საბურთალოს რაიონში, თანადაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მიმდინარე წელს 131 სხვადასხვა სახის პროექტი განხორციელდა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან 1 856 475 ლარით დაფინანსდა. "სადარბაზოს შიდასარემონტო სამუშაოები 33 მისამართზე ჩატარდა. მათ შორის, ნუცუბიძის ქუჩა N46, ყაზბეგის გამზირის N29/22, ანტონოვსკაიას ქუჩა N9ბ და დიდი დიღმის მე-3 მიკრორაიონის N10 კორპუსში; წყალარინების ქსელის რეაბილიტაცია 19 მისამართზე განხორციელდა; ექვს მისამართზე ქანობიანი და 12 მისამართზე ბრტყელი სახურავი...
კრწანისის რაიონში სხვადასხვა მისამართზე ახალი ლიფტები დამონტაჟდა. "გამგეობის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, რაიონში ძველი ლიფტები ახლით სამ მისამართზე შეიცვალა. კრწანისის ქ. N16 კორპუსი 2 , სოლომონ II ქ. N3 და კრწანისის ქ. N16 კორპუსი 5 -ში ახალი ლიფტების მოსაწყობად კრწანისის გამგეობის ბიუჯეტიდან 58 000 ლარი გამოიყო", - აცხადებენ კრწანისის რაიონის გამგეობაში.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ტენდერებს წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარის, თემურ ღვინჯილიას მოგვარის და ბიზნესპარტნიორის, ბაგრატ ღვინჯილიას კომპანია იგებს. ნათქვამია "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" მიერ მომზადებულ კვლევაში. ორგანიზიაციაში აცხადებენ, რომ აღნიშნული შემთხვევა კორუფციის სავარაუდო ნიშნებს შეიცავს. "თემურ ღვინჯილია პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრია და საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობას 2014 წლის ივლისიდან იკავებს. მას ბოლო რამდენიმე, მათ შორის 2018 წლის სექტემბერში შევსებულ დეკლარაციაში არ ჩაუწერია, რომ შპს „შე-ლის” 30%...
ჟურნალისტი რაულ ქირია იმერეთის სახელმწიფო რწმუნების ადმინისტრაციაში იწყებს მუშაობას. პრესსამსახურში აცხადებენ, რომ რაულ ქირია სახელმწიფო რწმუნებულის გუბერნატორის თანაშემწის პოზიციას დაიკავებს. ინფორმაციას გამოცემა ნიუპრესი ავრცელებს.  თავად ქირია "ნიუპრესთან" გუბერნიაში გადასვლას ადასტურებს, თუმცა განმარტავს, რომ პოზიცია დაზუსტებით დღის ბოლოსთვის გახდება ცნობილი. რაულ ქირია 2007 წლიდან 2013 წლამდე ჯერ აფხაზეთის მთავრობის პიარსამსახურის ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი იყო. ამ დრომდე კი ის ახალი ამბების...
გორში, სოფელ კარალეთის დევნილთა დასახლებაში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანადაფინანსებით ხორციელდება და წლის ბოლოს დასრულდება. სამუშაოებზე 4 მილიონ ლარამდეა განსაზღვრული, რომლის დასრულების შედეგადაც ადგილობრივები განახლებული საგზაო ინფრასტრუქტურით ისარგებლებენ. "დევნილებისთვის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. გარდა კარალეთის დევნილთა ჩასახლებისა, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს სხვა ჩასახლებებში სხვადასხვა სახის სამუშაოები, როგორიცაა კანალიზაციის, სკვერის თუ სპორტული ინფრასტრუქტურის...
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ორ მძღოლს ხელშეკრულებით აიყვანს. ახალი საშტატო ნუსხა საკრებულომ ხმაურის ფონზე დღეს, 30 სექტემბერს დაამტკიცა. ინფორმაციას სამხრეთის კარიბჭე ავრცელებს. როგორც თვითმმართველობაში განმარტავენ, შეიძინეს ოთხი ახალი მანქანა, ამიტომ მოუწევთ თანამშრომლების დამატებაც. "მუნიციპალიტეტმა შეიძინა ორი მაღალი გამავლობის ავტომობილი და ორი მსუბუქი მანქანა, ამიტომ ამ მანქანებს სჭირდება მოფრთხილება და სწორედ ამის გამო მოხდა ახალი თანამშრომლების დამატება“, – განმარტა სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარე გელა...
ზემო ხვითის საჯარო სკოლას სურს, რომ სასწავლო პროცესისთვის რიტუალების სახლი გამოიყენოს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს. ეს საკითხი ამჟამად გორის საკრებულოს დღის წესრიგში დგას. დეპუტატების მხარდაჭერის შემთხვევაში, ხვითის რიტუალების სახლი სარგებლობის უფლებით სკოლის ადმინისტრაციას გადაეცემა. ამის შესახებ გორის საკრებულოში, ქონების მართვის, ბუნებრივი რესურსების, აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიაზე იმსჯელეს. როგორც კომისიის თავმჯდომარემ განმარტა, რიტუალების სახლში სკოლის ოთახები უნდა განთავსდეს. სკოლას არა აქვს სპორტული...
ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტმა ახალგაზრდებისთვის ინოვაციური პროექტი "ახალგაზრდების იდეა ფოთს“ დაიწყო. ფოთის მერიის ინფორმაციით, თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების კომპონენტი მიზნად ისახავს ფოთელი ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდას ადგილობრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ინოვაციური, საზოგადოების კეთილდღეობაზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურული და ურბანული პროექტების წარმოჩენასა და მათ განხორციელებას. პროექტის ფარგლებში 16-დან 30 წლამდე ახალგაზრდებს შეუძლიათ ინიციატივები ონლაინ პლატფორმის www.idea.poti.gov.ge საშუალებით წარადგინონ და იდეის გამარჯვებისთვის მოიპოვონ რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერის ხმა. ხმის...
"ის ახალი ტექნიკა, რაც ქუჩების მოსარეცხად შევიძინეთ, არ მაინტერესებს რუსულია, იტალიური თუ სხვა, ჩემი მიზანია მოვრწყო ნარგავები", - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბაჩანა გვიანიშვილმა. ამის შესახებ რადი მოზაიკა წერს. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ერთ-ერთ კომისიის სხდომაზე ბაჩანა გვაინიშვილმა კეთილმოწყობის სააგენტოს მიერ შესრულებული სამუშაოების ანგარიში წარადგინა. კომისიის წევრებმა მას კითხვები დაუსვევს. ფრაქციის "ძლიერი გორი" წევრი ბექა ქორჩილავა დაინტერესდა, რატომ ხმება ქალაქში...
ხაშურის საჯრო სკოლის დირექტორმა მოსწავლეებს სიურპრიზი გაუკეთა და ეზოში ველოსადგომი დაახვედრა. ამის შესახებ ქართლი.გეს სკოლის მოსწავლეებმა აცნობეს. ვიდეომასალა, რომელიც ეკოკლუბის წევრებმა გამოგვიგზავნეს, 22 სექტემბერსაა გადაღებული. ამ დღეს ველომოყვარულებმა ხაშურში მსვლელობაც მოაწყეს. სკოლის დირექტორის თქმით, ინიციატივა დირექციის წინშე სკოლის თვითმმართველობამ წარადგინა. "სკოლის თვითმმართველობის წარმომადგენლები შემოვიდნენ ინიციატივით, რომ ეკოკლუბის წევრებისთვის ველოსადგომი გაგვეკეთებინა. რა თქმა უნდა, სიამოვნებით დავთანხმდით და ამ ინიციატივის განხორციელებაში დავეხმარეთ. სიმართლე გითხრათ, რომ...
წინა სტატია ტაქსების რაოდენობა, რომელთაც A კატეგორია მიენიჭათ, მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ რეფორმა შედგა. ტაქსების რეფორმა პირველი ოქტომბრით არ სრულდება - იქნება შემდგომი ეტაპებიც, რომელიც ტაქსის მომსახურების სერვისის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და შემდეგ რამდენიმეწლიან ჭრილში შეგვეძლება ვთქვათ, რამდენად კარგი იყო რეფორმა. ეს არის სწორი პროცესი და ნიუანსები, რომელთაც ამ მიმართულებით ვითვალისწინებთ, - ამის შესახებ თბილისის ვიცემერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა, რომელმაც...
მეტეხი - ქვემო გომი შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოში აცხადებენ, რომ მოასფალტდა 5,7 კილომეტრი გზის მონაკვეთი, მოეწყო რკინაბეტონის სანიაღვრე მონოლითური ღარები, ეზოებში შესასვლელები, მილხიდები, დაიხაზა გზა, მოეწყო საგზაო ნიშნები და ცინოლალპოლის ზღუდარები. ახალი გზა ნათლისმცემლის ეკლესიამდე მიდის. იწყება მეტეხის ღვთისმშოლის ეკლესიიდან, გრძელდება მეტეხის საჯარო სკოლის, მეტეხის დევნილთა დასახლების, ქვემო გომის ნათლისცემლის ეკლესიის, ქვემო გომის საჯარო სკოლის...
ქუთაისის #33 ბაგა-ბაღში ფარდების შესაძენად მშობლებისთვის ფულის შესაძლო მოთხოვნის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდება. ამის შესახებ ქუთაისი პოსტი წერს. აღნიშნულის შესახებ იურისტი ლევან ჭელიძე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში საუბრობს.  ადვოკატის თქმით, მას ინფორმაცია თავად მშობელმა მიაწოდა. დირექტორის წარმომადგენელი 33-ე ფილიალში, ნანა სხვიტარიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ ბაღის ტერიტორიაზე, ფარდის შესაძენად თანხის არანაირ მოთხოვნას არათუ მისი, არამედ თანამშრომლების მხრიდან ადგილი არ ჰქონია. "გადავამოწმე ინფორმაცია და მშობლებიც...
თელავში ბოლო ორი თვის განმავლობაში მოსახლეობა სასმელ წყალს კვირაში 3 დღე 2 ან 3 საათიანი გრაფიკით იღებს. არის შემთხვევები, როცა წყალი რამდენიმე დღეც არ მოდის. ადგილობრივების ამ პრობლემაზე ინფორმაციას გურჯაანის ტელევიზია ავრცელებს. სასმელ წყალთან ერთად ე.წ სამხედრო ქალაქის 36-ა კორპუსის მაცხოვრებლებისთვის პრობლემაა დაზიანებული საკანალიზაციო მილების საკითხი. მოსახლეობა ამბობს, რომ მათ დახმარებისთვის შესაბამის სტრუქტურებს განცხადებით არაერთხელ მიმართეს, თუმცა დღემდე საკითხით არავინ...
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გომბორში  “საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი”-ს შენობის მშენებლობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ქართლი.გე წერს.  საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიაში აცხადებენ, რომ პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 214 849 ლარით ფინანსდება. სამუშაოები ნოემბრის ბოლოსთვის დასრულდება.
წინა სტატია ახალციხეში, სოფელ ურავლის გზაზე, კლდიდან ქვები ცვივა. მძღოლები ამბობენ, რომ გადაადგილება ამ გზაზე განსაკუთრებით საშიში წვიმიან ამინდშია. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს. რავლის გზაზე, კლდიდან ქვები ბოლოს ორი დღის წინ, 28 სექტემბერს ჩამოცვივდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და არც ტრანსპორტი დაზიანებულა, თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ პრობლემა აქ მუდმივად არსებობს და საფრთხის შემცველია. „უკვე მერამდენედ ჩამოცვივდა კლდიდან ნაშალი! ვიდრე აქ უბედურება...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