დავით უსუფაშვილი ვაშაძის შეთავაზებაზე: არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში

662

არის კბილები, რომლებიც დიდი ხანია, მოვიცვალეთ პოლიტიკაში,  – ასე პასუხობს დავით უსუფაშვილი გიორგი ვაშაძის ინიციატივას ოპოზიციური პარტიების მერობის ერთი კანდიდატის შერჩევის შესახებ.

ამასთან, უსუფაშვილმა აღნიშნა, რომ “შენების მოძრაობის” ლიდერი გაერთიანების შესახებ შეთავაზებას არ მიიღებს.

“შენების მოძრაობის” მერობის კანდიდატის თენგიზ შერმანაშვილის თქმით კი, მათი პარტია არის განსხვავებული და შესაბამისად, არ აპირებს რომელიმე პოლიტიკურ პარტიასთან გაერთიანებას.

“ერთიან კანდიდატზე შესაძლოა, ვისაუბროთ მეორე ტურის შემთხვევაში, მანამდე ამ საკითხე საუბარი არ მგონია, რომ შედგეს”, – განუცხადა მაუწყებელს  შერგელაშვილმა.

გიორგი ვაშაძე ყველა ოპოზიციურ პარტიას გაერთიანებასა და თბილისის მერობის კანდიდატის პრაიმერის გზით შერჩევას სთავაზობს.

წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი