სტატიის გაგრძელება ქრონიკული დაავადების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, პენსიონერებს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს და სხვა ჯგუფებს, შეეძლებათ მედიკამენტების ერთ ლარად შეძენა, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პრემიერის განცხადებით, აღნიშნული ფასი 35 მედიკამენტზე გავრცელდება, რომლებსაც მოქალაქეები 6 ქრონიკული დაავადებისას მოიხმარენ. ესენია: გულსისხლძარღვთა, ფარისებრი ჯირკვლის, ფილტვის, დიაბეტის, ეპილეფსიის და პარკინსონის დაავადებები. "ერთ-ერთ ყველაზე მტკივნეულ გამოწვევად...
4 წლის წინ, 2015 წლის 16 ივლისს, საქართველოს პარლამენტმა კანონი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ მიიღო. დღეისათვის საქართველოში არსებული დასახლებების თითქმის ნახევარს - 1,731 დასახლებას მაღალმთიანის სტატუსი აქვს მინიჭებული, თუმცა, აქ მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 9% ცხოვრობს. ჯამში, მთაში მუდმივად მცხოვრების სტატუსით 245 287 პირი სარგებლობს. რა შეიცვალა მაღალმთიან დასახლებებში სპეციალური კანონის მიღების შემდეგ და რა მოუტანა იქ მცხოვრებ მოსახლეობას ამ...
წინა სტატია ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით, კომპანია " სილქ როუდ ჯგუფის" მიერ წარდგენილ პროექტზე ადმინისტრაციული წარმოება დაიწყება, - ამ გადაწყვეტილებას ბათუმის საკრებულოში სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას ინტერპრესნიუსი ავრცელებს. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძე რეგლამენტის დარღვევაში დაადანაშაულეს და გადაწყვეტილება მაგიდაზე ხელების ბრახუნით გააპროტესტეს. მათი თქმით, "ქართულმა ოცნებამ" გადაწყვეტილება დაჩქარებული წესით მიიღო და ოპონენტებს არ მოუსმინა. სხდომათა დარბაზში დაპირისპირების დროს, გაღიზიანება...
ბათუმის საკრებულო დღეს  ''რივიერას" განაშენიანების გეგმას განიხილავს. საუბარია ძველი ბათუმის საპორტო ზოლში 5 ცათამბჯენის მშენებლობაზე. საკითხის განხილვას სხდომაზე ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს. ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარემ სხდომაზე პოლიციის გამოძახება მოითხოვა. სულიკო თებიძის განმარტებით, სხდომის გაგრძელება შეუძლებელი იყო. დარბაზში დაცვის პოლიციის თანამშრომელი შევიდა, რომელმაც საზოგადოება ''ბათომის'' წევრი შოთა გუჯაბიძე ტრიბუნიდან გამოიყვანა. შოთა გუჯაბიძე სხდომაზე სიტყვით გამოსვლას ითხოვდა. საზოგადოება "ბათომის“ დამფუძნებელი "რივიერაზე“...
წინა სტატია ფოთის სანაპირო ზოლის რეკონსტრუქცია შეჩერებულია. სანაპიროს უხარისხოდ მოწყობის საქმეს ფინანსური პოლიცია იკვლევს. ინფორმაციას ლაივპრესი ავრცელებს. სანაპიროზე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების შესახებ სახელმწიფო აუდიტმა დასკვნა მიმდინარე წლის თებერვალში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ხარვეზებით შესრულებულ სამუშაოებზე და ასევე, წერია, რომ, შესაძლოა, ფოთის მერიის პასუხისმგებელი პირები მოქმედებდნენ არა კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, არამედ სუბიექტური ინტერესებიდან გამომდინარე. "ბულვარის მშენებლობის გადაწყვეტილება კარგი და სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა...
