რუსთავის ახლადრეაბილიტირებული მე-8 საბავშვო ბაღი გახსნეს. "მე-8 საბავშვო ბაღი ავარიულ მდგომარეობაში იყო და სრული რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა. პროექტის ფარგლებში, შენობას გამაგრებითი სამუშაოები ჩაუტარდა, გარემონტდა ოთახები, სამზარეულო და კეთილმოეწყო ეზო. სკოლამდელი განათლების დაწესებულებაში ოთხი სააღმზრდელო ჯგუფი გაიხსნა, სადაც 156 ბავშვი ირიცხება", - აცხადებენ რუსთავის მერიაში/ მერიის ინფორმაციით, 2019 წელს 1 057 702 ლარის ღირებულების სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი, რუსთავის რვა საბავშვო ბაღში განხორციელდა, აქედან მე-8,...
ჩუღურეთის რაიონში, დიღომბარის N21-ში, გრუნტის დამჭერი კედლის მოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნულ სამუშაოებს, ჩუღურეთის რაიონის გამგეობის დაკვეთით, შპს "ოცნების სახლი“ ასრულებს და მისი ღირებულება 127 000 ლარია. როგორც გამგეობაში აცხადებენ, მიმდინარე წელს მსგავსი სამუშაოები 38 მისამართზე უკვე დასრულდა. https://www.facebook.com/DistrictofChugureti/posts/2338534896417363?__xts__=68.ARDmwRXaiN9vH0ckxpaDyJvfN1ddp-eiar-wBHStmj4BZybk7sTvf5RCjtWpJVeMeeftb6cLdOtimihHwWihrycfm-UG8g6msyH1ijN0W2o5d1478E3mHxqNmGSKvXo3JqPTrUo-Bi74_1YtEndUK0x8nLiu0D1RiZHYGwjOnxjAhHeHKxnWl2mtnFq7APLy0kCQ_LbUnikgsXARiaWDPPb_dj9CTITR085lcDRQo8ihjXElpXkWV9k4wYCIc9MpIcRhEUsjU2nR5chWHBtZOKOOf1peMjyy-nOoWsBCmWGLzGxA8RQp1VLz59xiWFFAE-fNLmVE6is_H7OIBRA5nn9Eg-Xje0OWNS6qbPqGf56ifQzY3pyKwRHa3BaBOEMTfn73_3vDe-HgzgT7BOIDmS7qfoENP64WbjS9IwnMIjhGLv_w8Uq3D-cHDwyYzplQPZL798yXe3uzKzd3_eFhGIxakA&__tn__=-R
ნაძალადევის რაიონში, გვაზაურის ქუჩა N45-ში, გრუნტის დამჭერი კედელი და ლითონის დამცავი ღობე მოეწყო. როგორც გამგეობაში აცხადებენ ახლადმოწყობილი კედლის სიგრძე 18 მეტრია, სიმაღლე კი 3,7 მეტრი. აღნიშნულ მისამართზე შესრულებული ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 32 130 ლარი დახარჯა. https://www.facebook.com/DistrictofNadzaladevi/posts/2392214010895718?__xts__=68.ARDxus_Q5QqsWH1yqjP82jRLSVCbEvWjL2Iv3uJWGwS9RqWy7re7MeXV7OaEn3uPiMxIpBeefJRFbHLrpr0v5uvoc6z8xtbkda1opAPWvubIUY_HWO9UckHAf8HW_PObvZvYcJiyOk2QTk4IC1R2ChzQY8p-gLxdp_cQvGBIuJB7KDNwSqGbEKoj_HQAiYHKBAtJor-fUW_kKvjpZmYlByXTfW2fq6mjCSetC9d4Tlrp7Rqh9otT9ldxR2Fv_gfstpF3H9vYdOJuiM-ENAmxmFWz0zBkLJC2k4ANsUMBphlOygwIJrU3-oNiSUYCvdRS_hU4-dmnUoyocWtgFIxWbSBzBAw1gYmzYlTXdu-UKwuVt_0TTV9txdl3HxadxEueE4e-Oosccqnq76IlP8mxLvO85ktUEiJvTk2tLuRk4go1Dg9zriKzH9oY73mEXVxk3yqvzqJo05h5bpdFCzC7&__tn__=-R
წინა სტატია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ, ზესტაფონში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მერებთან და "სოკარ ჯორჯია გაზის" წარმომადგენლებთან, საგანგებო სხდომა გამართა. სამხარეო ადმინისტრაციიც ცნობით, მხარის რწმუნებულმა შეხვედრაზე, სეზონის მოახლოებასთან ერთად, უპრეცედენტო უსაფრთხოების ზომების მიღების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, აუცილებელია ყველა გაზიფიცირებული ზონის არამხოლოდ გეგმიური გადამოწმება და ასევე, "სოკარ ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლების მიერ ყველა დაკეტილი ბინის აღრიცხვა და კონტროლი. ზვიად შალამბერიძის განმარტებით,...
