითხზე...
საკრებულოს წევრი და ფრაქცია "კონსერვატორების“ თავმჯდომარის მოადგილე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა დანიშნულების ინფრასტრუქტურის აღდგენა-მოწესრიგებას ითხოვს. საუბარი შეეხება ერთის მხრივ დადიანის ქუჩაზე სათამაშო მოედნის რეკონსტრუქციას, ასევე საფეხბურთო მოედნების რემონტს და მოვლა პატრონობას. კონსტანტინე კაკავას ინიციატივაა სკეიტპარკის დაზიანებულ ტერიტორიაზე ზრუნვაც. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს.
დეპუტატის თქმით, სათამაშო მოედანი, რომელიც რამდენიმე წლის წინ კერძო შემოწირულობებით მოეწყო, დღეს ფაქტობრივად მოშლილია და უსაფრთხოების ნორმებსაც ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ბავშვებისთვის...
საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრი მირდატ ქამადაძე, ბათუმის მერს წინასაარჩევნო დაპირების შესრულებას სთხოვს. მისი განცხადებით ნაგავსაყრელის პრობლემა, დღემდე არ მოგვარებულა. საკრებულოს ოპოზიციონერი წევრი მომავალ სხდომაზე ბათუმის მერის დაბარებას და ამ საკითხზე განმარტებების გაკეთების მოთხოვნას დააყენებს. ინფორმაციას აჭარის ტელევიზი ავრცელებს.
მირდატ ქამადაძე აღნიშნავს, რომ მდინარე ჭოროხის შესართავთან არსებული ნაგავსაყრელი ამორტიზებულია და ტურისტულ ზონაში მძაფრი არასასიამოვნო სუნო დისკომფორტს უქმნის ვიზიტორებს. ბათუმის მერიაში ამ საკითხზე...
წინა სტატია
"ქალაქის ჩაბეტონებას არავინ არ ფიქრობს" - ასე პასუხობს ბათუმის მერი მოქალაქეებს, რომლებმაც გუშინ აქცია გამართეს ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. მის ორგანიზატორებს კი მერმა არაკომპეტენტურები უწოდა და ეჭვი გამოთქვა, რომ გამოსვლები შესაძლოა პოლიტიკურ პროცესებს უკავშირდებოდეს, თუმცა არჩევნები იგულისხმა თუ რაიმე სხვა კომახიძე არ დაკონკრეტებულა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზი ავრცელებს.
ლაშა კომახიძე ამბობს, რომ ქალაქის სწორი განაშენიანებისთვის და ისტორიული ნაწილის დაცვისთვის იმაზე მეტი...
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო აკეთში მოსახლეობა სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პრობლემებზე საუბრობს, მათგან ადგილობრივებს ყველაზე მეტად ბუნებრივ აირს არ ქონა აწუხებთ და გაზიფიცირებას ითხოვს. ინფორმაციას გურია TV ავრცელებს.
https://www.youtube.com/watch?time_continue=16&v=mfl4USyViS0
დედაქალაქში მოძრავ ავტობუსებში უფასო WI-FI იქნება. აღნიშნული სერვისით, დედაქალაქის მერია 2019 წლის ბოლომდე ყველა ავტობუსის აღჭურვას გეგმავს. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
თბილისის სატრანსპოსტო კომპანიის ცნობით, სერვისი 2019 წლის იანვრიდან, ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად დაინერგება.
"იგეგმება, რომ ახალ ავტობუსებში იყოს უფასო WI-FI. ამასთან დაკავშირებით თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა და მერიაში მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური სამუშაოები. ახალი ავტობუსების შემოყვანის პარალელურად, ეს სერვისიც ჩაეშვება. ტექნიკურად იმუშავებენ და...
ზესტაფონში უშანგი ჩხეიძის სახლ - მუზეუმს რეაბილიტაცია უტარდება. რეაბილიტაციის ფარგლებში, შეიცვლება დაზიანებული სახურავი, იატაკი. განახლდება შენობის კედლები, კიბის საფეხურები და მოაჯირები.
მერიის ცნობით, მუზეუმის კეთილმოწყობისთვის 46 000 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. სამუშაოებს შპს "კოლხა 2014" ახორციელებს. რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.
მუზეუმში საქართველოს სახალხო არტისტის უშანგი ჩხეიძის პირადი ნივთები, სასცენო კოსტიუმები, მის მიერ განსახიერებული როლების ფოტოკოლექცია, ასევ პირადი ბიბლიოთეკაა დაცული. უშანგი ჩხეიძის სახლს,...
ბორჯომის სოფელ ჭობისხევში, ტაძრისსა და დვირში სასმელი წყლის სისტემებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90 640 ლარი დაიხარჯება. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
ჭობისხევში შიდა ქსელის ძველი ლითონის მილები, ახალი პოლიეთილენის მილებით შეიცვლება. ასევე, მოეწყობა ჭები და 35–აბონენტამდე წყალს ახალი მილებით გაიყვანენ, ამასთან, დაამონტაჟებენ ურდულებს.
ტაძრისში წყლის რეზერვუარიდან პოლიეთილენის მილებით სასმელ წყალს ყვიბისისი საბავშვო ბაღის, ამბულატორიისა და კულტურის სახლის შენობებში მიიყვანენ.
დვირში...
წინა სტატია
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის ვიზიტისას, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ფაქტზე, საოლქო საარჩევნო კომისიას ორმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ მიმართა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს.
'ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ N41 ნინოწმინდის საოლქო საარჩევნო კომისიაში განცხადება ოთხ ოქტომბერს შეიტანა.
საიას გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი, იმ პირის 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას ითხოვს, ვინც საკრებულოს ფეისბუქ გვერდზე პრეზიდენტობის კანდიდატის შეხვედრის ამსახველი მასალა განათავსა.
"საარჩევნო...
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალანთაში გზის რეაბილიტაციის ხარისხს იწუნებენ და მის მოასფალტებას ითხოვენ. ადგილობრივების თქმით, სოფლის შიდა გზები მოიხრეშა, რამაც მანქანებით გადაადგილება კიდევ უფრო გაართულა. ინფორმაციას TV9 ავრცელებს.
როგორც ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, მომავალი წლის გაზაფხულიდან აღნიშნულ მონაკვეთზე სრულმასშტაბიანი სამუშაოები დაიწყება და ბალანთელებს აღნიშნული პრობლემა მოუგვარდებათ.
https://www.youtube.com/watch?v=oMb6S_5OHPc
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკებში მოსახლეობის ერთი ნაწილი მდინარე მეძლებას მარჯვენა მხარეს ცხოვრობს. ამის გამო, ნალექის პერიოდში, ისინი სოფლის მეორე მხარეს ვერ გადადიან. ვითარება შემოდგომა-ზამთრის პერიოდში უფრო რთულდება, რადგან წვიმისა და თოვლის გამო, მისასვლელი გზაც გაუვალი ხდება. ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
კოშკების მოსახლეობამ აღნიშნული პრობლემა ორგანიზაცია "მომავლის ახალხიზასა" და მის თანაპარტნიორ "მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის CIPDD"-ის რეგიონულ...
წინა სტატია
სექტემბრის ბოლოს გურჯაანის მუნიციპალიტეტის 4 სოფელში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, სანიაღვრე არხებით მოწყობილი შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია უნდა დასრულებულიყო. 1 კვირაა სოფლებში სამუშაოები შეჩერდა და ტენდერში გამარჯვებული კომპანიებიდანაც აღარაფერი ისმის. ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ კი ერთ-ერთ კომპანია, "ბილდინგ დეველოპმენდ გრუპს“ 40 ათასი ლარი წინასწარ ჩაურიცხა. მოსახლეობას ყოველდღე საჯარო სკოლამდე და სხვა მნიშვნელოვან ობიექტამდე გადაადგილება მტვერსა და ტალახში უწევს....
წინა სტატია
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე გიგა შუშანია ამბობს, რომ ქუთაისის მერის იტალიაში, ქალაქ კოზენცაში ვიზიტის ხარჯებთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაცია თითქმის ერთი თვის წინ გამოითხოვა, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შუშანია მერიის წინააღმდეგ სარჩელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.
შუშანიას განმარტებით, მერი იტალიაში დელეგაციასთან ერთად ბიუჯეტის ხარჯით წავიდა, ქალაქ კოზენცას ბიუჯეტიდან კი მხატვრებისთვის თანხა სრულად ჯერ...
წინა სტატია
განათლების მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის გადაწყვეტილებით, შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებმა მუშაობა განაახლეს. ახალი სასწავლო წლის დაწყების შემდეგ, სკოლის გარეშე დარჩენილი 27-ვე ბავშვი სკოლას დაუბრუნდა. ინფორმაციას მთის ამბები ავრცელებს.
"არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე უწყვეტი განათლების მიწოდება თითოეული მოსწავლისთვის. სასწავლო პროცესი შეუფერხებლად წარიმართება. ამასთან, სოფლების - ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება“, - განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.
მინისტრს მიაჩნია, რომ ახლო მომავალში...
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































