აგვისტოს ომის თერთმეტი წლისთავთან დაკავშირებით ომში დაღუპული 19 ჯარისკაცის ოჯახს 3000-3000 ლარი გადაეცემა. თანხას ასევე მიიღებს ომში მონაწილე შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სამი ვეტერანი ჯარისკაცი და 2012 წელს ავღანეთში დაღუპული სამი მეომრის ოჯახი.
აჭარის მთავრობის ინიციატივით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო „2008 წლის რუსული აგრესიის დროს დაღუპულ, ტრავმის შედეგად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და 2012 წელს ავღანეთში დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების” პროგრამას 2014...
სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, თბილისში, გივი ამილახვრის ქუჩა 17-ში, სამრეწველო ზანაში, პლასტმასის რგოლის მქონე ალუმინის საცობების საწარმო აშენდება, რისთვისაც 11 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
ახალი საწარმო მაღალტექნოლოგიური დანადგარებით იქნება აღჭურვილი და 25 ადამიანის დასაქმებას შეძლებს.
"საწარმოს ასაშენებლად შპს "ჯამპლასტს“ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან 33 682 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადაეცა. პლასტმასის რგოლის მქონე...
მოძრაობა "რუსეთი ოკუპანტიას" წევრებმა მოსკოვის გამზირზე საპროტესტო აქცია გამართეს და გამზირისთვის სახელის შეცვლას მოითხოვეს.
მოძრაობის წევრებმა პროტესტის ნიშნად ადგილზე აბრები მიიტანეს, რომლებზეც 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული 170 ჯარისკაცის გვარები წერია. აქციის მონაწილეების განმარტებით, ეს არის "170 მიზეზი იმისა, თუ რატომ უნდა გადაერქვას მოსკოვის გამზირს სახელი".
https://www.facebook.com/RussiaIsOccupier/posts/874531176261071
ცაგერის მუნიციპალიტეტის 8 სოფელში სამედიცინო ამბულატორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, ორ სოფელში კი ახალი ამბულატორია შენდება.
რეაბილიტაცია მიმდინარეობს სოფლებში: უსახელოში, ოყურეშში, ლასურიაშში, ღვირიშში, ალპანაში, ტვიშში, ჩხუტელსა და ლაილაშში. პროექტების საერთო ღირებულებაა 183 478 ლარი.
სოფელ ორბელსა და სოფელ ქვედა ცაგერში კი შენდება ახალი სამედიცინო ამბულატორიები. საერთო ღირებულებით -164 000 ლარი.
წინა სტატია
ქუთაისში თაბუკაშვილის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეტალურგიულ ქარხნაში ინსპექტირება განხორციელდა. როგორც გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტში გამოცემა "ნიუპრესს" განუცხადეს, შემოწმება მოსახლეობის მიმართვის საფუძველზე განხორციელდა. მეტალურგიულ ქარხანა "ჰერკულესს" სახელი შეეცვალა და ახლა "ამბიკონ სტილსის" სახელით ფუნქციონირებს.
"გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს ინსპექტორებმა, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების საფუძველზე შპს "ამბიკონ სტილსი" ინსპექტირება განახორციელეს. ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, აღებულია ატმოსფერული ჰაერის სინჯები. დარღვევის...
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი გოგილაშვილს ახალი მოადგილე ჰყავს.
სიღნაღის მერმა საჯარო მოხელეებს მის ახალ მოადგილედ მალხაზ ბეგიაშვილი წარუდგინა.
როგორც სიღნაღის მერიაში აცხადებენ, მალხაზ ბეგიაშვილი მერიაში ფინანსების, ეკონომიკის და ინფრასტუქტურის სფეროებს ჩაიბარებს, ხოლო თეიმურაზ ბალარჯიშვილი მერის მრჩევლის სტატუსით გააგრძელებს საქმიანობას.
მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენას კახეთის რწმუნებული ირაკლი ქადაგიშვილი, რწმუნებულის მოადგილეები გივი მეტრეველი და პლატონ კალმახელიძე ესწრებოდნენ.
წალენჯიხის სოფელ მედანის ადმინისტრაციულ ერთეულში ახალი საექიმო ამბულატორიის მშენებლობა იწყება. ამ ეტაპზე ძველი შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს.
სახარჯთაღრიცხვო ღირებულება შეადგენს 83 450 ლარს. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „შაკო+“ ასრულებს.
ამბულატორიების მშენებლობა კიდევ ნაკიფუს, ჩქვალერისა და ფახულანის ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარეობს.
მედანში, ნაკიფუსა და ჩქვალერში ამბულატორიების მშენებლობა რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხებით ფინანსდება, ფახულანში კი მშენებლობა არასამთავრობო ორგანიზაცია „თემი და გარემო“-ს დაფინანსებით ხდება.
ხობის მუნიციპალიტეტის შუა ხორგის საჯარო სკოლაში სველი წერტილების მოწყობა მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე იქნება ადაპტირებული.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 44131 ლარს შეადგენს.
პარალელურად, მუნიციპალიტეტის 9 სკოლაში მიმდინარეობს სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 8 თებერვლის N207 განკარგულებით ხობის მუნიციპალიტეტს ზოგადსაგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის აღდგენა-მშენებლობისთვის 530 ათასი ლარი გამოეყო.
ასევე უკვე დასრულდა ხობის მუნიციპალიტეტის პატარა ფოთის ადმინისტრაციულ ერთეულში საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია. პროექტი, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც...