სტატიის გაგრძელება იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მუნიციპალიტეტების მერებს და სოკარჯორჯია გაზის წარმომადგნლებს ხვდება. შეხვედრაზე, რომელიც ამ წუთებში იწყება, სადაც საუბარი ზესტაფონში 16 სექტემბერს მომხდარ უბედურ შემთხვევას შეეხება, რომელსაც დედა და ორი მცირეწლოვანი შვილი ემსხვერპლა.  ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს. სამხარეო ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ შეხვედრა სამუშაო ფორმატის იქნება, რის გამოც ის მედიისთვის დახურულია. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრის მთავარი თემა უსაფრთხოების ზომების გამკაცრება იქნება....
სასტუმრო "სტამბაში" თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმი გაიხსნა. თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის პრეზენტაცია თბილისის ფოტოფესტივალის საიუბილეო, მე-10 გამოშვების გახსნის კვირეულის ფარგლებში შედგა. "თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმის შექმნა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მიერ დაფინანსებული პროექტით - "სამხრეთ კავკასიური ფოტოგრაფიის ჰაბი განათლებისა და ინოვაციისათვის" გახდა შესაძლებელი, ხოლო სივრცე მუზეუმს "აჭარა ჯგუფმა" სასტუმროს "სტამბა" ტერიტორიაზე დაუთმო", - განმარტავენ თბილისის მერიაში. მათივე ცნობით,...
ანაკლიაში, 20-23 სექტემბერს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, ჩერქეზული (ადიღური) კულტურის ცენტრთან ერთად, კავკასიის ხალხთა მესამე საერთაშორისო ლიტერატურულ-ფოლკლორულ ფესტივალს ,,ანაკლია 2019“ ჩაატარებს. ფესტივალი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. ფესტივალზე „ანაკლია 2019“ გამოიფინება ჩერქეზი მხატვრის ჯანტი ბაშის (აშშ) ნამუშევრები, რომლებიც ავტორმა საჩუქრად გადასცა ჩერქეზული კულტურის ცენტრს. ჯანტი ბაში იყენებს გრაფიკას, საზოგადოდ, მისი შემოქმედება ეფუძნება ჩერქეზული მითოლოგიის მოტივებს. კავკასიური პოეზიის ფესტივალის ფარგლებში...
საბურთალოს რაიონის გამგეობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქის მუნიციპალიტეტ პრაღა 3-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ჩეხეთის რესპუბლიკაში ვიზიტით მყოფმა საბურთალოს რაიონის გამგებელმა, გაიოზ ვასაძემ და პრაღა 3-ის მერმა, ირჟი პტაჩეკმა მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას, ასევე, ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი მარიამ რაქვიაშვილი ესწრებოდა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, როგორც ინფრასტრუქტურული პროექტების, ასევე, სხვადასხვა სფეროში მხარეთა შორის გამოცდილების გაზიარებას ისახავს მიზნად. დოკუმენტის თანახმად,...
წინა სტატია გორის სოფელ ქერეს მოსახლეობამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა სკოლის დაკეტვის ფაქტი გააპროტესტეს. მათი თქმით, ამიერიდან 60-მდე მოსაწავლეს მერეთის სკოლაში მოუწევს განათლების მიღება, რაც მათთვის მიუღებელია. ქერელები ამბობენ, რომ ხელისუფლებას სკოლის სამშენებლო სამუშაობი არდადეგების დროს უნდა განეხორციელებინა. ისინი თვლიან, რომ ყოველდღიურად 8 კილომეტრის გავლა სირთულეებთან იქნება დაკავშირებული. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის განცხადებით, მოსწავლეების ტრანსპორტირებას მერია უზრუნველყოფს. ტერმაკოზაშვილი ვერ აკონკრეტებს, თუ...
ქუთაისში, ხარაზოვის სკვერში შადრევნის რეაბილიტაცია იწყება. სამუშაოებისთვის მერიამ 354 589 ლარიანი ტენდერი გამოაცხადა. ღია შადრევნის ნაცვლად, ადგილზე დინამიკური, პროგრამირებადი შადრევნი მოეწყობა. ამის შესახებ ნიუპრესი წერს. სამუშაოს შესრულების ვადა ხელშეკრულების დადებიდან 60 კალენდარული დღეა. როგორც წინა წელს მერიაში განმარტავდნენ, ადგილზე მშრალი შადრევანი მოეწყობა, რომელიც დაიცავს ბაღში მყოფ ბავშვებს რაიმე სახის დაზიანებისგან, ასევე მოხდება გაფორმება და იქნება მუსიკალური. ხარაზოვის ბაღის რეაბილიტაციაზე საუბარი 2012...
