ხვალ პეკინის ქუჩის ნაწილი დროებით შეიზღუდება და ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც შეიცვლება

683

ხვალ, 5 სექტემბერს, 08:00 საათიდან 23:00 საათამდე, პეკინის ქუჩაზე, ანა კალანდაძის (ყოფილი ბულაჩაურის) ქუჩიდან ცინცაძის (ყოფილი საბურთალოს) ქუჩის კვეთამდე, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, როგორც კერძო, ისე საზოგადოებრივი ტრანსპორტი შემდეგი სქემით იმოძრავებს: ვაჟა ფშაველას გამზირიდან ავტოტრანსპორტი ბექას ქუჩით ყაზბეგის გამზირზე მოძრავ ნაკადს შეუერთდება, შეუხვევს ჯერ გამრეკელის, ხოლო შემდეგ ცინცაძის ქუჩაზე, საიდანაც პეკინის ქუჩის გავლით მარჯვნივ – 26 მაისის მოედნისკენ განაგრძობს გადაადგილებას.

ასევე, 5 სექტემბრის 23:00 საათიდან 6 სექტემბრის დილის 07:00 საათამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება ცინცაძე-პეკინი-ჭაბუკიანის ქუჩების გზაჯვარედინზე. აქედან გამომდინარე, პეკინის ქუჩიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაადგილებისას, ტრანსპორტი შეუხვევს ბახტრიონის ქუჩაზე, საიდანაც ამირეჯიბის გზატკეცილით გმირთა მოედანს დაუკავშირდება, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.