ზუგდიდის N11, N9, N5, ასევე, ახალსოფელისა და ცაიშის საჯარო სკოლებში სველი წერტილების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის გიგა ფარულავას თქმით, მერია ობიექტების სამუშაო პროცესის მონიტორინგს აქტიურად ახორციელებს. მნიშვნელოვანია, მუშაობის სხვადასხვა ეტაპების გაცნობა და მშენებლობის ტემპის, ხარისხის ადგილზე შესწავლა.
მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტს, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 1,5 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხის ფარგლებში, საჯარო სკოლებში სველი...
წინა სტატია
აგვისტოს ომში დაღუპული, კაპრალ სერგეი გოროზიას დედას, ზუგდიდში განთავსებული რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა მემორიალი არ მოსწონს და მას უმსგავსობას უწოდებს. როგორც მზია გოროზიამ გამოცემა "ლაივპრესს“ განუცხადა, მიუხედავად ამისა, ის მემორიალის გახსნას 8 აგვისტოს დაესწრება და მედიისთვის დეტალურ დანცხადებასაც იქ გააკეთებს.
"ხვალ მოვყვები ყველაფერს იმ უმსგავსობაზე. ჩვენს ბიჭებზე, რომ არაფერი ვთქვათ, ზუგდიდს ეს არანაირად არ უხდება“, - ამბობს მზია გოროზია.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის...
"ახალი საქართველოს" პოლიტსაბჭოს წევრი თამთა შამათავა ხონის მუნიციპალიტეტში ნეპოტიზმის ფაქტებზე საუბრობს. როგორც შამათავა ამბობს, საჯარო სამსახურში ადგილობრივი საკრებულოს თავმჯდომარის ნათესავები არიან დასაქმებულები. ინფორმაციას ნიუპრესი ავრცელებს.
"ახალი საქართველოს" წევრი აღნიშნავს, რომ ვალერი ბახტაძის ნათესავების უმეტესობა მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სამსახურებში, მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
"უპრეცენდენტო ნეპოტიზმის ფაქტები ხონის მუნიციპალიტეტში. საჯარო სამსახურებში დასაქმებული საკრებულოს თავმჯდომარის ძმა, ცოლი, ცოლის დეიდა, დეიდაშვილი, მეჯვარე, დეიდაშვილის ცოლი, სიმამრი.
ხონის საკრებულოს თავმჯდომარის...
პროკურატურა ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ისევ გააქტიურდა. ინფორმაციას ნიუპრესი "კურიერზე" დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით უწყებამ საგამოძიებო მოქმედებები განაახლა. საუბარია ყოფილ ვიცეპრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილსა და ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრზე ზურაბ ალავიძეზე, რომლებიც დიდი ოდენობით თანხების გაფლანგვის საქმეზე 2018 წელს პროკურატურამ ერთხელ უკვე გამოკითხა.
ეს არის 710 მილიონიანი პროექტი და თანხა, რომელიც საქართველოს ევროპის საინვესტიციო ბანკმა სამტრედია-გრიგოლეთის 57 კილომეტრიანი გზის მშენებლობისთვის ასესხა.
გავრცელებული ცნობით, პროკურატურის ინტერესი ყოფილი მინისტრების,...
ზუგდიდში მრავალბინიანი კორპუსების ეზოების კეთილმოწყობისა და ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ზუგდიდის მერიაში აცხადებენ, რომ ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, ვეტერანთა ხეივნის მოწყობის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
მოეწყობა სკვერი, საფეხმავლო ბილიკი, გარე განათება, გამწვანება, ბორდიურები და ველო ბილიკი. პროექტს საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდი ახორციელებს და მისი ღირებულება 252 581 ლარია.
ასევე თამარ მეფის ქუჩასთან ერთად მოეწყობა ქალაქ ზუგდიდში თაბუკაშვილის, გამსახურდიას, სოხუმის და ქირიას...
ხარაგაულის სოფელ საღანძილის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია დასრულდა. სასოფლო გზის 1 200 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი მოეწყო.
გზის გასწვრივ საჭიროების ადგილებზე გაკეთდა სანიაღვრე არხები. მიმდინარეობს გვერდულების შევსება.
პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით დაფინანსდა. ინფორმაციას ხარაგაულის მერია ავრცელებს,
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალბედისეულში ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს.
ამ დრომდე სოფელში სამედიცინო მომსახურეობის პუნქტი არ არსებობდა და ადგილობრივებს შესაბამისი მომსახურეობის მიღებისთვის რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევდათ.
სამშენებლო სამუშაოებს, რომელიც ნოემბრის თვეში დასრულდება შპს „გია კონსტრაქშენი“ ასრულებს. ინფორმაციას ხონის მერია ავრცელებს
ქალაქ ოზურგეთში, გრიბოედოვის ქუჩაზე ახალი სკვერის მშენებლობა დასრულდა. სამშენებლო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა.
ბეტონისა და კაუჩუკის ფილებით მოეწყო სკვერის შიდა ტერიტორია, დამონტაჟდა ტრენაჟორები, საბავშვო ატრაქციონები: მინიკარუსელი, სასრიალო, ხელოვნურსაფრიანი საკალათბურთო მოედანი, განთავსდა პარკის ინფრასტრუქტურა და სანაგვე ურნები, მოეწყო გარე განათების სისტემა.
სამშენებლო სამუშაოები ტენდერში გამარჯვევულმა კომპანიამ შპს „მშენებელმა“ განახორციელა.
პროექტის ჯამური ღირებულება 84 619 ლარს შეადგენს.
ბლოგი
ტესტი
ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები
შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში.
დავიწყოთ!







