გორის მუნიციპალიტეტის მერიაში საკადრო ცვლილებებია. კერძოდ, 3 ადამიანი უფროსი სპეციალისტობიდან, განყოფილების უფროსად გადაიყვანეს, 2-მა მათგანმა კი, თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.შედეგად უწყებაში ახალი ვაკანსიები გაჩნდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. კერძოდ, დაწინაურდნენ სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, ინფრასტრუქტურული განვითარებისა და კეთილმოწყობის განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი და შესყიდვების განყოფილების I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი. სამივე მათგანი სამსახურის უფროსებად...
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ნიქოზის საბავშვო ბაღისთვის დამატებითი ფართის მიშენებისთვის ტენდერი მიმდინარე წლის 4 სექტემბერს გამოაცხადა, თუმცა წინადადებების მიღების ვადა ისე ამოუწურა, რომ მასში მონაწილეობის სურვილი არც ერთმა კომპანიამ გამოთქვა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს. სატენდერო პირობების მიხედვით, დამატებით ფართში უნდა განთავსდეს სათამაშო ოთახი, მინი სამზარეულო და საპირფარეშო. ასევე გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სივრცე, სანიტარული კვანძი და მედ. პუნქტი. სამშენებლო სამუშაოებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას 170 155 ლარი...
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკაში სკოლამდელი აღზრდის ახალი დაწესებულება გახსნეს. აჭარიუს მთავრობის ინფორმაციით, აღსაზრდელები ამ დრომდე პატარები სკოლის შენობაში განთავსებულ ბაღში დადიოდნენ. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე, ბაღში 60 აღსაზრდელისთვის 3 ჯგუფი ფუნქციონირებს. ამასთან, 105 ბავშვზე გათვლილი შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე და უზრუნველყოფილია თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით. გარდა ამისა, სამუშაოების ფარგლებში, მოწესრიგდა ეზო და მოეწყო ატრაქციონები და გასართობი მოედანი. ახალი საბავშვო ბაღის...
დმანისის სოფელ ირგანჩაიში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები მიმდინარეობს. კერძოდ, განხორციელდა სოფელ ირგანჩაიში სასაფლაომდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის სირგძე 1 653 გრძივი მეტრია, პროექტის ღირებულება შეადგენს 700 365 ლარს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გარე განათების სისტემა მოეწყო, ასევე განხორციელდა მდინარის კალაპოტისა და მილხიდების მოწყობის სამუშაოები, პროექტის ფარგლებში სრულად რეაბილიტირდა ერთი ხიდი, ხოლო ორი ხიდის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. დმანისის მერიაში აცხადებენ, რომ სოფელ...
ოქტომბრის პირველი კვირა, რა დროსაც "თბილისობა“ აღინიშნება, ტურისტებისთვის საინტერესო პერიოდია, - აღნიშნულია Arrival Guides-ის სტატიაში, რომლითაც ავტორი შემოდგომით მსოფლიოს მასშტაბით დაგეგმილ კვების ფესტივალებს ეხმაურება და მკითხველს საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებსაც აცნობს. "თბილისობა შემოდგომის კვების ფესტივალებიდან საუკეთესო არჩევანი გახდება თქვენთვის. ამ დროს კონცერტები ღია ცის ქვეშ, ხალხური ცეკვები და შთამბეჭდავი კულინარიული შეთავაზებები დაგხვდებათ“, - ნათქვამია სტატიაში. Arrival Guides-ი ქართულ სამზარეულოსაც მიმოიხილავს და სტუმრებს ხინკლის,...
ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მასშტაბით რეაბილიტაცია 15 საბავშვო ბაღში ჩატარდა. ბაღებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძლდება, რის გამოც 14 საღმზრდელო დაწესებულებაში სააღმზრდელო პროცესი ერთი კვირით გადაიდო. მერიაში აცხადებენ, რომ საბავშვო ბაღებში საჭიროების მიხედვით იცვლება სახურავი, კარ-ფანჯრები, იატაკი, ტარდება კოსმეტიკური სამუშაოები, ეწყობა ფასადები და სველი წერტილები. სამუშაოებს რეგიონული განვითარების ფონდი 700 000 ლარით აფინანსებს. სააღმზრდელო პროცესი დღეს 19 საბავშვო ბაღში დაიწყო.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