ანაკლიის ელექტრონული მუსიკის ფესტივალი – Anaklia Echowaves ბიუჯეტიდან 2 559 600 ლარით ფინანსდება. ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს. მთავრობის განკარგულების მიხედვით, თანხა პროექტ "ჩექ ინ ჯორჯიას“ (Check in Georgia) ფარგლებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირის – „შემოქმედებითი საქართველოს“ მიერ გამოიყოფა. განკარგულებაში მითითებულია, რომ ფესტივალი ტურისტულად მნიშვნელოვანი კულტურული ღონისძიებაა. ანაკლია ელექტრონული მუსიკის ფესტივალს წელს 22-25 აგვისტოს უმასპინძლებს. ფესტივალის სტუმრებს შორის არიან Nina Kraviz, Ben Klock, ROØDHÅD...
ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. სხდომის დაწყებამდე საკრებულოს თავმჯდომარე 20-21 ივნისის მოვლენებს გამოეხმაურა. ინფორმაციას TV25 ავრცელებს. "მათი მოწოდებებით, ქმედებებით, წაქეზებებით, მომიტინგეთა ნაწილი სულ მცირე ორი საათის განმავლობაში ახორციელებდა შტურმს ჩვენს სამართალდამცველებზე. დაშავდა რამდენიმე ათეული სამართალდამცავი, დაშავდა რამდენიმე ათეული ახალგაზრდაც, სამწუხაროდ, რამდენიმემ დაკარგა თვალი. ფაქტია, რომ აღიკვეთა სახელმწიფოს ძალადობრივი მეთოდით დამხობის გზა. დღეს ჩვენს ხელისუფლებაში არის პარტია, რომლისთვისაც ერთ-ერთი ამოსავალი...
ფოთში საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ხმაური იყო. ლოზუნგით "გახარია, წადი“, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დარეჯან ცხვიტარია სხდომაზე შს მინისტრის თვალახვეული პლაკატით მივიდა. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს. მან 20 ივნისის ღამეს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაგმო და განაცხადა, რომ საპროტესტო აქციის დარბევა ანტისახელმწიფოებრივი ქმედება იყო. "თქვენ ხართ რუსეთის მონები და ამისათვის პასუხს მოგთხოვთ შთამომავლობა. გახარიამ უნდა დატოვოს თანამდებობა. მას ამ ქმედებას საქართველო არ აპატიებს“, -...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების საკანალიზაციო სისტემის ნაცვლად სანიაღვრეზე დაერთება აიკრძალება. მისივე თქმით, მომავალში იქ, სადაც ჯერ კიდევ არაა განაშენიანება, სავალდებულო იქნება, რომ ადგილობრივად მოეწყოს გამწმენდი, ხოლო სადაც საკანალიზაციო სისტემაა, ყველა ახალი ობიექტის დაერთება მოხდება მხოლოდ და მხოლოდ ამ სისტემაზე. "ჩვენ ვიწყებთ მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში წყალარინების სისტემის დაერთების სავალდებულო რეჟიმის...
სტატიის გაგრძელება თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსის რეაბილიტაციას იწყებს. მისი თქმით, აღნიშნულ პანდუსზე შესაბამისი სამუშაოები გასულ წელს უკვე განხორციელდა, ამჯერად კი, მისი სრული რეაბილიტაცია იწყება. "კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას ვიწყებთ დედაქალაქში, ეს არის თამარ მეფის ხიდიდან ჩამოსასვლელი პანდუსი, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია. ჩვენ შარშან აქ პირველი სამუშაოები...
video
წინა სტატია თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ წელს ვარკეთილის III მიკრორაიონში 319-ე კორპუსის მიმდებარედ, 180-ე საჯარო სკოლასთან, მულტიფუნქციური კომპლექსი აშენდება. მისივე თქმით, მულტიფუნქციური კომპლექსები ათივე რაიონში აშენდება, ვარკეთილში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობაზე კი 11 მილიონამდე დაიხარჯება. "ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო მულტიფუნქციური კომპლექსების მშებნებლობა, სადაც იქნება საჭიდაო დარბაზები, საცურაო აუზი, ბიბლიოთეკა, საფეხბურთო და საკალათბურთო მოედნები, ყველანაირად აღჭურვილი იქნება ეს კომპლექსები,...
