კალაძე: კვლევებით, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს გაკეთება შესაძლებელია

909

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელი მეტროს პროექტი ჯერ არ არსებობს, თუმცა კვლევებით, პროექტის განხორციელება შესაძლებელია.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მერია მთავრობასთან ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, განხორციელდება თუ არა პროექტი.

„პროექტი ჯერ არ არსებობს. პირველადი კვლევები ჩატარებულია და დადებულია დასკვნა, რომ პროექტის განხორციელება შესაძლებელია. გარკვეულ თანხებთან არის დაკავშირებული. მთავრობასთან ერთად იქნება გადაწყვეტილება მიღებული, სამომავლოდ განხორციელდება თუ არა ეს პროექტი“, -განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ასევე, რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ ავტომაგიტრალზეც ისაუბრა და დასძინა, რომ პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს.