დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატის თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი გაიხსნა

1243

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დიღმის მასივის მაჟორიტარობის კანდიდატის თარაშ შურღაიას საარჩევნო შტაბი ოფიციალურად გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ქართული ოცნების“ პრესსამსახურიდან აცნობეს, შტაბის გახსნას პარლამენტის წევრი, დიდუბის მაჟორიტარი ილია წულაია და დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი დაესწრნენ. თარაშ შურღაიამ შეკრებილებს სიტყვით მიმართა და დაჰპირდა, რომ თბილისის განვითარებაზე გუნდთან ერთად იმუშავებს.

„ჩვენ გვყავს ღირსეული მერობის კანდიდატი, ბატონი კახა კალაძე. მოხარული ვარ, რომ მომეცა საშუალება მასთან ერთად ვაკეთო ის მნიშვნელოვანი საქმეები, რომელიც ჩვენს ქალაქს კიდევ უფრო სიცოცხლით სავსეს გახდის“, – განაცხადა თარაშ შურღაიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი