კანდელაკის ქუჩაზე კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

1167

საბურთალოს რაიონში, კანდელაკის ქუჩა N6 კორპუსის ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.  თბილისის მერიიდან “ინტერპერსნიუსს” აცნობეს, რომ ეზოში გამოიცვლება ბორდიურები და დაიგება ასფალტის ახალი საფარი. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე საბურთალოს რაიონის გამგებლი ბექა მიქაუტაძე და პროვაიდერების ზედამხედველობისა და მონიტორინგის განყოფილების უფროსი ირაკლი ჯიშიაშვილი გაეცნენ.

სამუშაოებს შპს ,,ჯეუ გრუპი“ ახორციელებს.

წყარო: ინტერპერსნიუსი