მეტრო „უნივერსიტეტი“ სექტემბრის ბოლოს გაიხსნება

1435

​თბილისში, რიგით 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის პირველ რიცხვებში გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაცია პირველ არხს მუნიციპალური განვითარების ფონდში დაუდასტურეს. 

მეტროსადგური ახლა ტესტირების რეჟიმში მუშაობს, რომელიც 20 სექტემბერს დასრულდება. ტესტირების დასრულების შემდეგ, მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მიიღებს.

წყარო: 1tv.ge