წინა სტატია შემდეგი სტატია ავტორი: ირმა სინაურიძე–მაყაშვილი "როგორი უნდა იყოს ქალაქის თავი და როგორი თავი გვეჭირვება ახლა საკუთრივ ჩვენ?" – ერთნი ამბობენ, რომ ქალაქის თავს არ შეუძლია, ყველგან გაწვდეს ქალაქსაო, არ შეუძლია, ბაზარსაც მიაქციოს ყურადღება, კანცელარიაშიც იმუშაოს, უმაღლეს მთავრობასთანაც დაიჭიროს საქმე. ქალაქის თავის მოვალეობა მხოლოდ ის არის, რომ ქალაქის წარმომადგენელი იყოს მთავრობასთან, შუამავალი იყოს ჩვენსა და მთავრობას შორის და ქალაქელებს სჯეროდეთ მისი... მეორენი ამტკიცებდნენ,...
ტრადიციულად, წელსაც ვიწყებთ ახალგაზრდული პროექტების განხორციელებას, რომელთა მიზანია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მერის თქმით, წელს ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით ბანაკები და ლაშქრობებია დაგეგმილი. "არაა აუცილებელი ყველა პროფესიონალი სპორტსმენი გამოვიდეს, მაგრამ ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. ამ მხრივ გვაქვს არაერთი პროექტი. წელს დაგეგმილი გვაქვს ბანაკები, ლაშქრობები. ბანაკი...
საათნახევრის განმავლობაში უფასოდ მგზავრობა მეტროსა და ავტობუსის გარდა, მიკროავტობუსითაც იქნება შესაძლებელი. როგორ თბილისის ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ეს იმას ნიშნავს, რომ ერთი გადახდით უკვე სამი სახეობის საზოგადოებრივ ტრანსპორტში შევძლებთ მგზავრობას. "ინტეგრირებული გადახდის სისტემა არის ავტობუსებში და მეტროში, რაც იმას ნიშნავს, რომ ვთქვათ ავტობუსში გადაიხადა ბილეთის საფასური, საათნახევარი გადაჯდომის შემთხვევაში, მეტროში აღარ იხდის მგზავრი. სათნახევრიან უფასო გადაჯდომაში...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები იმოძრავებენ. მისი თქმით, დიდგაბარიტიანი ავტობუსებისთვის სპეციალური საავტობუსო დერეფნები შეიქმნება. "დედაქალაქში შემოვა უფრო დიდგაბარიტიანი, 18 და 24-მეტრიანი ავტობუსები. მათთვის შეიქმნება სპეციალური საავტობუსო დერეფნები და ავტობუსებს კიდევ უფრო დიდი პრიორიტეტი მიენიჭებათ ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში. ამ ტიპის სწრაფად მოძრავ ავტობუსებთან წვდომის საშუალება მცირე ზომის ავტობუსებთან ერთად იქნება მიკროავტობუსები“,...
თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ მიკროავტობუსები და ავტობუსები ქალაქის მასშტაბით ტრანსპორტით დაფარულ არეალს გადაინაწილებენ და მიკროავტობუსები შეასრულებენ ავტობუსებთან დამაკავშირებელ ფუნქციას. მისი თქმით, გავრცელებული ინფორმაცია, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებენ, არასწორია. "საზოგადოებრივი ტრანსპორტის რეფორმასთან დაკავშირებით მინდა რამდენიმე განმარტება გავაკეთო, ვინაიდან არასწორი ინტერპრეტაცია გაუკეთდა იმ კვლევებს და ანალიზს, რომელიც კომპანია "სისტრამ“ წარმოგვიდგინა. საუბარია გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოს მიკროავტობუსები გადაინაცვლებენ...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